თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2019, 17:47
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1782,
კომენტარები: 7
"თუ ალექსისი ამას ვერ შეძლებს, ესე იგი არასწორ ადგილასაა"
სოლსკიაერი დღევანდელ მატჩზე საუბრობს და ძველ მოგონებებს იხსენებს.
ოლე გუნარმა მატჩის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. მან "არსენალთან" გასამართ მატჩსა და ზოგადად ამ ჩემპიონატის მნიშნელობაზე ისაუბრა.

-პარასკევი საღამო ორ ყველაზე ცნობილ გუნდს შორის "ინგლისის თასის" ჩემპიონატში. როგორი ემოციებით ელოდებით დღევანდელ მატჩს?
-ფანტასტიკური მატჩი გველოდება. რთული თამაში იქნება, მაგრამ ძალიან კარგი გამოწვევაა ჩვენთვის. ჩვენ "არსენალის" წინააღმდეგ არაერთი მატჩი ჩაგვიტარებია. მეც კი მითამაშია მათ წინააღმდეგ ამ ჩემპიონატში, 1999 და 2004 წელს და ორივე მათგანი გამარჯვებით დასრულდა. ვიმედოვნოთ, რომ ეს კარგის ნიშანია.

-საერთო ჯამში, თქვენ "არსენალის" წინააღმდეგ 19 მატჩი გაქვთ ჩატარებული - გაცილებით მეტი ვიდრე ნებისმიერი სხვა კლუბის წინააღმდეგ. მაშინ სერ ალექს ფერგიუსონისა და არსენ ვენგერის ბრძოლა მიმდინარეობდა. რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ მატჩებში კარგად გეთამაშათ?
-ეს ის მატჩები იყო, რომელთა დაწყებასაც მოუთმენლად ველოდით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არსენ ვენგერისა და სერ ალექსის მტრობის საკითხიც იყო. ჩვენ ძალიან გვსურდა, რომ ლიგასთან ერთად ეს ჩემპიონატიც მოგვეგო და დუბლი გაგვეკეთებინა. ერთხელ ტრიბლიც გავაკეთეთ, რომელიც, ალბათ, ყველას გახსოვთ. მათ დიდებული ფეხბურთელები ჰყავდათ, დიდებული გუნდი იყო ცნობილი მცველებით. კარში კი დევიდ შიმენი ედგათ. მის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი გოლი მაქვს გატანილი. თამაშები მართლა ძალიან დაძაბული და საინტერესო სანახავი იყო. თუმცა ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემდით. თუმცა გასახდელში ბევრჯერ გვიჩხუბია ამ თამაშების გამო. ასე ხდება, როცა მოწინააღმდეგდე გუნდი შენი "მტერია".

-თქვენ თავად ახსენეთ ორი ნახევარფინალი მათ წინააღმდეგ, 1999 და 2004 წელს. ორივე მათგანი ფანტასტიკური იყო, თქვენ რას იტყვით?
-უნდა აღვნიშნო, რომ 2004 ძალიან კარგი თამაში იყო. ეს ის მატჩია, როცა ტრავმა ახალი მოშუშებული მქონდა. მიხაროდა, რომ ჩემი წვლილი შევიტანე ამ გამარჯვებაში. რაც შეეხება 1999 წელს, რა თქმა უნდა, გიგზის ფანტასტიკური გოლი არასდროს არ დამავიწყდება. ამ მატჩში შმეიხელმა პენალტიც კი აიღო და სასწორი ჩვენ მხარეს გადმოსწია. ვფიქრობ, რომ არა პიტერი "არსენალი" ამ მატჩს მოიგებდა.

-ეს სანჩესისთვის პირველი დაბრუნება იქნება "ემირეითზე". ის, ალბათ, უსიამოვნო დახვედრას მიიღებს...
-ის აუცილებლად ითამაშებს. ვფიქრობ, მას მოეწონება, თუ ხალხი მის წინააღმდეგ გამოვა. როგორც ფეხბურთელს, ამ დროს ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა გიპყრობს და რაზეც ფიქრობ მხოლოდ ესაა: "ყველას გაგცემთ ამაზე პასუხს და გაჩვენებთ რა შემიძლია." ის ვარჯიშებზე ფანტასტიკური იყო. იმედი მაქვს, რომ ის მატჩისგან დიდ სიამოვნებას მიიღებს. ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა მასა სიძულვილს გაჩვენებს, შენ კი მათ პასუხს მოედანზე სცემ შენი საოცარი თამაშით.

-ფიქრობთ, რომ მისი პიროვნება ამ დახვედრის უგულვებელყოფას და საკუთარი საქმის გაკეთებას შეძლებს?
- ვფიქრობ, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ხარ ეს უნდა შეძლო. თუკი ვერ შეძლებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არასწორ ადგილას ხარ.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: devidi
25 იანვარი 2019 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
-ფიქრობთ, რომ მისი პიროვნება ამ დახვედრის უგულვებელყოფას და საკუთარი საქმის გაკეთებას შეძლებს?
- ვფიქრობ, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ხარ ეს უნდა შეძლო. თუკი ვერ შეძლებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არასწორ ადგილას ხარ.

ოლე ნახე რა laughing კარგათ ითამაშებ მიიღებ ძირითადში ადგილს არა და ერთ სკამს მოგიძებნი ანდა კარი ღიააო
1
№2
ავტორი: nika_nikusha
25 იანვარი 2019 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
მააგარი რაღაც თქვა მართლა, ეს ეხლა ვინმეს მისცემს უფლებას რომ მაქსიმუმი არ გააკეთოს ? გამორიცხულია მაგარი მიდგომები აქვს
1
№3
ავტორი: ikeoni
25 იანვარი 2019 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ციტატა: nika_nikusha
მააგარი რაღაც თქვა მართლა, ეს ეხლა ვინმეს მისცემს უფლებას რომ მაქსიმუმი არ გააკეთოს ? გამორიცხულია მაგარი მიდგომები აქვს

ძალინ სწორი და თან მკაცრიც რომელიც ასევე აუცილებელია
1
№4
ავტორი: Svanchester
25 იანვარი 2019 18:21
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
სანჩესმა ოლეს ხელშიც რო ვერ აჩვენოს მისი რეალური სახე მაშინ დროა კარიერისდასრულებაზეც იფიქროს ან წავიდეს ჩინეთში ფული აკეთოს.
2
№5
ავტორი: SANDROGRIGA
25 იანვარი 2019 18:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დღეს ძირითადში უნდა იყოს და გამოაჩინოს თავის რეალური ძალა ალექსისმა!
0
№6
ავტორი: levionok
25 იანვარი 2019 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: Svani
სანჩესმა ოლეს ხელშიც რო ვერ აჩვენოს მისი რეალური სახე მაშინ დროა კარიერისდასრულებაზეც იფიქროს ან წავიდეს ჩინეთში ფული აკეთოს.

მეტს არსად არ გადაუხდიან იმდენ ფულს უხდიან უკვე დროა რაღაცა გაკეთოს თორე გაუშვებენ ამ წლის ბოლოს
0
№7
ავტორი: gela911
26 იანვარი 2019 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
იმხელა ფასებზეა უკვე ბაზარი რო ყველგან ჩინეთია :დ :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top