თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2019, 17:25
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1393,
კომენტარები: 5
"ჩვენ არავისი არ გვეშინია"
ანდერ ერერა მატჩის წინ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ანდერ ერერამ განაცხადა, რომ კლუბისთვის "ინგლისის თასის" ჩემპიონატი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. შეგახსენებთ, რომ "რედინგთან" გამარჯვების შემდეგ "იუნაიტედს" "ემირეითის" სტადიონზე სტუმრობა უწევს.

"რა თქმა უნდა, "პრემიერ ლიგა" ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონატია, თუმცა ტიტულის მოგება ყოველთვის კარგია და ვფიქრობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის იბრძოდა ტიტულებისთვის."

"ჩენ ამ ჩემპიონატს სერიოზულად ვუყურებთ, არ ვაპირებთ დანებებას. დიდი მოლოდინები გვაქვს. რადგან "ლიგის თასზე" აღარ ვთამაშობთ, "ინგლისის თასი" ერთადერთი ინგლისური ჩემპიონატია, "პრემიერ ლიგის" გარდა, რომელშიც ჩართულები ვართ და ამიტომ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ."

"ჩვენი მთავარი კონცენტრაცია, რა თქმა უნდა, ლიგისკენაა მიმართული, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედს" ყოველთვის სურდა ტიტულების მოგება და ეს ჩემპიონატი ამის გაკეთების რეალურ შესაძლებლობას გვაძლევს, ასე რომ ასე უბრალოდ არ ვაპირებთ თამაშებზე დანებებას."

"მე ძალიან მიყვარს ეს ჩემპიონატი და ისიც მომწონს თუ როგორ არის ის ორგანიზებული. გულშემატკივრებისთვ ძალიან ამაღელვებელი და ემოციურია. ესპანეთში ორი მატჩი გიწევს, სახლში და გასვლაზე, თუმცა აქ მხოლოდ ერთი თამაშია, მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება გიწევს, ხოლო თუ ფრედ დამთავრდა, მეორედ თამაშობ. ეს ყველაფერი შეჯიბრებას ძალიან, ძალიან დიდ ემოციურობას მატებს და ყველაფერი ძალიან ამაღელვებელი ხდება."

"კარგი მოგონებები მაკავშირებს "ინგლისის თასთან". წამიგია და მომიგია კიდეც ფინალი. მითამაშია რამდენიმე სტადიონზე, ძალიან მომწონს ეს ჩემპიონატი და მგონია, რომ ატმოსფერო ყოველთვის ძალიან, ძალიან კარგია."

"დღეს დიდებული მატჩი გველის. ამ ჩემპიონატის ორი ყველაზე წარმატებული გუნდი თამაშობს, რაც მატჩს მეტ მღელვარებას მატებს."

"ამ მომენტისთვის ძალიან კარგ ეტაპზე ვიმყოფებით და ეს მატჩი ჩვენთვსი ახალი გამოწვევაა. მათ ბოლოს "ჩელსი" დაამარცხეს, ასე რომ ძალიან თავდაჯერებულები შეგვხვდებიან, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ."

"ჩვენ არავისი არ გვეშინია. ვფიქრობ, ჩვენ ყველა გუნდის დამარცხების უნარი შეგვწევს. ლონდონში შიშის გარეშე მივდივართ. ყველას სურს "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება, თუმცა ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ და ეს ყველაფერი გვაძლიერებს," - დაასრულა ერერამ.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
25 იანვარი 2019 17:36
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ჩემი ძმა )) კაი კაცი !!!
0
№2
ავტორი: ikeoni
25 იანვარი 2019 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
როგორ მიყვარს ჩემი ბასკი ძმა:))❤️
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
25 იანვარი 2019 18:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მანჩესტერული ხასიათი winked
0
№4
ავტორი: Human
25 იანვარი 2019 19:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
ეს და მატა უპოზიტიურესები არიან love

ამ კაცის მონდომება და შეუპოვრობა მაოცებს. ყოველ თაიმაში თავდაუზოგავად იხარჯება love
0
№5
ავტორი: gaga1987
26 იანვარი 2019 09:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მებრძოლი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top