თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2019, 17:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1884,
კომენტარები: 5
"იუნაიტედი" ახალი კონტრაქტების გაფორმებასთან ახლოსაა
ოლე გუნარმა ახალ კონტრაქტებზე ისაუბრა.
ოლე გუნარ სოლსკიაერი იმედოვნებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" სულ ცოტა ხანში ბევრ ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

"იუნაიტედმა" უკვე დაადასტურა, რომ სკოტ მაკტომინეისთან ახალ, 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა ანდერ ერერას, ხუან მატასა და ეშლი იანგის შესახებ არაფერი ისმის. შეგახსენებთ, რომ ტრიოს ძველი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებათ.

კლუბმა უკვე გამოიყენა კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა დავიდ დე ხეასა და ენტონი მარსიალის შემთხვევაში. ესპანელი და ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე" 2020 წლამდე დარჩებიან, თუმცა ხელმძღვანელობა მათთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აქტიურად ცდილობს.

კრის სმოლინგმა და ლუკ შოუმ ახალი კონტრაქტი უკვე გააფორმეს, სოლსკიაერმა კი დე ხეას, მარსიალისა და მატას კონტრაქტებზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ხელმძღვანელობა ამ ყველაფერზე მუშაობს და პროგრესიც შეიმჩნევა, თუმცა ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით და უბრალოდ მათ მივცემ ლაპარაკის საშუალებას, ვისაც უშუალოდ ეს საქმე ეხება. ვერც იმას გეტყვით რამდენად ახლოს ან შორს ვართ ახალი კონტრაქტის გაფორმებისგან, თუმცა ვიმედოვნებ, რომ შემდეგ კვირებში კარგი ამბებით დაგიბრუნდებით."


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
24 იანვარი 2019 19:00
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მარსიალი აფორმებსო, წავიკითხე. დეხეა 370 ათას ითხოვს, ალბათ მიცემენ, არამგონია 130 ათასი ფუნტისთვის დეხეა გაუშვან.
0
№2
ავტორი: ikeoni
24 იანვარი 2019 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Eseigi saintereso momavali kvira gvelodeba :))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
24 იანვარი 2019 21:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უნდა გაუხანგრძლივონ აუცილებლად
0
№4
ავტორი: makaveli
25 იანვარი 2019 01:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ყველაზე ღადაობა ისარი რო მარსიალი კვირაში 150 ათასს ითხოვსო ბევრმა გამოცემამ დაწერა და რატო წელავენ ვერ ვიგებ.. სანჩესს 400 და მარდიალს დღეს 75 აქვს კვირაში
0
№5
ავტორი: Svanchester
25 იანვარი 2019 17:39
  • სიახლეები: 2776
  • კომენტარები: 3861
სოლსკიაერის ხელში ისე ათამაშდა ყველარო არავის გაყიდვა აღარ მინდა უკვე ))) ნუ ფელაინი და დარმიანი არ ითვლება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top