თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2019, 16:47
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1801,
კომენტარები: 4
ოლე გუნარი: "სქოულზი შესანიშნავი ვარიანტი იქნებოდა"
სქოულზი შესაძლოა, მწრთვნელად მოგვევლინოს.
ოლე გუნარი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელმა პოლ სქოულზი გაამხნევა და განაცხადა, რომ მისი, როგორც მწრთვნელის კარიერის წარმატებაში დარწმუნებულია. როგორც პრესაში იწერება, ოლეს ყოფილ თანაგუნდელს "ოლდჰემს" უკავშირებენ.

თავად სქოულზმა აღნიშნულის შესახებ ოთხშაბათს ისაუბრა და მისი განცადებით "სალაპარაკო არაფერია". თუმცა სოლსკიაერს სჯერა, რომ სქოულზი "ოლდჰემისთვის" იდეალური ვარიანტია.

"მარტივია რაღაცაზე საუბარი, როცა ეს რაღაც შენ თავად არ გეხება. ჩემი აზრით, დიდებული იქნება თუ სქოულზი ამ განხრით დასაქმდება. ვფიქრობ, პოლი ზუსტად ის პიროვნებაა, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა გინდა და შეგიძლია."

სქოულზი საფეხბურთო სამყაროს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, როცა "სელფორდ სიტის" თანამესაკუთრე გახდა. შეგახსენებთ, რომ ის ამ გუნდის აქციებს გარი და ფილ ნევილეთან, რაიან გიგზსა და ნიკი ბატთან ერთად ფლობს. სულ ცოტა ხნის წინ კი აქციების 10% დევიდ ბექჰემმა შეიძინა.

ნევილებმა სოლსკიაერის შესახებ ისაუბრეს. ძმებმა "იუნაიტედის" ამჟამინდელი მწრთვნელისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურეს და "იუნაიტედში" მისი დარჩენა გრძელვადიანი პერსპექტივით ისურვეს. სოლსკიაერმა მათზეც ისაუბრა:

"ისინი ჩემი ახლო მეგობრები არ არიან, მაგრამ მათთან ერთად ბევრი წლის განმავლობაში ვთამაშობდი. მე უბრალოდ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებ და კლუბს ყველაფრით ვეხმარები, რითაც შემიძლია."



წყარო: SkySports
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
24 იანვარი 2019 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sainteresoa vistan bratobda ole :))
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
24 იანვარი 2019 21:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სქოულზის ხილვაც საინტერესო იქნება მწვრთნელის რანგში
0
№3
ავტორი: kaja
25 იანვარი 2019 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
მაგრათ მგონია რო სქოულზი ძალიან მაგარი ტრენერი იქნებოდა !
0
№4
ავტორი: Svanchester
25 იანვარი 2019 17:41
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სქოულზის იუნაიტედში ხილვა შორეული პერსპექტივაა. ყველაფერი რა თქმა უნდა მასზეა დამოკიდებული
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top