თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2019, 15:02
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1700,
კომენტარები: 8
სანჩესი "არსენალთან" ითამაშებს
ვინ ითამაშებს "არსენალთან"?
სანჩესი
ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა, რომ ალექსის სანჩესი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს. თუმცა "იუნაიტედს" სამი ფეხბურთელი დააკლდება.

ალექსისმა "რედინგის" შემდეგ ორი მატჩი გამოტოვა, თუმცა ჩილელს "არსენალთან" აუცილებლად ვიხილავთ. ეს სანჩესის პირველი დაბრუნება იქნება "ემირეითზე".

"ის ითამაშებს. ვფიქრობ, ისიც მოეწონება, თუ ხალხი მის წინააღმდეგ იქნება. როგორც ფეხბურთელს, სიამაყის გრძნობა გიპყრობს და დაახლოებით ასეთი ფიქრები გიტრიალებს: "ყველას განახებთ რა შემიძლია!" ის ვარჯიშებზე ფანტასტიკური იყო, მისი განწყობაც საოცარია, ასე რომ იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი მატჩისგან სიამოვნებას მიიღებს."

მარუან ფელაინი, კრის სმოლინგი და მარკოს როხო "ბრაიტონთან" არ იყვნენ. სოლსკიაერის განცხადებით, ისინი ვერც ხვალინდელ მატჩს დაესწრებიან.

"ისევ ეს სამეულია ტრავმირებული. სმოლინგმა დაიწყო ვარჯიშები და ვიმედოვნებ, რომ ის შემდეგი კვირისთვის უკვე მზად იქნება. ფელი და როხო კი ჯერ კიდევ შორს არიან გამოჯანმრთელებისგან."

"წითლებმა" "ინგლისის თასზე" "რედინგი" დაამარცხა, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ "მეთოფეები" გაცილებით უფრო რთული მეტოქეები იქნებიან. ოლე გუნარის განცხადებით, გულშემატკივარი რამდენიმე ცვლილებას იხილავს.

"ჩვენ ძალიან კარგი და ნიჭიერი ბიჭები გვყავს. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც სჭირდებათ თამაში და აქვთ კიდევაც საკმარისი ძალები სათამაშოდ. რა თქმა უნდა, ერთ-ორ ცვლილებას აუცილებლად იხილავთ."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
24 იანვარი 2019 15:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ამ ფორმაციის გუნდშიც თუ ვერაფერი ქნა სანჩესმა, მაშ იმედი საერთოდ გადაიწურება და ლოზანოს ვისურვებდი, ან მემფისს, ახალგაზრდა მებრძოლი შემტევები გვეყოლებიან და სასიამოვნო.იქნება მათუ ყურება.
0
№2
ავტორი: Svanchester
24 იანვარი 2019 15:35
  • სიახლეები: 2895
  • კომენტარები: 3931
სანჩესის "გაცოცხლების" დროა !!!
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
24 იანვარი 2019 15:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
უკვე რამდენი ხანია ვალენსიაზე არც ტრავმა იწერება და არც სხვა რაიმე მიზეზი და განაცხადშიც არაა მერამდენე თამაშია და რა ხდება?ჟოზეს ათვალწუნება ხო არ გადმოყვა ოლეს ვალენსიაზე?! :)
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
24 იანვარი 2019 15:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
ნეიმარი დაიმტვრა მემგონი ასე უქნია ვერ ამდგარა ფეხზე:)))
0
№5
ავტორი: ikeoni
24 იანვარი 2019 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
ციტატა: Dato kutaisi
ნეიმარი დაიმტვრა მემგონი ასე უქნია ვერ ამდგარა ფეხზე:)))

არც ვერატი არც რაბიო და ამას თუ მოე... არ ვიქნები წინააღმდეგიი:)))
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
24 იანვარი 2019 16:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
ციტატა: ikeoni
ციტატა: Dato kutaisi
ნეიმარი დაიმტვრა მემგონი ასე უქნია ვერ ამდგარა ფეხზე:)))

არც ვერატი არც რაბიო და ამას თუ მოე... არ ვიქნები წინააღმდეგიი:)))

არადა თამაშამდე 2 კვირაა მინიმუმ და გამოძვრებიან ეს ჩათლახები
0
№7
ავტორი: nika_nikusha
24 იანვარი 2019 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ikeoni
ციტატა: Dato kutaisi
ნეიმარი დაიმტვრა მემგონი ასე უქნია ვერ ამდგარა ფეხზე:)))

არც ვერატი არც რაბიო და ამას თუ მოე... არ ვიქნები წინააღმდეგიი:)))

არადა თამაშამდე 2 კვირაა მინიმუმ და გამოძვრებიან ეს ჩათლახები



საერთოდ არ მიხარია თუ ვინმე დაემტვრათ და მაგის ხარჯზე გავცდებით ,,პსჟ'' ს, მირჩევნია სრული შემადგენლობით ვიყოთ ჩვენც ისინიც და ღირსეული ბრძოლა გავუმართოთ, ვიდრე სათადარიგო შემადგენლობით გვეთამაშნონ მოვუგოთ და მერე მაგას დააბრალონ მოგება. ნეიმარიან ვერატიან რაბიოიან პსჟ - საც გადავახევთ ;)
2
№8
ავტორი: Dato kutaisi
24 იანვარი 2019 22:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
ციტატა: nika_nikusha
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ikeoni
ციტატა: Dato kutaisi
ნეიმარი დაიმტვრა მემგონი ასე უქნია ვერ ამდგარა ფეხზე:)))

არც ვერატი არც რაბიო და ამას თუ მოე... არ ვიქნები წინააღმდეგიი:)))

არადა თამაშამდე 2 კვირაა მინიმუმ და გამოძვრებიან ეს ჩათლახები



საერთოდ არ მიხარია თუ ვინმე დაემტვრათ და მაგის ხარჯზე გავცდებით ,,პსჟ'' ს, მირჩევნია სრული შემადგენლობით ვიყოთ ჩვენც ისინიც და ღირსეული ბრძოლა გავუმართოთ, ვიდრე სათადარიგო შემადგენლობით გვეთამაშნონ მოვუგოთ და მერე მაგას დააბრალონ მოგება. ნეიმარიან ვერატიან რაბიოიან პსჟ - საც გადავახევთ ;)

მესმის შენი მაგრამ ნეიმარი ცალკე თემაა ზოგადად და ის თუ დააკლდება დიდად მოხარული ვიქნები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top