თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2019, 20:13
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1976,
კომენტარები: 8
"ისინი ძალიან საშიშები გახდნენ"
უნაი ემერი "იუნაიტედთან" მატჩის წინ.
"არსენალის" მწრთვნელი უნაი ემერი აღიარებს, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" უფრო საშიში გახდა.

"წითლებმა" ნორვეგიელის მეთვალყურეობის ქვეშ შვიდივე მატჩი მოიგეს. ყველაზე ღირსშესანიშნავი კი "ტოტენჰემთან" მოპოვებული გამარჯვება გახლდათ.

"იუნაიტედი" "პრემიერ ლიგაში" "არსენალს" ქულებით გაუთანაბრდა, ოთხეულისგან კი მხოლოდ სამი ქულა აშორებთ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ცხრა თამაშში "მეთოფეებმა" ოთხი მატჩი მოიგეს.

"ახლა სრულიად განსხვავებულ გუნდს ხედავთ. იგივე ფეხბურთელებით, მაგრამ სრულიად განსხვავებული, ბევრად უფრო დიდებული თამაშით."

"ვუყურე მათ ბოლო მატჩებს და შემიძლია ვთქვა, რომ თითოეულ ფეხბურთელს თავდაჯერებულობა შეემატა, საოცრად თამაშობენ და ახლა ძალიან, ძალიან საშიშები არიან. ჩვენთვის ეს კარგია, რადგან ჩემპიონატისთვის ყველაზე დიდი ტესტია."

"მანჩესტერ იუნაიტედს" და ჩვენ 20 "ინგლისის თასის" ფინალი გვაქვს ნათამაშები. მათ თორმეტი მოიგეს, ჩვენ კი - ცამეტი. ეს ამ ჩემპიონატის საუკეთესო მატჩია."

"მოუთმენლად ველით პარასკევს. ჩვენ მათ ჩვენს სტადიონზე და ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვხვდებით. ბუნებრივია, "ემირეითზე" თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ და გვსურს, რომ საოცარი ატმოსფერო შევქმნათ და გულშემატკივარს ლამაზი სანახაობა ვაჩუქოთ."


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
23 იანვარი 2019 20:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რთული თამაში იქნება, თუმცა მოგების იმედი მაინც მაქვს.
1
№2
ავტორი: ikeoni
23 იანვარი 2019 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ჩვენ ბულკს ვხდებით და მოგებას ველოდებით:)))
1
№3
ავტორი: man21utd
23 იანვარი 2019 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
ჩემი აზრით რეშფორდი მარსიალი და პოგბა უნდა დაასვენოს ამთამაშში და შანსი უნდა მისცეს ლუკაკუს მატასა და ალეხსის
6
№4
ავტორი: nikamanutd777
23 იანვარი 2019 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
დედას მოუ..... არსენალს
0
№5
ავტორი: stepno
23 იანვარი 2019 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დარწმუნებული ვარ რატომღაც რომ სანჩესი შეუგდებს ამათ wink love
0
№6
ავტორი: giorgi_mg
23 იანვარი 2019 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ჩვენი გუნდის მენტალიტეტიდან და ტრადიციიდან გამომდინარე ამ თამაშში ბოლომდე უნდა დაიხარჯონ და უნდა გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, თუმცა პრიორიტეტებს იმედია კარგად განსაზღვრავენ, მე მაგრად მკიდია ეს თასი თუ გუნდი ლიგაზე არ იქნება.
0
№7
ავტორი: JuanMata
24 იანვარი 2019 00:34
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: man21utd
ჩემი აზრით რეშფორდი მარსიალი და პოგბა უნდა დაასვენოს ამთამაშში და შანსი უნდა მისცეს ლუკაკუს მატასა და ალეხსის


ჰო, მეც მაინტერესებს სხვები როგორ ითამაშებენ, პირველ რიგში სანჩესის მოხოდვას ველოდები.

დიდი ტრაგედია არ იქნება ამ თასიდან თუ გამოვარდით, მაგრამ მეორეს მხრივ, მოგებების სერიის გაგრძელება გუნდის შემართებისთვის კარგი იქნება.

პსჟ-მდე ასე რომ მივიდეთ იდეალური იქნება wink
მაგრამ ალბათ ძალიან რთულიც.
0
№8
ავტორი: რეალისტი
24 იანვარი 2019 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
მე მთავარია ხარისხი დავინახო და მონდომება დალშე ეს თასი მაგრად მკიდია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top