ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ალექსის სანჩესი "არსენალთან" მატჩში ვიხილოთ.
"ბრაიტონთან" გამართულ მატჩზე ჩილელი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და სოლსკიაერს მისთვის მოედანზე შესვლის უფლება არ მიუცია. ერთადერთი თამაში, რომელიც 30 წლის ფეხბურთელმა ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ ჩაატარა ეს "რედინგთან" მატჩი გახლდათ.
სოლსკიაერმა ენტონი მარსიალის ნაცვლად რომელუ ლუკაკუ შემოიყვანა და მარკუს რეშფორდს მარცხენა ფლანგზე მოუწია გადაწევა. შესაბამისად, მარსიალსაც არ შეუძლია სრული 90 წუთის ჩატარება, რაც სანჩესისთვის შეიძლება "ემირეითზე" გამოჩენის შანსი იყოს.
"რა თქმა უნდა, ის 100%-ით მზად არ არის. ალექსისს დიდ ხანს მოუწია მოედანს მიღმა ყოფნა. მაგრამ, სავარაუდოდ "არსენალისთვის" მზად იქნება."
"იუნაიტედმა" "ბრაიტონთან" გამარჯვების შემდეგ მეშვიდე მატჩი მოიგო, რაც 2017 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოხდა.
"ფეხბურთელები ამაყი უნდა იყვნენ თავიანთი ფორმით. ზედიზედ შვიდ მატჩში გამარჯვება თავდაჯერებულობას გმატებს."
"სიმართლე რომ გითხრათ, რეკორდები არასდროს მანაღვლებდა, თუმცა როცა იმ გუნდის ნაწილი ხარ, რომელიც ამდენს იგებს შესანიშნავი გრძნობა გეუფლება და გუნდშიც თავდაჯერებულობა მატულობს."