თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2019, 20:01
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1530,
კომენტარები: 6
ითამაშებს თუ არა სანჩესი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
ოლე გუნარი სანჩესის შესახებ.
ითამაშებს თუ არა სანჩესი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ალექსის სანჩესი "არსენალთან" მატჩში ვიხილოთ.

"ბრაიტონთან" გამართულ მატჩზე ჩილელი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და სოლსკიაერს მისთვის მოედანზე შესვლის უფლება არ მიუცია. ერთადერთი თამაში, რომელიც 30 წლის ფეხბურთელმა ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ ჩაატარა ეს "რედინგთან" მატჩი გახლდათ.

სოლსკიაერმა ენტონი მარსიალის ნაცვლად რომელუ ლუკაკუ შემოიყვანა და მარკუს რეშფორდს მარცხენა ფლანგზე მოუწია გადაწევა. შესაბამისად, მარსიალსაც არ შეუძლია სრული 90 წუთის ჩატარება, რაც სანჩესისთვის შეიძლება "ემირეითზე" გამოჩენის შანსი იყოს.

"რა თქმა უნდა, ის 100%-ით მზად არ არის. ალექსისს დიდ ხანს მოუწია მოედანს მიღმა ყოფნა. მაგრამ, სავარაუდოდ "არსენალისთვის" მზად იქნება."

"იუნაიტედმა" "ბრაიტონთან" გამარჯვების შემდეგ მეშვიდე მატჩი მოიგო, რაც 2017 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოხდა.

"ფეხბურთელები ამაყი უნდა იყვნენ თავიანთი ფორმით. ზედიზედ შვიდ მატჩში გამარჯვება თავდაჯერებულობას გმატებს."

"სიმართლე რომ გითხრათ, რეკორდები არასდროს მანაღვლებდა, თუმცა როცა იმ გუნდის ნაწილი ხარ, რომელიც ამდენს იგებს შესანიშნავი გრძნობა გეუფლება და გუნდშიც თავდაჯერებულობა მატულობს."


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
23 იანვარი 2019 20:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან მინდა რო მზად იყოს და ითამაშოს, ბოლო ბოლო უნდა დაამტკიცოს მისი შესაძლებლობები.
0
№2
ავტორი: ikeoni
23 იანვარი 2019 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
იმედია იქნება და გოლსაც შეაგდებს❤️
0
№3
ავტორი: stepno
23 იანვარი 2019 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძაან მინდა რომ უტრავმოთ და მშვიდად ჩაიაროს ამ თასის შეხვედრამ რაა. კარგია ტიტული მაგრამ მანჩესტერისთვის ეხლა მთავარი 3-4 გასვლაა ჩემპიონატში და ლიგაზე ნახევრაფინალსი მაინც რაა. ესეთი თასები არ გვაკლია ნამდვილად
0
№4
ავტორი: giorgi_mg
23 იანვარი 2019 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დარწმუნებული ვარ ითამაშებს და თან მაგრად
0
№5
ავტორი: JuanMata
24 იანვარი 2019 00:30
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სანჩესი თუ დაემსგავსა თავის თავს დიდი ძალა შეგვემატება ძაან, საჭიროა ასეთი ფეხბურთელის ყოლა ლიგაზე.
მაგრამ ამისთვის სათამაშო დრო ჭირდება.

ერთ რამეს ვერ ვუმუღამებ ოლეს, საკმაოდ გვიან აკეთებს შეცვლებს, 80+ წუთი მიდის და კიდევ ორი შეცვლაა დარჩენილი.
0
№6
ავტორი: რეალისტი
24 იანვარი 2019 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ამ სეზონშიც ეს თუ ვერ გაიხსნა და ვერ აჩვენა თავისი შესაძლებლობები, მერე მართლა სხვა გზა არ რჩება უნდა გავუშვათ....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top