თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2019, 18:55
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2431,
კომენტარები: 16
"მან ერთი მარტივი რამ გვითხრა, რამაც ყველაფერი შეცვალა"
ანდერ ერერა ოლე გუნარის შესახებ.
ანდერ ერერამ ოლე გუნარ სოლსკიაერის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ის და დანარჩენი ფეხბურთელები ძალიან ბედნიერნი არიან ნორვეგიელის გუნდში მოსვლით.

„მისი მოსვლის პირველივე დღიდან ერთი მარტივი ფილოსოფიის გატარებას ცდილობს: „ეს „მანჩესტერ იუნაიტედია“ და თქვენ ვალდებული ხართ, ხალხს დაანახოთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები ხართ!“

„მან მოგვთხოვა, რომ ეს ყველასთვის დაგვენახებინა და ჩვენ ბურთი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შეგვენარჩუნებინა. ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ. მაგალითად, „ნიუკასლთან“ ძალიან რთული გარემოა ჩვენთვის. ისინი ყოველწლიურად გველიან და მუდმივად აქვთ იმედი ჩვენი დამარცხების, მაგრამ მგონია, რომ გუნდმა, საერთო ჯამში, დავალებას კარგად გაართვა თავი და განსაკუთრებით მეორე ტაიმში ძალიან კარგი მატჩი ვაჩვენეთ.“

„მისი მიდგომები ძალიან კარგია, ყველა ბედნიერია და „ოლდ ტრაფორდზე“ მოსვლით ბევრი პოზიტივი შემოიტანა. მან იცის, რას ნიშნავს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და სურს, რომ ფეხბურთელებსაც გააგებინოს ეს. ჩვენ უკვე მე-7 მატჩი მოვიგეთ ზედიზედ და მეტს ვერაფერს მოვითხოვთ, თუმცა არ უნდა შევჩერდეთ და თებერვლის დატვირთულ პერიოდს მომზადებულები შევხვდეთ.“

„ჩვენი შემტევი ფეხბურთელები საოცრად თამაშობენ. ისინი მუდმივად საჯარიმოს მიმდინარე ტერიტორიაზე მოძრაობენ და ბევრ მომენტებს ქმნიან. ჩვენ მოწინააღმდეგის დამარცხებას მუდმივად ვახერხებთ, რაც ძალიან გვაბედნიერებს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ 7 თამაშია და აუცილებელია, რომ ბალანსი შევინარჩუნოთ, მოგებების სერია განვაგრძოთ და უბრალოდ ვითამაშოთ ისე, როგორც ახლა ვთამაშ`ბთ. ვფიქრობ, წინ რთული პერიოდი გველის, ვნახოთ, როგორ შეხვდება ამ ყველაფერს გუნდი და როგორ გააგრძელებს ამ რთულ პერიოდთან ბრძოლას.“

შაბათს ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ, ოლე გუნარმა ანდერ ერერას შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ის უკვე დიდი ხანია ერერას აფასებს:

„ყოველთვის მსიამოვნებდა ანდერის ყურება. ის ძალიან კარგად წარდგა ჩვენ წინაშე ჯერ კიდევ „ბილბაოს ატლეტიკში“ და მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. ამის შემდეგ კი „ოლდ ტრაფორდზე“ გადმოვიდა.“


წყარო: ManUtd.com
სხვა
16 კომენტარი
№1
ავტორი: mishiko1
22 იანვარი 2019 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
კარგია თქვენც თუ მიხვდებით ფეხბურთელები მანჩესტერის მნიშვნელობას ჩვენ არაფრით არ ჩამოუარდებით: რეალს, ბარსელონას, და ბაიერნს. ჩვენ არაგვაქვს მათზე ნაკლები ისტორია, უბრალოდ კარგი ფეხბურთელებით გაძლიერება გვჭირდება. ჩვენ თაობათა ცვლას ვერ გავუძელით არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის გამო.
0
№2
22 იანვარი 2019 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 312
მიქარვებს თავი დაანებეთ დაცვას მიხედეთ. წარმოდგენაც არ მინდა, თუ როგორ ინარნარებენ მბაპე, ნეიმარი და კავანი- იდიოტი ჯონსის გარშემო.
0
№3
ავტორი: ikeoni
22 იანვარი 2019 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Aba mauriniom seviliam ro gamogvagdo ra moxdao...ise amcirebda am msoflio grands ro martla ver gaigebdi kardifshi iyavi tu manchstershi :))
0
№4
22 იანვარი 2019 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 312
ჩმოურინიოს ცოცხალი და მკვდარი მ....ნ!!!! თვრამეტი ქულა თვრამეტი შესაძლებლობიდან და ისევ მე-6 ადგილზე ვართ. მაგისი ცოლ-შვილი მ....ნ მე მაგისი!!!!!!
0
№5
ავტორი: 100%Red
22 იანვარი 2019 20:44
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
მარჯვენა ვინგერი გვინდა რო შეტევა შეიკრას უკეთესად, ლინგარდმა სირბილის მეტი არაფერი არ იცის რა შანსი გააფუჭა რეშიმ რო ჩაუგდო((((
0
№6
ავტორი: MANCHESTERA99
22 იანვარი 2019 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
ციტატა: კახა ხოსროშვილი
მიქარვებს თავი დაანებეთ დაცვას მიხედეთ. წარმოდგენაც არ მინდა, თუ როგორ ინარნარებენ მბაპე, ნეიმარი და კავანი- იდიოტი ჯონსის გარშემო.

ვერ ნუ არც პსჟ დაცვაა გაუვალი ძმაო, პროსტა პოგბას იმედზეა მთელი გუნდი და ეგ მაშინებს პსჟ_თან!!!
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
22 იანვარი 2019 22:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
2-3 კარგი ტრანსფერი ჭირდება გუნდს, განსაკუთრებით მარჯვენა ვინგერი და ცენტრალური მცველი.
0
№8
ავტორი: solskjaer
22 იანვარი 2019 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ბოლო თამაში არ ვარგოდა საშინლად არსენალთან არ ვიცი რას ვიზავთ...
0
№9
ავტორი: stepno
22 იანვარი 2019 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
aii ertii mcvelii magali doniis ertii mcvelii xo sheidzleba daimatos raa:((( dzalian dzneli iqneba smolingi jonsis imedze yofna psj-stan;) vtqvat baily lindelofi iyos eg ufro kargi ikn
0
№10
23 იანვარი 2019 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 312
ციტატა: MANCHESTERA99
ციტატა: კახა ხოსროშვილი
მიქარვებს თავი დაანებეთ დაცვას მიხედეთ. წარმოდგენაც არ მინდა, თუ როგორ ინარნარებენ მბაპე, ნეიმარი და კავანი- იდიოტი ჯონსის გარშემო.

ვერ ნუ არც პსჟ დაცვაა გაუვალი ძმაო, პროსტა პოგბას იმედზეა მთელი გუნდი და ეგ მაშინებს პსჟ_თან!!!

შემტვი ტრიო ჰყავთ მაგარი,რომელიც ჩვენსას-სამწუხაროდ სჯობია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top