თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2019, 17:20
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1954,
კომენტარები: 6
დარმიანი იტალიას უახლოვდება
მატეო სამშობლოში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.
დარმიანი იტალიას უახლოვდება
"იუნაიტედის" იტალიელი მარჯვენა მცველი მატეო დარმიანი "მანჩესტერული" კარიერის დასრულებასთან ძალიან ახლოსაა - იუწყება Tuttomercatoweb.

მატეო "იუნაიტედის" გეგმებში ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიოს დროს არ შედიოდა, თუმცა რატომღაც ფეხბურთელმა ზაფხულში კლუბის დატოვება გადაიფიქრა.

მარჯვენა მცველის მიმართ ინტერესს მასიმილიანო ალეგრის "იუვენტუსი" იჩენს. ტურინელებს 29 - წლის უკანახაზელი არენდის წესით სურთ, კონტრაქტის სავარაუდო ვადები კი ნახევარ წელს შეადგენს, ხოლო საბოლოო ჯამში იტალიურ გრანდს მისი გამოსყიდვის საშუალებაც ექნება.

მიმდინარე სეზონში დარმიანმა "იუნაიტედის" რიგებში სულ რაღაც 6 შეხვედრა ჩაატარა. ტრანსფერმარკეტი ფეხბურთელს 10 მილიონ ევროდ აფასებს.


წყარო: euro-football
ტრანსფერები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
21 იანვარი 2019 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მისი წვერივით პროგრესირებს ეს ბიჭი რაც გადმოვიდა იზრდის მარა არ ეზრდება
1
№2
ავტორი: ikeoni
21 იანვარი 2019 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Rogorc mosalodneli Iyoo
0
№3
ავტორი: makaveli
21 იანვარი 2019 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ფერგის მოღვაწეობა მხოლოდ რჩევით არ შემოფარგლულა. ის არის ნორვეგიელის სრულფასოვანი მენტორი, შეიძლება ითქვას, რომ მწვრთნელის მწვრთნელი. შოტლანდიელმა საკუთარ თავზე აიღო 3 მიმართულება: ანალიტიკა, შემადგენლობის არჩევა და მოტივაცია.

მწვრთნელის მწვრთნელი - ფერგიუსონს როგორც იქნა საქმე გამოუჩნდა კლუბის სტრუქტურაში

სოლსკიაერი თავის დამრიგებელს აწვდის ვარჯიშებზე მოპოვებულ ყველანაირ მონაცემებს: სტატისტიკა, კონდიციები, ვიდეო-ჩანაწერები. შემდეგ ალექსი ახორციელებს სხვადასხვა კორექტირებებს და ულეს ურჩევს ძირითად 11-ეულს. შოტლანდიელი უკვე ორჯერ იმყოფებოდა კლუბის ბაზაზე, მიზეზი - ფეხბურთელთა მოტივირება.

"თქვენ ხართ ისინი, ვინც "იუნაიტედს" ძველ დიდებას დაუბრუნებს. მე მჯერა თქვენი, იბრძოლეთ ერთმანეთისთვის. მწამს, რომ თქვენი დამსახურებით "მანჩესტერი" დაბრუნდება მოწინავე პოზიციებზე." - ბრავო, ფერგი!
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
21 იანვარი 2019 21:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იუვეში რამდენად ექნება შანსი ცალკე საკითხია, მის პოზიციაზე დე შილიო და ჟოაო კანსელო არიან...
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
22 იანვარი 2019 00:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3200
ციტატა: Malboro463
მისი წვერივით პროგრესირებს ეს ბიჭი რაც გადმოვიდა იზრდის მარა არ ეზრდება

შენ გაიხარე რა გულიანად გამაცინე
0
№6
ავტორი: რეალისტი
23 იანვარი 2019 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
იჯარა კიარა საერთოდ გაუშვით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top