თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2019, 20:37
ავტორი: Billy,
ნანახია: 2120,
კომენტარები: 6
ჯუზეპე როსის სერ ალექსთან ურთიერთობისა და უიღბლო კარიერის ამბავი
"რას იტყვით ამ ბიჭზე?" - რატომ იყო სერ ალექსი მოწადინებული კვლავ ეხილა როსი "იუნაიტედში".
ჯუზეპე როსის სერ ალექსთან ურთიერთობისა და უიღბლო კარიერის ამბავი
"რას იტყვით ამ ბიჭზე?" - ეს თითქოს ძველი დღეები დაბრუნებულიყო კარინგტონზე. სერ ალექს ფერგიუსონი და მაიკ ფელანი კვლავ ერთად იდგნენ გვერდით ხაზთან, ოლე გუნარ სულშერი აქტიურად იყო პროცესში ჩართული, ხოლო ჯუზეპე როსი კვლავ აღაფრთოვანებდა სერ ალექსს თავისი დახვეწილი დასასრულით.

სინამდვილეში კი ეს სცენა წინა შაბათს გათამაშდა, როდესაც ფერგიუსონი კიდევ ერთხელ ესტუმრა "იუნაიტედის" სამწვრთნელ ბაზას, რათა სულშერთან ერთად ევარჯიშებინა ბიჭები და თავისი ერთ-ერთი საყვარელი შეგირდი კვლავ ეხილა კლუბის სავარჯიშო ფორმაში.

77 წლის შოტლანდიელი უამრავი ახალგაზრდის აღმზრდელი იყო წლების განმავლობაში, მაგრამ როსი ყოველთვის გრძნობდა, რომ ბოსმა განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინა მის მიმართ, როდესაც იტალიელი "იუნაიტედში" გადაბარგდა 2004 წელს.

და მართლაც ასე იყო - სერ ალექსმა გულთბილად მიიღო როსების მთელი ოჯახი - მამა ფერნანდო, დედა კლოტილდი და და ტინა - მას შემდეგ რაც კლუბმა ახალგაზრდა იტალიელი "პარმადან" გადმოიყვანა. ეს არის ის, რაც როსის არასოდეს ავიწყდება.

"ის დიდებული ადამიანია" - ამბობს როსი სერ ალექსის შესახებ.

"სწორედ ეს გამოარჩევს მას ასე ძალიან სხვებისგან, რადგან როდესაც მაღალ თანამდებობაზე ხარ, ძალიან მარტივია ვეღარ ამჩნევდე მცირე დეტალებს, მაგრამ - არა სერ ალექსის შემთხვევაში. ამიტომაც მაქვს განუზომლად დიდი პატივისცემა და აღტაცება მის მიმართ."


როსის მამა, ფერნანდო, დღეს უკვე ცოცხალი აღარ არის, ამიტომ ჯუზეპესთვის განსაკუთრებით ემოციური იყო, როდესაც ტაქსიმ კიდევ ერთხელ მიიყვანა იგი მოთამაშეთა შესასვლელთან კარინგტონზე გასულ შაბათს. წარსულის მოგონებებმა მაშინვე შეახსენეს თავი.

31 წლის იტალიელი მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა - სულშერმა მოიწვია, რათა მცირე ხნით "იუნაიტედის" სავარჯიშო მოედანზე აღედგინა ფორმა, ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებლად ევარჯიშა ფიტნეს მწვრთნელთან ერთად. ნორვეგიელმა თავად გამოთქვა სურვილი იგი პირველ გუნდთან ერთად მომზადებულიყო.

ეს დიდი კომფორტი იყო როსისთვის, რომელსაც წინად არ მიცემია მსგავსი შესაძლებლობა, როდესაც 2017 წელს ექვსი თვე უკლუბოდ იყო დარჩენილი, ახლა კი ეს შანსი იტალიელს სატრანსფერო ბაზარზე აბრუნებს რთული თვეების შემდეგ.

მაისში, "ჯენოაში" თამაშისას, როსის ერთწლიანი ბანი ემუქრებოდა, მას შემდეგ, რაც მან დოპინგ-ტესტი ჩააგდო. აკრძალული ნივთიერება დორზოლამიდის (რომელსაც, ძირითადად, თვალის წვეთებში იყენებენ) კვალი მის ორგანიზმში აღმოაჩინეს, თუმცა იტალიელი სასჯელს გადაურჩა.

მოთამაშისთვის, რომელმაც ბოლო შვიდ წელიწად-ნახევარში მუხლის ხუთი სერიოზული დაზიანება გადაიტანა, ეს იმედის ნაპერწკალი იყო და მან მოახერხა ფიზიკური ფორმა შეენარჩუნებინა. ის არასოდეს დანებებულა საკუთარი ოცნებებისკენ სწრაფვაში იმის მიუხედავად, რომ კარიერაში რამდენიმე გამანადგურებელი დარტყმა მიიღო:

- 2011 წელს, "ვილიარეალში" თამაშის მეოთხე სეზონში, 32 გოლის გატანის შემდეგ, მას წინა ჯვარედინი მყესი ექვს თვეში ორჯერ გაუწყდა.
- როდესაც როსიმ კარიერის თავიდან აწყობა მოახერხა და 2014 წელს "ფიორენტინაში" თამაშისას "სერია ა"-ს ბომბარდირი იყო, მარჯვენა ფეხზე დაიჭიმა მყესი, ხოლო შვიდი თვის შემდეგ მენისკის ტრავმა მიიღო.
- როსიმ კვლავ შეძლო დაბრუნება, თუმცა 2017 წლის აპრილში "სელტა ვიგოში" თამაშისას მარცხენა ფეხზე გაიწყვიტა წინა ჯვარედინი მყესები.

როსის არასოდეს მისცემია შანსი ეთამაშა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე, მან მხოლოდ 2009 წლის კონფედერაციის თასზე ითამაშა და გუნდის ბომბარდირი გახდა. მას, ასევე, არ ჰქონია შესაძლებლობა სარფიანი კონტრაქტი მიეღო ელიტარული კლუბისგან, "იუნაიტედის" დატოვების მერე.

რომ არა ასეთი უიღბლობა ტრავმების მხრივ, იტალიელი ეჭვგარეშედ მოიგებდა უფრო მეტ ჯილდოს, ვიდრე 2006 წელს ინგლისის ლიგის თასის ნემანია ვიდიჩისგან ნაჩუქარი ოქროს მედალია. მაშინ არასაკმარისი თამაშების რაოდენობის გამო ჯუზეპე როსის ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გამარჯვებულის ოქროს მედალი არ შეახვედრა, ხოლო "იუნაიტედის" მომავალმა კაპიტანმა იმ მოტივით, რომ არ შეიძლებოდა ახალგაზრდა ფეხბურთელი კუთვნილი ჯილდოს გარეშე დარჩენილიყო, მას საკუთარი მედალი დაუთმო. სამწუხაროდ ეს პირველი და უკანასკნელი გუნდური ტიტული იყო, რომელიც ამ ნიჭიერმა იტალიელმა შემტევმა კარიერაში მოიპოვა.

მისი საფეხბურთო ცხოვრება ურთულესი აღმოჩნდა, თუმცა როსის კარინგტონზე დაბრუნება გვახსენებს რა აქცევს მას ასე გამოსარჩევ ათლეტად: მისი უნარი - არასდროს დაეცეს სულიერად - თავად სერ ალექს ფერგიუსონსაც კი აღაფრთოვანებს.

წყარო: M.E.N.
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 იანვარი 2019 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magrad dachagra tramvebma tore ufro sakaifod sheuberavda rosi
0
№2
ავტორი: dybbuk
20 იანვარი 2019 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ძალიან სევდიანი ისტორიაა მთელი მისი კარიერა, სუფთა ადამიანურად მეცოდება მაგრად, არაფრით არ იყო უილშირზე ნაკლები ჩემი აზრით, მე უფრო ის მიკვირს ამდენი საშინელი ტრავმების მერე ისევ რო ცდილობს ფეხბურთს დაუბრუნდეს და რომ არ ნებდება, წარმატებები როსის
0
№3
ავტორი: Mike
20 იანვარი 2019 21:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
მევასებოდა ეს ბიჭი, ტრავმება იმენა აწვალა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 იანვარი 2019 23:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რთული კარიერა ქონდა და აქვს ნამდვილად და ვუსურვებ კიდევ ითამაშოს დიდი ფეხბურთი
0
№5
ავტორი: shotkin
21 იანვარი 2019 10:31
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მახსოვს როსის ცატარებული რამოდენიმე მატჩი მანჩესტერის შემადგენლობაში, რა მალე გადის დრო თითქოს გუშინ იყო, კაი ბიჭია ფეხბურთი ისეთი რამეა ტუ გიყვარს ვერ შეეშვები,თუ სისხლში გაქ გამჯდარი უკვე მორჩა მოწამლული ხარ ამ სპორტით წარმატებები იტალიელს
0
№6
ავტორი: giorgi_mg
21 იანვარი 2019 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ძლიერი ფსიქიკის ადამიანი ყოფილა, მე დავიკიდებდი )))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top