ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ "წითელი ეშმაკების" ბელგიელმა ნახევარმცველმა მარუან ფელაინმა თავი მშვიდად არუნდა იგრძნოს. "წითლების" ახალი მენეჯერი ოლე გუნარ სოლსკიაერი აქცენტს სწრაფ შემტევ ნახევარმცველებზე აკეთებს, რაც მარუანის სტილი ნამდვილად არ არის.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა აქტიურ მდგომარეობაშია. სპორტული ტაბლოიდები კი ფელაინის შესაძლო წასვლაზეც ალაპარაკდნენ.
ტანმაღალი ნახევარმცველის ხილვა, საკუთარ გუნდში, ფრანგული "მონაკოს" ლეგენდარულ დამრიგებელს ტიერი ანრის სურს.
წყარო იუწყება, რომ ანრი პირადად დაუკავშირდა ფელაინის,და აღნიშნულის შესახებ ესაუბრა. ფრანგს მარუანის ხილვა საფრანგეთში იჯარის წესით სეზონის ბოლომდე აქვს დაგეგმილი.