თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2019, 11:38
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1777,
კომენტარები: 8
რიო: "დე ხეა შმეიხელზე უკეთესია"
დე ხეა თუ პიტერ შმეიხელი?
რიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველის განცხადებით, ესპანელი დანიელს ბევრად სჯობს. რიო ფერდინანდმა აღიარა, რომ თუ ოდესმე არჩევანის გაკეთება მოუწევდა, შმეიხელს დე ხეას ამჯობინებდა.

დე ხეა საოცარ მატჩებს ატარებს და და მისი უმაღლესი კლასი "ტოტენჰემთან" კიდევ ერთხელ დაამტკიცა. საერთო ჯამში, ესპანელმა ამ მატჩში 11 სეივი განახორციელა.

ესპანელის კონტრაქტს ვადა 2020 წელს ეწურება, თუმცა, როგორც პრესაში იწერება, ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ დე ხეა მზად არის ახალ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი.

"მადრიდის ატლეტიკოს" ყოფილი მეკარე ინგლისში 19 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა 2011 წელს. თავდაპირველად, პრესაში მის ტრანსფერს კრიტიკის ქარ-ცეცხლი მოჰყვა, თუმცა დროთა განმავლობაში ესპანელი "იუნაიტედის" სასიცოცხლო ფიგურად იქცა.

რაც შეეხება შმეიხელს, მან "იუნაიტედის" მასიურით 398 მატჩი ჩაატარა, ერთხელ გოლის გატანაც კი მოახერხა. საერთო ჯამში კი ხუთი ლიგის ტიტული და ერთი ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო.

თუმცა ფერდინანდი, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" 12 წელი გაატარა, მიიჩნევს, რომ დავიდ დე ხეა პიტერ შმეიხელზე უკეთესია.

რიო: "დე ხეა შმეიხელზე უკეთესია"

როდესაც "ტვიტერზე" მას არჩევანის გაკეთება მოუწია მარტივი პასუხი გასცა: "ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ მე დე ხეას ვირჩევ!"


წყარო: Goal.com
სხვა
8 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
20 იანვარი 2019 12:25
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
დიდი პატივისცემის მიუხედავად,მეც მივიჩნევ რომ დეჰეა ბევრად კარგი მეკარეა.მაგრამ რომ მკითხო დეჰეა თუ ვანდერსარი,აი მანდ გამიჭირდება არჩევანის გაკეთება
1
№2
ავტორი: ikeoni
20 იანვარი 2019 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
Xo mec mag archevans gavaketebdi❤️
0
№3
ავტორი: solskjaer
20 იანვარი 2019 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ანუ ჯობია რეალურად, თუმცა ჩვენ გვჭირს ძველ დროს და ძველ ფეხბურთელებს მივსტირით თორე იგივე კანს მირჩევნია ნოიერი ოღონდ ფორმაში მყოფი და შმეიხელს დე ხეა. პ.ს. ვან დერ სარს ვერ შევეხები :D
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 იანვარი 2019 14:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თუ დე ხეამ ამ ტემპით განაგრძო თამაში კარიერის ბოლოს ბევრ დიდებულ მეკარეზე მაღლადაც დააყენებენ
0
№5
ავტორი: stepno
20 იანვარი 2019 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვანდერსარზე წინ არასოდეს არ დავაყენებ არავის <3 დეხეა საოცარია მაგრამ მეკარეებში მე ჩემი კუმირი მყავს ვანდერა love
2
№6
ავტორი: Svanchester
20 იანვარი 2019 17:32
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
ვან დერ სარი საოცრება იყო, თუმცა დე ხეასა და მას შორის ვერცერთს ვერ გამოვყოფდი.
1
№7
ავტორი: makaveli
21 იანვარი 2019 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
1 დე ხეა 2 შმეიხელი 3 ვანდერა
ჩემთვის კასპერი უფრო ძლიერი იყო ვანდერასთან შედარებით კარის ხაზზე ეგეც საოცრებებს აკეთებდა აი ვანდერას დაბალი ბურთები შედარებით უჭირდა მაგრამ მაგარი პასები ქონდა
0
№8
ავტორი: giorgi_mg
21 იანვარი 2019 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ალბათ უფრო გემოვნებისკენ იხრება ჩვენი სიმპათიები ვიდრე საფეხბურთო თვალსაზრისით შეფასება, რა სტანდარტებიც და მოთხოვნებიც მაშინ იყო, იმ დროისთვის საუკეთესო იყო თითოეული მათგანი, აშკარაა რომ დევიდი ინდივიდუალურად კარის ხაზზე #1 ია ყველა დროის მეკარეებს შორის, აი ფეხით თამაშში აღებაც და პასიც ვანდერას უფრო მაღალ დონეზე ქონდა, ასევე გამოსვლებზეც ძაან მაგარი იყო, ამ კომპონენტს უფრო პასს თუ დახვეწს დევიდი უპირობოდ #1 იქნება ჩემთვის. შმეიხელი ამ ორის უკან რომ არის აშკარაა.
რაც არ უნდა იყოს ვან დერას თავისი ადგილი აქვს ჩემს გულში და ვერავინ ჩაანაცვლებს მას. რა დამავიწყებს 2008 წლის ფინალს და მის გადარეულს სახეს :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top