თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2019, 10:44
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1655,
კომენტარები: 6
რუნი: "არავის სიამოვნებდა "იუნაიტედის" თამაშის ყურება."
უეინ რუნის აზრით, მოურინიოს მეთვალყურეობის ქვეშ თავად რონალდუ და მესიც კი ვერ გაიბრწყინებდნენ.
რუნი:
უეინ რუნი დაჟინებით აცხადებს, რომ კრიშტიანო რონალდუსა და ლიონელ მესის წარმატების ყველაზე დიდი საიდუმლო მათთვის მიცემული თავისუფლებაა. რომ არა ეს თავისუფლება, ისინი ასეთ დიდებულ ფეხბურთელებად ვერ ჩამოყალიბდებოდნენ.

უეინ რუნი "იუნაიტედის" ფეხბურთელებისთვის მიცემულ თავისუფლებაზე საუბრობდა. მისი რწმენით, ჟოზე მოურინიოს მიდგომებმა ფეხბურთელების შესაძლებლობები შეზღუდა.

"ვფიქრობ, არავისთვის იყო სასიამოვნო "მანჩესტერ იუნაიტედის" ყურება ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ ყველა ვამჩნევდით, რომ ფეხბურთელები ბედნიერები არ იყვნენ."

"ისინი მთავარს ვერ იღებდნენ ამ ყველაფრისგან - სიამოვნებას. ოლეს მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. მან ერთი მნიშვნელოვანი რამ უთხრა ბიჭებს: "მიდით და ითამაშეთ, შედით მოედანზე და მაქსიმალურად გამოხატეთ საკუთარი თავი, მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ ამ ყველაფრისგან."

"თუნდაც რომ ავიღოთ რონალდუსა და მესის შემთხვევა. თქვენ თუ მიხვალთ მათთან და ეტყვით: აქ უნდა ითამაშო, იქ უნდა ითამაშო, ეს უნდა გააკეთო, ზუსტად ის უნდა გააკეთო... იცით რა მოხდება? ისინი უბრალოდ ვეღარ იქნებიან იმავე დონის ფეხბურთელები."

"როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკვე საკმარისად კარგი ხარ და ძალიან კარგად იცი, თუ როგორ უნდა წარმართო მატჩი. რა თქმა უნდა, რაღაც პატარა დეტალები გჭირდება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის გამოხატვა და ამ თამაშიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაა,"- განაცხადა რუნიმ.


წყარო: M.E.N.
სხვა
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 იანვარი 2019 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
100% vetanxmebi
0
№2
ავტორი: giorgi_mg
20 იანვარი 2019 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
შრეკ მოგვენატრე love
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 იანვარი 2019 14:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველა ხედავს და აღნიშნავს ამას
0
№4
ავტორი: stepno
20 იანვარი 2019 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ნეტა შენც ოლეს გვერდში იჯდეე და ჩვენთან იყოო <3
0
№5
ავტორი: Svanchester
20 იანვარი 2019 17:26
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სრული სიმართლე
0
№6
ავტორი: PaLoMo
21 იანვარი 2019 02:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
გავიხედე და დააბრუნეს ესეც:()
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top