"მანჩესტერ იუნაიტედმა" გუშინ "ოლდ ტრაფორდზე" "ბრაიტონს" უმასპინძლა. "წითლებმა" მოგებების სერია გააგრძელეს და ზედიზედ უკვე მეშვიდე მატჩი მოიგეს. ოლე გუნარ სოლსკიაერი კი ძალიან ახლოსაა "პრემიერ ლიგის" რეკორდის მოხსნასთან, რაც მწრთვნელის პირველი შვიდი "პრემიერ ლიგის" მატჩის მოგებას გულისხმობს. მიღებული შედეგით თავად ფეხბურთელებიც კმაყოფილები იყვნენ.
ანდრეას პერეირა: "ყოველთვის ღიმილით. პარასკევს ისევ დაგიბრუნდებით."
დიოგო დალო: "უძლიერესი მატჩი ჩავატარეთ დღეს! ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც დღეს სტადიონზე ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდა."
ნემანია მატიჩი: "კვირის იდეალური დასასრული! კიდევ ერთხელ გავხდი მამა და კიდევ ერთი სამი ქულა მოვიპოვეთ! წინ, "იუნაიტედ"!
პოლ პოგბა: "დიდებული გამარჯვება და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ დღეს, ყოჩაღ ბიჭებო! პოგბასებური აღნიშვნა."
მარკუს რეშფორდი: "მადლობა, "ოცნების თეატრო"! 150!"
ჯესი ლინგარდი: "ოჯახი!"
ანდერ ერერა: "+3 ქულა და მოგებების სერიას განვაგრძობთ!"
ეშლი იანგი: "დიახ, ის ისევ აკეთებს იმ გარბენს."
სხვა
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.