თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2019, 22:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1735,
კომენტარები: 8
პოგბა პირველი პენალტისტია
პოლ პოგბა პენალტების პირველი შემსრულებელია.
პოგბა პირველი პენალტისტია
ოლე გუნარ სოლსკიაერს "ბრაიტონთან" მატჩის შემდეგ მიმართეს კითხვით, იყო თუ არა შეხვედრის პირველი გოლის ავტორი პირველი პენალტისტი შემადგენლობაში.

ნორვეგიელის მწვრთნელობის პერიოდში "იუნაიტედმა" სამჯერ მიიღო პენალტის დარტყმის უფლება და სამივე შემთხვევაში მისი შესრულება წესების დარღვევაში მონაწილე ფეხბურთელმა იკისრა. ჯესი ლინგარდმა ოლეს პირველ მატჩში გამოიყენა პირველი თერთმეტმეტრიანი, ხუან მატამ კი იგივე გააკეთა ინგლისის თასზე "რედინგის" წინააღმდეგ შეხვედრაში.

თავის მხრივ პოგბამაც მასზე დარღვეული წესების შემდეგ გაიტანა პენალტი "ბრაიტონთან" შეხვედრაში და ეს მისი მეოთხე გოლი იყო ნიშნულიდან მიმდინარე სეზონში.

კლუბის ოფიციალური ტელევიზიის ჟურნალისტმა სტიუარტ გარდნერმა სიტუაციაზე ნათელის მოსაფენად მწვრთნელს შეკითხვით მიმართა: "პოლი პირველი პენალტისტია, მაგრამ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც ასევე სურთ თერთმეტმეტრიანის შესრულება და ეს მნიშვნელოვანია. თუ დარტყმა სურთ, ერთმანეთში იკამათონ, მაგრამ პოლი პირველი ნომინანტია.

პენალტები გააქვს და სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. მე ასე ვერ შევასრულებდი. მე ბურთთან მივირბენდი და ძლიერად დავარტყამდი, მაგრამ ის სიმშვიდეს ინარჩუნებდა. სანამ მსაჯმა პენალტის დარტყმის უფლება მისცა, ორი წუთი გავიდა, ეს კი აჩვენებს, რამდენად ყურადღებიანი იყო და ახლა ფეხბურთისგან სიამოვნებასაც იღებს. სტრეტფორდ ენდის წინ ურტყამ პენალტს და რატომ არ უნდა ისიამოვნო?"


სოლსკიაერს "იუნაიტედში" ყოფნის პერიოდში 126 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ მათგან არცერთი არ ყოფილა ნიშნულიდან დარტყმული.

პოგბა კი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია და მან პირველმა მიაღწია ორნიშნა რიცხვს, როცა პენალტი გარდასახა.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
19 იანვარი 2019 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
მე ასე ვერ დავარტყამდი. მე ბურთთან მივირბენდი და ძლიერად დავარტყამდი, მაგრამ ის სიმშვიდეს ინარჩუნებდა. სანამ მსაჯმა პენალტის დარტყმის უფლება მისცა, ორი წუთი გავიდა, ეს კი აჩვენებს, რამდენად ყურადღებიანი იყო და ახლა ფეხბურთისგან სიამოვნებასაც იღებს. სტრეტფორდ ენდის წინ ურტყამ პენალტს და რატომ არ უნდა ისიამოვნო?"<<<<ნახეთ რა კაი მოსაუბრეა, ყველა ინტერვიუ პოზიტივითაა სავსე. მოდი ამ კაცის გულითვის უგულოდ ითამაშე მოედანზე შენ თვითონვე გაგიტყდება))) დამუხტა გუნდი ამაზე ორი აზრი არ არის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: ikeoni
19 იანვარი 2019 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: Paul18
6 მოგება, +18 ქულა და გუნდი ისევ მე-6 ადგილზე არის, ეს არის დიდი საფეხბურთო უსამართლობა !!! ამის გამო ჟოზე ჰააგაში უნდა გაასამართლო გუნდის გენოციდისთვის..

ბაზარი არააა:((
0
№3
ავტორი: kobinio
20 იანვარი 2019 01:18
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Paul18
6 მოგება, +18 ქულა და გუნდი ისევ მე-6 ადგილზე არის, ეს არის დიდი საფეხბურთო უსამართლობა !!! ამის გამო ჟოზე ჰააგაში უნდა გაასამართლო გუნდის გენოციდისთვის..

ო5ხეული ისეა განლაგებული ყველაფერი ლიდერებთან გადაწყდება.პირველი არსენალია მოსაგები მერე ჩელსი და ამ თამაშებს თუ მოვიგებთ სამეულში ვიქნებით და არც ტოტეს აქვს ყველაფერი გარანტირებული.ყველაფერი კიდე წინაა.
0
№4
ავტორი: Svanchester
20 იანვარი 2019 01:36
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
დღევანდელი თერთმეტეულიდან ლიდერად აუცილებლად პოგბა უნდა ჩამოყალიბდეს. აქვს მას ის თვისებები რაც მოედანზე გუნდის გაძღოლაში დაეხმარება.
0
№5
ავტორი: mishiko1
20 იანვარი 2019 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
მარსოც უნდა გააქტიურდეს ამ ბიჭს ყველაფერი აქვს იმისთვის რომ გახდეს გუნდის ლიდერი მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში უჭირს საგოლე მომენტებს აფუჭებს, იმედია დაიხვეწება ამ კომპონენტში და გუნდს მეტ სარგებელს მოუტანს ცივ სისხლიანობა აკლია, მცველი კი არა მცველები გვჭირდება აუცულებლად, 4-5 კარგი ფეხბურთელი გვჭირდება რომ დაკომპლექტდეს გუნდი, ძაან ბევრიც გასაშვებია გუნდიდან.
0
№6
ავტორი: stepno
20 იანვარი 2019 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: kobinio
ციტატა: Paul18
6 მოგება, +18 ქულა და გუნდი ისევ მე-6 ადგილზე არის, ეს არის დიდი საფეხბურთო უსამართლობა !!! ამის გამო ჟოზე ჰააგაში უნდა გაასამართლო გუნდის გენოციდისთვის..

ო5ხეული ისეა განლაგებული ყველაფერი ლიდერებთან გადაწყდება.პირველი არსენალია მოსაგები მერე ჩელსი და ამ თამაშებს თუ მოვიგებთ სამეულში ვიქნებით და არც ტოტეს აქვს ყველაფერი გარანტირებული.ყველაფერი კიდე წინაა.

ჩემი აზრით ასრენალს და ჩესლსის ბევრჯერ დაუცდებათ ფეხი და არამონია გაგვიჭირდეს 4 ეულში შესვლაა და ტოტენჰემსაც არ ააქვს კარგად საქმე ტრავმების მხრივ, დღეს დიდი შანსია მინიმუმ ფრე ითამაშონ შეიძლება ფულემმა მოუგოს კიდეც ჩეი აზრით.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
20 იანვარი 2019 15:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ის გამორბენი აღარ გააკეთოს ხოლმე კარგი იქნება wink
0
№8
ავტორი: kobinio
20 იანვარი 2019 17:03
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: stepno
ციტატა: kobinio
ციტატა: Paul18
6 მოგება, +18 ქულა და გუნდი ისევ მე-6 ადგილზე არის, ეს არის დიდი საფეხბურთო უსამართლობა !!! ამის გამო ჟოზე ჰააგაში უნდა გაასამართლო გუნდის გენოციდისთვის..

ო5ხეული ისეა განლაგებული ყველაფერი ლიდერებთან გადაწყდება.პირველი არსენალია მოსაგები მერე ჩელსი და ამ თამაშებს თუ მოვიგებთ სამეულში ვიქნებით და არც ტოტეს აქვს ყველაფერი გარანტირებული.ყველაფერი კიდე წინაა.

ჩემი აზრით ასრენალს და ჩესლსის ბევრჯერ დაუცდებათ ფეხი და არამონია გაგვიჭირდეს 4 ეულში შესვლაა და ტოტენჰემსაც არ ააქვს კარგად საქმე ტრავმების მხრივ, დღეს დიდი შანსია მინიმუმ ფრე ითამაშონ შეიძლება ფულემმა მოუგოს კიდეც ჩეი აზრით.

აი ტოტენჰემმა თუ წააგო დღეს ეს იქნება ყველაზე კარგი საჩუქარი.დაიძაბება მაქსიმალურად ტურნირი და ეს ჩვენთვის უკეთესია,მთავარია ჩვენ არსენალი დავამარცხოთ შემდეგ ტურში და ეს იქნება ოთხეულში შესვლის კარგი განაცხადი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top