თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2019, 13:32
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1669,
კომენტარები: 7
"ჩვენ მზად ვართ!"
ოლე გუნარის ვრცელი ინტერვიუ მატჩის წინ.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა „ბრაიტონთან“ გასამართი მატჩის წინ მარკ სალივანს ინტერვიუ მისცა. ნორვეგიელი მწრთვნელი მოუთმენლად ელის შემდეგ მატჩს.

-როგორ ჩაიარა კვირამ „ტოტენჰემთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ?
- რა თქმა უნდა, როცა იგებ მატჩებს და თან ასეთი დონის მატჩებს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. ვარჯიშებზე ბევრად უფრო გახალისებული და ბედნიერი მოდიან, მეტს მუშაობენ. სწორედ ეს არის ჩვენი საქმე. თუ არ ვიმუშავებთ და მუდმივად განვითარებას არ ვეცდებით, მაშინ არაფერი გამოვა. ბიჭებმა „უემბლიზე“ ყველაფერი დადეს, ძალიან დიდი ფიზიკური გამბედაობა გამოიჩინეს, რაც დასაფასებელია. კვირა თავდაპირველად გამოჯანმრთელებით დაიწყო, შემდეგ კი სრული დატვირთვით განვაგრძეთ თამაში.

-თქვენმა ტაქტიკამ პრესასა და კრიტიკოსებში შექება დაიმსახურა. რამდენად სასიამოვნო იყო მათი კომენტარების მოსმენა?
-სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ მანაღვლებს რას იტყვის ხალხი. ძალიან სასიამოვნო იმის დანახვა იყო, რომ ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ჩვენ „ტოტენჰემისთვის“ განსხვავებულად მოვემზადეთ, რადგან ეს „პრემიერ ლიგაა“ და ასეა საჭირო. ყველა გუნდი განსხვავებულ პრობლემებს გიქმნის და ყველა გუნდს განსხვავებული პასუხი უნდა გასცე. ვფიქრობ, „ტოტენჰემმა“ დიდი გამოწვევა შემოგვთავაზა, რაც დავძლიეთ. მართალია, ისინი მეორე ტაიმში უფრო მეტად გვიტევდნენ, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ჩვენ უმოქმედოდ დავრჩით. გვქონდა რამდენიმე მომენტი და ვფიქრობ, თავისუფლად შეგვეძლო 2-0 ან 3-0 დამთავრებულიყო. და, რა თქმა უნდა, დავიდი... ეს მისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. განსაკუთრებით ბოლო 15-20 წუთი გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც შევძელით სამი ქულის მოპოვება.

-კარგია, როცა შემდეგი მატჩისთვის მოსამზადებლად მთელი კვირა გაქვს. ამაზე რას იტყვით?
-დიახ, რა თქმა უნდა. ეს ძალიან სასიამოვნოა. ეს დიდი ფუფუნებაა და აუცილებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რადგან მოვა დრო და პერიოდი, როცა ძალიან დატვირთულები ვიქნებით. ჩვენ „არსენალთან“ მოსამზადებლად, ფაქტობრივად, ერთი სრული კვირა გვაქვს, რაც სავსებით საკმარისა. მე ვესაუბრე მაიკს, კიერანსა და მაიკლს და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა შეუძლიათ ჩვენს ბიჭებს. ისიც ვიცით, რისი მიღება გვსურს თითოეული მატჩისთვის და ისიც, თუ რამდენი დრო დაგვჭირდება. შესაბამისად, დრო სავსებით საკმარისია.

-რას გვეტყვით ტრავმების შესახებ? რამე სიახლე ხომ არ გაქვთ „ბრაიტონთან“ მატჩის წინ?
-ალექსის სანჩესმა მთელი კვირის განმავლობაში ივარჯიშა. ვიმედოვნებ, რომ მატჩისთვის მზად იქნება. რაც შეეხება კრის სმოლინგსა და მარკოს როხოს, ისინი ჯერ ახლოსაც კი არ არიან გამოჯანმრთელებასთან. კრის სმოლინგმა მსუბუქად სირბილი დაიწყო, მაგრამ ჯერ ვნახოთ. ფელი კი რამდენიმე კვირა ვერ დაბრუნდება. ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს და ამ მხრივ დიდ პრობლემას არ ვაწყდებით.

-თქვენ აქ ძალიან ბევრი წელი გაატარეთ ფეხბურთელის რანგში, მაგრამ „ბრაიტონთან“ აქამდე არასდროს გითამაშიათ...
-ეს ახალი გამოწვევა და გამოცდილება იქნება. მე „ბრაიტონთან“ შეხება „მოლდეში“ ყოფნის დროს მქონდა. მათ ჩემი ორი ფეხბურთელი იყიდეს. თუმცა არ მგონია, რომ ისინი დღეს „ოლდ ტრაფორდზე“ ვიხილოთ, რადგან რეზერვებში თამაშობენ. კრის ჰიუტონმა შესანიშნავად მოახერხა ყველაფერი. საოცარ მატჩებს ატარებს, მაგალითად „ვესტ ჰემთან“ გასვლაზე.

-რას ელით თამაშისგან?
-ჩვენ სახლში ვთამაშობთ და მსურს, ისეთი მატჩი ჩავატარო, რომ გულშემატკივარს დაჯდომის სურვილი და საშუალება არ ჰქონდეს. დიდი ენერგიით ვართ დღევანდელი მატჩისთვის, რადგან ერთი კვირა გვქონდა თამაშიდან თამაშამდე.

-რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოგებების სერია განაგრძოთ? და რამდენად მნიშვნელოვანია ამ მატჩზე ენერგიის დახარჯვა, როცა წინ „არსენალთან“ მატჩი გელით?
-ეს დიდი თამაშია, ისევე როგორც ყველა მათგანი. თითოეული ქულა მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ყველა მატჩს მეტ-ნაკლებად თანაბარი მნიშვნელობა მივაქციოთ. თუ ახლა არ გავუფრთხილდებით ქულებს, სეზონის ბოლოს შეიძლება სანანებლად გაგვიხდეს საქმე. ეს დიდი თამაშია, შესაძლოა „ტოტენჰემთან“ გამართულ მატჩზე უფრო მნიშვნელოვანიც კი. ახლა დომინანტები უნდა ვიყოთ და მაქსიმალურად ვისიამოვნოთ მატჩით. ჩემი ბიჭები მზად არიან.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: tedore
19 იანვარი 2019 13:48
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ჩვენც მზად ვართ მიდით ბიჭებო მორიგი გამარჯვება დადეთ და რაც მთავარია კარგი სანახავი ფეხბურთით
1
№2
ავტორი: ikeoni
19 იანვარი 2019 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Wesit minimum erti 3 goli dgesac unda gavitanot:))❤️
1
№3
ავტორი: pogbboom
19 იანვარი 2019 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
გლორი გლორი მან იუნაიტედ სულით წითელი ეშმაკი ვარ
0
№4
ავტორი: devidi
19 იანვარი 2019 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
წესით უნდა მოიგონ აუცილიბელიცაა თან იქით არსენალი ჩელსია და იმედია არსენალი მოიგებს თან ჩვენც მეტი შანსი გვექნება ოთხეულში შესვლის fellow
0
№5
ავტორი: Vaskaa
19 იანვარი 2019 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
არსენალმა უნდა მოიგოს და ტოტენჰემმაც წაიფირთხიალოს. მესამე ადგილი რატომაც არა.

ეს ცენზერა სილქნეტი სულ ლივერპულის თამაშს ანახებს. გინდა სიტის ხვდებოდეს გინდა კრისტალ პალასს
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
19 იანვარი 2019 14:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთით მოგებას ველი და ვნახოთ რა იქნება.
0
№7
ავტორი: ikeoni
19 იანვარი 2019 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ციტატა: Vaskaa
არსენალმა უნდა მოიგოს და ტოტენჰემმაც წაიფირთხიალოს. მესამე ადგილი რატომაც არა.

ეს ცენზერა სილქნეტი სულ ლივერპულის თამაშს ანახებს. გინდა სიტის ხვდებოდეს გინდა კრისტალ პალასს

Magrad auries am bolo dros da DZaan ishviatad achveneben chveni gundis tamshebs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top