თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2019, 11:23
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1488,
კომენტარები: 4
სერ მეტ ბასბის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა
როგორ მიაგებს "იუნაიტედი" პატივს სერ მეტ ბასბის ხსოვნას.
სერ მეტ ბასბის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა
დღევანდელ დღეს "ოლდ ტრაფორდი" განსაკუთრებული იქნება. ხვალ სერ მეტ ბასბის გადრაცვალებიდან 25 წელი გავიდა.

ბრწყინვალე პერიოდის განმავლობაში, შოტლანდიელმა მოიგო ხუთი დივიზიონის თასი, ორი ინგლისის თასი და ევროპის თასი. გარდა ამისა, მის ხელში არაერთი დიდებული ფეხბურთელი გაიზარდა. სერ მეტ ბასბი გარდაიცვალა 1994 წლის 20 იანვარს და "იუნაიტედის" ისტორიაში დიდი სახელით ჩაეწერა.

სერ მეტ ბასბის მთავარ პრინციპს შემტევი ფეხბურთის თამაში წარმოადგენდა. გარდა ამისა, შოტლანდიელი მუდმივად გულშემატკივრების გართობაზე იყო მოტივირებული. ბასბის "იუნაიტედს" ბოლომდე ბრძოლა ახასიათებდა. შოტლანდიელი ყოველთვის აძლევდა ახალგაზრდებს შანსს, რაც შემდგომ "იუნაიტედის" ერთ-ერთ მახასიათებელ ნიშნად იქცა. ეს ზეგავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო სერ ალექს ფერგიუსონის 26 წლიან ხანაზე.

ოლე გუნარ სოლსკიაერმა უკვე ისაუბრა სერ მეტ ბასბის მნიშვნელობაზე. ნორვეგიელს საკმაო დრო ჰქონდა შოტლანდიელის ზეგავლენის გამოსაცდელად. მან, როგორც ფეხბურთელმა, 13 სეზონი გაატარა "იუნაიტედში".

დღევანდელი მატჩი ყველაზე ახლოსაა სერ მეტ ბასბის გარდაცვალების დღესთან. ასე რომ კლუბი სხვადასხვა გზით ეცდება პატივი მიაგოს დიდებული შოტლანდიელის ხსოვნას. უპირველეს ყოვლისა, სერ მეტ ბასბის ძეგლის თავზე, სტადიონზე, წარწერა გაკეთდა:

სერ მეტ ბასბის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა

“Forever grateful – Sir Matt Busby – 26th May 1909 to 20th January 1994”

ორივე გუნდი და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებიც წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ სერ მეტ ბასბის ხსოვნას. "მანჩესტერ იუნაიტედის" ტელევიზიაში კი სერ მეტ ბასბის ისტორიის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმები იტრიალებს.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: pogbboom
19 იანვარი 2019 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
რედგირლ ის სტატიები ძალიან მომწონს თან არ პასიურობს და დანარჩენებმაც აუბით მხარი
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
19 იანვარი 2019 12:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: pogbboom
რედგირლ ის სტატიები ძალიან მომწონს თან არ პასიურობს და დანარჩენებმაც აუბით მხარი

მადლობა redgirl-ს და ყველა ავტორს გაწეული შრომისთვის
3
№3
ავტორი: ikeoni
19 იანვარი 2019 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Udidedi pirovneba romelic samudamod darcheba manchsteris istoriashi
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
19 იანვარი 2019 14:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლეგენდა ადამიანი, იმედია გამარჯვებს დღეს გუნდი და ამით კიდევ უფრო პატივს მიაგებს ბასბის!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top