თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2019, 17:45
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1824,
კომენტარები: 5
პოლ პოგბას შეუძლია, რონალდუ ჩაანაცვლოს
პოლ პოგბას რონალდუს რეკორდის მოხსნის შესაძლებლობა აქვს.
პოლ პოგბას შეუძლია, რონალდუ ჩაანაცვლოს
პოლ პოგბას შეუძლია, რომ კრიშტიანო რონალდუს რეკორდი მოხსნას. ფრანგი ნახევარმცველი ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ საოცარ მატჩებს ატარებს. დეკემბერში კი თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მიიღო.

მისი ამჟამინდელი ფორმა იმდენად კარგია, რომ მას რონალდუს რეკორდის მოხსნის შესაძლებლობა აქვს. პორტუგალიელმა ეს რეკორდი ათწლეულის წინ დაამყარა და მას შემდეგ ჯერ არავის ჰქონია მისი მოხსნის შესაძლებლობა.

მსოფლიო ჩემპიონმა ხუთ მატჩში რვა გოლი გაიტანა, საიდანაც ორ საშინაო მატჩში დუბლი შეასრულა. დუბლის გაფორმება ფრანგმა "ჰადერსფილდსა" და "ბორნმუთთან" მოახერხა.

თუ იგივეს პოგბა "ბრაიტონთანაც" მოახერხებს, მაშინ ის პორტუგალიელის რეკორდის მოხსნას შეძლებს. რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში, რომელმაც "პრემიერ ლიგის" ზედიზედ სამ საშინაო მატჩში მოახერხა დუბლის გაფორმება. პორტუგალიელმა ეს "ვესტ ჰემთან", "ჰალთან" და "სტოკთან" შეძლო 2008 წელს.

თუ პოგბა კიდევ ერთ დუბლს გაიფორმებს, რონალდუს ადგილს ფრანგი დაიკავებს.


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
18 იანვარი 2019 17:50
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ჰაჰა )) კარგი იქნება მართლა, პოგბა ლიდერობას იწყებს ნელ-ნელა და მახარებს ეს ამბავი, ლიდერის გარეშე გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევს და ლიდერი მმეკარე არ უნდა იყოს ნამდვლიად, ლიდერში მარტო ბერვ ლაპარაკს ან მარტო გოლებს ან პასებს არ ვგულისხმობ, ყველაფერი ეს, თვითდაჯჯერებულობაც და ფანების სიყვარულიც ერთობლიობაში!
2
№2
ავტორი: ikeoni
18 იანვარი 2019 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Imedia shedzlebs ratomac araa❤️
0
№3
ავტორი: LASHQARA
18 იანვარი 2019 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
საინტერესო სიახლეა შეუძლია ნამდვილად. am RedGirl მადლობა სიახლეებისთვის love
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
18 იანვარი 2019 21:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხოდა ვუგულშემატკივროთ პოგბას :)
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
18 იანვარი 2019 21:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
რაღაც პოზიტიური რეკორდის მომსწრე მაინც გავხდეთ ნეტა.რუნის რეკორდის მერე სულ ანტირეკორდები გვაქ.მარა რონალდომდე ეს მეტი არაა ჩემი მტერი როდესმე მივიდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top