თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2019, 16:03
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1675,
კომენტარები: 8
ოლეს განცხადებით, "იუნაიტედი" არავის დამატებას არ აპირებს
ოლე გუნარმა პრესკონფერენციაზე სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
ოლეს განცხადებით,
ოლე გუნარ სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობიდან არანაირ სიახლეს არ ელოდება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე.

პარასკევს ნორვეგიელმა "ბრაიტონთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებმა იანვრის სატრანსფერო პოლიტიკაზე ჰკითხეს. გარდა ამისა, პრესა სკოტ მაკტომინეით დაინტერესდა. როგორც იწერებოდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი, შესაძლოა, არენდით გაეშვათ.

"სკოტი ძალიან, ძალიან ბევრს მუშაობს. ის ერთ-ერთი იმ ახალგაზრდათაგანია, რომლისაც მჯერა, მწამს და ვენდობი," - უპასუხა დასმულ შეკითხვას სოლსკიაერმა.

"ტრავმებისა და იმ შემადგენლობიდან გამომდინარე, რაც გვყავს, არ მგონია, რომ ჩვენ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდად ვიაქტიუროთ."

პრესკონფერენციაზე ოლე გუნარმა აღნიშნა, რომ ფელაინი რამდენიმე კვირით ვერ შეძლებს თამაშს. სწორედ ამიტომაც, ჟურნალისტებმა იკითხეს, ხომ არ ვიხილავდით ახალ სახეს გუნდში, რაზეც ნორვეგიელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"არა, ნამდვილად არა."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: M.Rashford
18 იანვარი 2019 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ეს კაცი აფერისტობს გონია, აბა ტყუილად წერენ ამდენს, ერთი მცველი ჭირდება გუნდს აუცილებლად წარმატებას რომ მიაღწიონ. აი ნახევარდაცვაში და თავდასხმაშიც არ აწყენდა გუნდს ვინმე ვარსკვლავს თუ მოიყვანენ...
0
№2
ავტორი: man21utd
18 იანვარი 2019 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
სავარაუდოდ რა დონის მცველიც გვჭირდება ეგეთის ზამთარში შეძენა გაუჭირდებათ და სმოლინგის და ჯონსისნაირებე კი გვყავს ბლომათ. გამომდინარე აქედან უბრალოდ აზრი არააქვს ტრანსფერს თუ რეალურად არ გაგვაძლიერებს ის და ჩემი აზრით სწორია ეს გადაწყვეტილება.
0
№3
ავტორი: LASHQARA
18 იანვარი 2019 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
თუ ყიდვაა პირველრიგში მცველი უნდა იყიდოს, თან ისეთი, რომ დანარჩენებს ჯობდეს, თორემ ექსპერიმენტების დრო არაა, ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა აქ ჩემპიონატში და ლიგას რაც შეეხება მცველის გარეშე თითქმის შეუძლებელია თვითონ პსჟ ს რომ მოუგოთ, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ love am
0
№4
ავტორი: ikeoni
18 იანვარი 2019 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Arada erti mcveli gvinda raa
0
№5
ავტორი: Shota Blues
18 იანვარი 2019 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ციტატა: ikeoni
Arada erti mcveli gvinda raa

ცენტრალურს გულისხმობ? ფლანგებზე შოუს, იანგის და დალოტის იმედი მაქვს, ჩემი აზრით კარგი კადრია სამივე. ცენტრში კი იდეალური წყვილი ვერ შედგა ხან ტრამვებმა შეუშალა ხელი, ხან უფორმობამ და კიდევ ასი მიზეზი იყო. სმოლინი-ბაილი, ჯონსი-ლინდელოფი აქაც არის არჩევანი ამიტომ მგონია დიდი აუცილებლობა არ არის
0
№6
ავტორი: OzBeTa
18 იანვარი 2019 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ვერავინ დამაჯერებს იმას რომ კულიბალი არ არის ხელმისაწვდომი. პროსტა ესენი ფულს ჟოშკავენ რა და მაგრად ვინანებთ როგორც ვან დეიკის შემთხვევაში მოხდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№7
ავტორი: SANDROGRIGA
19 იანვარი 2019 14:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისედაც ნათელი იყო რო ტრანსფერი არ გაკეთდებოდა ამ ზამთარში, ნაკლებად სავარაუდოა.
0
№8
ავტორი: ikeoni
19 იანვარი 2019 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
[quote=Shota Blues][quote=ikeoni]Arada erti mcveli gvinda raa[/quote]
ცენტრალურს გულისხმობ? ფლანგებზე შოუს, იანგის და დალოტის იმედი მაქვს, ჩემი აზრით კარგი კადრია სამივე. ცენტრში კი იდეალური წყვილი ვერ შედგა ხან ტრამვებმა შეუშალა ხელი, ხან უფორმობამ და კიდევ ასი მიზეზი იყო. სმოლინი-ბაილი, ჯონსი-ლინდელოფი აქაც არის არჩევანი ამიტომ მგონ
ბაზარი არაა მაგრამ კულიბალი არ გვაწყენდა:))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top