თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2019, 15:55
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1513,
კომენტარები: 5
სოლსკიაერი ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ
ახალი ამბები ლაზარეთიდან.
სოლსკიაერი ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ
ოლე გუნარ სოლსკიაერმა ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ალექსის სანჩესი "ბრაიტონთან" სათამაშოდ მზად იქნება.

ჩილელს ტრავმები უკვე რამდენიმე თვეა აწუხებს. მან ბოლო თამაში "რედინგთან" ჩაატარა, ხოლო შემდეგ უკვე ვეღარ შეძლო მოედანზე გამოჩენა.

თუმცა სოლსკიაერის განცხადებით, სანჩესი უკვე ბევრად უკეთ გრძნობს თავს და წესით შემდეგი მატჩისთვის უკვე სრულიად მზად უნდა იყოს.

"ალექსისი მთელი კვირა ვარჯიშობდა. იმედი მაქვს, რომ დღესაც მოვა და შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება."

"მას ფეხბურთის თამაში უყვარს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ როცა ფეხბურთს თამაშობ. მისი წარუმატებლობები ტრავმის ბრალია. მე ვყოფილვარ მის ადგილას, ვიცი, რამდენად გამაღიზიანებელია და რამდენად გტანჯავს მალე დაბრუნების სურვილი."

"შესაძლოა, "რედინგთან" მატჩისას უნდა ეთხოვა, რომ მეორე ნახევარში გამეყვანა, იმიტომ რომ ვფიქრობ, ის 15-20 წუთი რომელიც მეორე ტაიმშიც ითამაშა მეტისმერი იყო მისთვის და სწორედ ამიტომაც მოუწია ლაზარეთში დაბრუნება."

"ძალიან ბევრს ვარჯიშობს და მუშაობს, საოცარი განწყობითაა. მას თამაში სურს. ასე რომ მეც ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდება. თუმცა ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავს და არჩევანის გაკეთება ძალიან გამიჭირდება."

"იუნაიტედის" მენეჯერმა სიახლეები კრის სმოლინგის, მარკოს როხოსა და მარუან ფელაინის შესახებაც მოგვაწოდა.

"კრისმა და მარკოსმა ახლახანს დაიწყეს მსუბუქი ვარჯიშები, ისინი ჯერ მზად არ არიან. რაც შეეხება ფელის, მას დიდი ხანი ვერ იხილავთ. რამდენიმე კვირა დაბრუნებას ჯერ კიდევ ვერ შეძლებს."

"ეს ძალიან საწყენია, რადგან ფელის შეუძლია თამაშში გარდამტეხი ცვლილებების შეტანა და სამწუხაროა, რომ მის გარეშე გვიწევს ამდენი ხანი ყოფნა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრს ივარჯიშებს და უკანაც მალე დაგვიბრუნდება."

"იუნაიტედს" სხვა არავინ დააკლდება. შეგახსენებთ, რომ დაბრუნდება ერიკ ბაიიც, რომელიც აქამდე სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო არ იყო ხელმისაწვდომი.

"ბევრი პრობლემა არ გვაქვს. ტრავმები ბუნებრივია, ამის გარეშე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. თუმცა აღნიშნული ფეხბურთელების გარდა ყველა მზადაა, ასე რომ დიდ პრობლემებს არ ვაწყდებით."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
18 იანვარი 2019 17:01
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ძალიან კარგი,იმედია მშრალი მატჩიც დაიდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: Dato kutaisi
18 იანვარი 2019 17:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ეს ფელაინი გადამრევს ნაღდად რა.ამოუხსნელი ფენომენია რა,როგორ ახერხებს ყველა ტრენერთან სიტუაციის დალაგებას.მოუს მერე ამის გაშვება გამიხარდება ყველაზე მეტად.განა ვერ გამოიყენებ და მიტო ვამბობ უბრალოდ მისი გუნდში ყოფნა ნიშნავს ჩემთვის მოუს ნარჩენს გუნდში.აი ერთხელ რო შემოიყვანა ცუდად გავხდი ლამის.არაფერს არ აფუჭებდა კაი ხანია მაგრამ მაინც ვთვლო რო ფეხბურთელის გარდა ყველაფერია.ჩემი სუბოექტური აზრია.რაც უფრო მალე გასუფთავდება გუნდი ასეთი საშუალო დონის ფეხბურთელებისგან მით უფრო მალე მოგვიწევს შევსება და შესაბამისად ბოსებს ტრანსფერების გაკეთება
1
№3
ავტორი: K1llsw1tch
18 იანვარი 2019 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ციტატა: Dato kutaisi
ეს ფელაინი გადამრევს ნაღდად რა.ამოუხსნელი ფენომენია რა,როგორ ახერხებს ყველა ტრენერთან სიტუაციის დალაგებას.მოუს მერე ამის გაშვება გამიხარდება ყველაზე მეტად.განა ვერ გამოიყენებ და მიტო ვამბობ უბრალოდ მისი გუნდში ყოფნა ნიშნავს ჩემთვის მოუს ნარჩენს გუნდში.აი ერთხელ რო შემოიყვანა ცუდად გავხდი ლამის.არაფერს არ აფუჭებდა კაი ხანია მაგრამ მაინც ვთვლო რო ფეხბურთელის გარდა ყველაფერია.ჩემი სუბოექტური აზრია.რაც უფრო მალე გასუფთავდება გუნდი ასეთი საშუალო დონის ფეხბურთელებისგან მით უფრო მალე მოგვიწევს შევსება და შესაბამისად ბოსებს ტრანსფერების გაკეთება


+1
0
№4
ავტორი: ikeoni
18 იანვარი 2019 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Magrad mixaria sanchesis dabruneba ❤️
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
19 იანვარი 2019 14:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია არც თუ ისე ბევრი ტრავმიანია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top