თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2019, 19:27
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1928,
კომენტარები: 8
"ის საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას მაძლევს"
ენტონი მარსიალი ოლე გუნარ სოლსკიაერის რჩევებით კმაყოფილია.
ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ ენტონი მარსიალის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი ასისტია. ჟოზე მოურინიოს მეთვალყურეობის ქვეშ კი ფრანგი ძირითადში ადგილს ვერ იკავებდა.

"იუნაიტედმა" ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ ექვსივე მატჩი მოუგო. ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ კი გულშემატკივარმა ნანატრი ლამაზი ფეხბურთი იხილა.

მარსიალი მიიჩნევს, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერმა "იუნაიტედზე" დიდი ზეგავლენა მოახდინა:

"ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა იმ მენეჯერთან მუშაობა, რომელიც თავის საფეხბურთო კარიერაში ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა."

"ძალიან კარგი რჩევები აქვს, განსაკუთრებით პოზიციებსა და მომენტების გოლად ქცევასთან დაკავშირდებით. მისი გამოცდილება ძალიან დამეხმარა."

"თუმცა ყველაზე კარგი რჩევა იყო ის, რომ ჩემი ძალები და თავი მაქსიმალურად გამომეხატა. მასთან ერთად წნეხის ქვეშ არ ვგრძნობ თავს. ის თავადვე ამბობს, რომ მოედანზე ჩემი თავი მაქსიმალურად უნდა გამოვხატო. კარგია, როცა მწრთვნელი ასეთ რჩევებს გაძლევს."

"დუბაიში გაცილებით სხვანაირად გვესაუბრა. მისი ხრიკები გაგვაცნო და აგვიხსნა თუ რამხელა ბედნიერებაა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაწილად ყოფნა."

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მისი, როგორც ფეხბურთელის, კარიერა იდეალური იყო. ასე რომ როცა რამეს გვეუბნება მთელი გულისყურით ვუსმენთ."

სოლსკიაერმა არა მარტო მარსიალის, არამედ პოლ პოგბასა და მარკუს რეშფორდის დახვეწაშიც მიიღო მონაწილეობა. სწორედ მათი დამსახურებით შეძლო "იუნაიტედმა" "უემბლიზე" გოლის გატანა.


წყარო: Goal.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 იანვარი 2019 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Xo nu Es isedac natelia ro gundshi magari sitvaciaa da martla didi wnexi moixsnes bichebma
0
№2
ავტორი: kobinio
17 იანვარი 2019 20:21
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ფსიქოლოგიური ფაქტორი ხშირად ძალაზე მეტ ზეგავლენას ახდენს სპორტსმენებზე და აქაც ეს შემთხვევაა.მჯერა რომ ამ ხასიათით და შემართებით კიდე მეტს მიაღწევენ.რაც მთავარია ფიზიკური ვარჯიშების დონე მოიმატებს და 90 წუთიან პრესინგს ძალღონით სავსე ითამაშებენ.
ჩემჯ აზრით დამთავრდა ელერდაისების,მაურინიოების და ანჩელოტების დრო,დღეს ახალი სტილის მწვრთნელები აღწევენ წარმატებას და დასტურდება კიდეც ფაქტებით.ნაგელსმანმა ულამაზესი გუნდი ჩამოაყალიბა არაფრით.არც მილიარდებს ხარჯავს და არც ავტობუსებს აყენებს.პრემიერლიგაშიც არის რამოდენიმე კარგი მწვრთნელი რომლებიც თავისუფალ ლაზათიან ფეხბურ5ს აჩვრნებენ.ასე რომ მგონია ოლე ის კადრია ვისაც შეუძლია რამოდენიმე წელში გუნდს ის დიდება დაუბრუნოს რაც მას ეკადრება.ერ5 და ორ წელში რო ეს არ ხდება და პოკუსნიკი არაა ალბათ ყველა ვაანალიზებთ მაგას და სამომავლო პერსპეკტივაში ოლე საკადრისი კადრი მგონია.
0
№3
ავტორი: The Special One
17 იანვარი 2019 21:49
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ყველა მოურინიოს რო ენამიოკება :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: stepno
17 იანვარი 2019 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ოლეე დატოვეეეეეთ რააააააა
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 იანვარი 2019 00:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მეტი გოლი უნდა მარსიალს, ისე კარგ ფორმაშია
0
№6
ავტორი: რეალისტი
18 იანვარი 2019 07:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
მოუმატე მოუმატე მარსიიი <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№7
ავტორი: Manstark_United
18 იანვარი 2019 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
კარგ ფორმაშია.ძალიან კარგად ფლობს მარცხენა ფლანგს და ჩვეულ სტილში გვთავაზობს გარღვევებს, უბრალოდ რატომღაც გუნდი უფრო მეტად რაშფორდზე თამაშობს (მისი პოზიციიდან გამომდინარე) და ამიტომ რაშფორდს მეტი გოლი აქვს.თორემ შესრულების კლასით ჩემი აზრით ჯერ კიდევ მარსიალი ჯობია რეშს love ისე რაშფორდიც და მარსიალიც საოცრად მაგრები გვყავს და ორივე უნდა შევინარჩუნოთ,აქ უნდა დაასრულონ კარიერა. ჩვენი გაზრდილი ვარსკვლავები უნდა დადგნენ love
0
№8
ავტორი: Phil Jones
18 იანვარი 2019 17:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს კიარა ამის მაგივრად მეც მომეხსნა დაძაბულობა, დაწყებისთანავე სულ მეგონა რომ ეგრევე შეცვლიდა ))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top