თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2019, 18:02
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1748,
კომენტარები: 7
"იუნაიტედის" პირველი ტრანსფერი
"იუნაიტედი" ახალგაზრდა ფორვარდს შეიძენს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" იანვრის ტრანსფერებზე ნოამ ემერენს შეიძენს. როგორც ჩანს, თავად ნოამი უკვე დათანხმდა კლუბის შემოთავაზებას.

16 წლის "ამიენის" ფორვარდს დიდი ხანია უკვე "იუნაიტედის" სახელს უკავშირებენ. ახალგაზრდამ "წითლების" სკაუტები მოხიბლა და, შესაბამისად, ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს მის შესაძენად.

ფორვარდით ინტერესდებოდნენ "იუვენტუსიც" და პსჟ-ც, თუმცა როოგრც პრესაში იწერება, ახალგაზრდა ფეხბურთელმა "იუნაიტედი" აირჩია. ემერენმა ინტერვიუ ადგილობრივ ჟურნალს მისცა:

"მე ჩემს ოჯახს ვესაუბრე და ერთად განვიხილეთ ყველა შემოთავაზება. ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო არჩევანია იმათ შორის, რაც მქონდა. ყველაზე მეტად აქ განვვითარდები და მივაღწევ იმას, რაც მსურს."

"ახლა უკვე ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. მაქსიმალურად უნდა ვიშრომო და ჩემს მიზნებსა და ოცნებებს მივაღწიო."

"ამიენსში" მისაბაძი მაგალითი არ მყავს, მაგრამ ძალიან მომწონს გაელ კაკუტას თამაში. ზოგადად კი ჩემი კუმირი ლეროი სეინია."

"ჩემი ამბიცია არის ის, რომ გავხდე პროფესიონალი და მოვიგო რაც შეიძლება ბევრი ტიტული, თუმცა ახლა ჩემს პირველ პრიორიტეტად სკოლა რჩება. თუ სწავლას მოვუკლებ, მაშინ არც ფეხბურთი იარსებებს," - დაასრულა ემერენმა.

ნოამ ემერენი უკვე 16 წლისაა და ის ფრანგულ კლუბში, "ამიენსში" თამაშობს ფორვარდის პოზიციაზე. "იუნაიტედი" დიდი ხანია მისით ინტერესდება და დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ფორვარდი "ოლდ ტრაფორდზე" იანვარში გადაბარგდება.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 იანვარი 2019 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Manchstershi gadmodixar ra sane bicho:))
0
№2
ავტორი: The Special One
17 იანვარი 2019 19:19
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
რა იმედით მოდის არ ვიცი,დაჟე აკადემიაში გვყავს ამაზე უკეთესები,ან კუმირი სანეო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№3
ავტორი: makaveli
17 იანვარი 2019 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ყველაზე კაი ვარიანტია მანჩესტერი იმათ შორის რა შემოთავაზებებიზ მაქო ისე თქვა ანუ უკეთესიც შეიძლებაო რა :))
0
№4
ავტორი: kobinio
17 იანვარი 2019 20:05
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Barca უკვე დაბლოკავდა ამ ტრანსფერს იმ ბოდიალისთვის რაც დაიწერა
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
17 იანვარი 2019 21:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ახალგაზრდებს კი ყიდულობენ მარა მცველი რო საჭიროა და ჯერ არაფერი ისმის...
0
№6
ავტორი: stepno
17 იანვარი 2019 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რატო წავიკითხეე და რატო დავხარჯე ესე უაზროთ დროო:((
0
№7
ავტორი: რეალისტი
18 იანვარი 2019 07:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
სანეო ცუდადვარ wink :დდდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top