თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2019, 16:52
ავტორი: The Special One,
ნანახია: 1518,
კომენტარები: 7
ჯუზეპე როსი:"მან გუნდი სწორ გზაზე დააბრუნა"
ჯუზეპე როსი სულშერზე საუბრობს
ჯუზეპე როსი:
ჯუზეპე როსი გუნდთან ერთად როგორც თავისუფალი აგენტი ისე ვარჯიშობს,რადგან ფორმაში დარჩეს.

გასულ ზაფხულს,31 წლის ფეხბურთელმა "ჯენოა" დატოვა,გასულ კვირას კი "იუნაიტედისგან" მიწვევა მიიღო,ამჟამად კი ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მომავალი გუნდის ძიებაშია.

როსი "იუნაიტედში" ახალგაზრდულ ასაკში თამაშობდა,რამეთუ 2007 წელს ის "ვილიარეალში" გადავიდა და სწორედ ამ პერიოდის შემდგომ დაიწყო გაუთავებელი ტრავმები,რაც ფეხბურთელი კალაპოტიდან ამოაგდო.

როსი აღფრთოვანებულია მისი ყოფილი თანაგუნდელის ამჟამინდელი მუშაობით,რამეთუ ოლე გუნარმა შეძლო და მოიგო პრემიერ ლიგაში ხუთიდან ხუთი შეხვედრა.

"ადვილი არ არის დაბრუნდე "იუნაიტედში" ასეთ კრიტიკულ მომენტში,თუმცა მან ეს გააკეთა და თანაც ფანტასტიურად" - აცხადებს როსი MEN-თან საუბრისას.

"შენ უბრალოდ მადლიერი უნდა იყო იმისათვის რაც მან და სტაფმა გუნდისათვის გააკეთეს"


ვარჯიშს ესწრებოდა სერ ალექსიც,რომელიც როსის პროგრესს აკვირდებოდა

იტალიელმა ფერგიუსონზეც ისაუბრა,მოიხსენია როგორც საუკეთესო მწვრთნელი რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია:"ჩვენ კარინგტონზე ერთად ვისაუზმეთ,ვსაუბრობდით და ვსაუბრობდით,მას ჯერ კიდევ ახსოვდა ის თუ რამხელა თანხის სანაცვლოდ წავედი მე "ვილიარეალში", უამრავი ტრანსფერის მიუხედავად მას მაინც ახსოვდა"

"კარგია რომ მას ასეთ კარგ ფორმაში ვხედავ და ბედნიერი ვარ იმით რომ მისი ნახვა მოედანზეც შეიძლება"
-დაასრულა იტალიელმა.

ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 იანვარი 2019 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Rom Ara tramvebii...
0
№2
ავტორი: The Special One
17 იანვარი 2019 16:57
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მისასალმებელი საქციელია გუნდის მხრიდან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№3
ავტორი: Lalana
17 იანვარი 2019 17:26
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
რა მაინტერესებს იცით?სოლსკაიერი 2007-2009მდე მანჩესტერში თავდამსხმელების მწვრთნელი იყო?თუ იცით გთხოვთ რომ მომწეროთ.
0
№4
ავტორი: kobinio
17 იანვარი 2019 20:25
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Lalana
რა მაინტერესებს იცით?სოლსკაიერი 2007-2009მდე მანჩესტერში თავდამსხმელების მწვრთნელი იყო?თუ იცით გთხოვთ რომ მომწეროთ.

ახალგაზრდების მწვრთნელი და რუნი კრიშტიანუ ტევესის პირადი მწვრთნელი.როგორც ინგლიში ეძახიან თავდასხმელების მწვრთნელი.მე ასე ვიცი
0
№5
ავტორი: Lalana
17 იანვარი 2019 20:52
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: kobinio
ციტატა: Lalana
რა მაინტერესებს იცით?სოლსკაიერი 2007-2009მდე მანჩესტერში თავდამსხმელების მწვრთნელი იყო?თუ იცით გთხოვთ რომ მომწეროთ.

ახალგაზრდების მწვრთნელი და რუნი კრიშტიანუ ტევესის პირადი მწვრთნელი.როგორც ინგლიში ეძახიან თავდასხმელების მწვრთნელი.მე ასე ვიცი

ხო მეც ვეძებდი და ახლა წავიკითხე ვიკიპედიაში ის რაც დაწერე.ზუსტად მაგ პერიოდში იყვნენ ჩვენი თავდამსხმელები მაგარ ფორმაში.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
17 იანვარი 2019 21:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია რო მიცეს შანსი ფორმის აღსადგენად
0
№7
ავტორი: kobinio
17 იანვარი 2019 23:37
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Lalana
ციტატა: kobinio
ციტატა: Lalana
რა მაინტერესებს იცით?სოლსკაიერი 2007-2009მდე მანჩესტერში თავდამსხმელების მწვრთნელი იყო?თუ იცით გთხოვთ რომ მომწეროთ.

ახალგაზრდების მწვრთნელი და რუნი კრიშტიანუ ტევესის პირადი მწვრთნელი.როგორც ინგლიში ეძახიან თავდასხმელების მწვრთნელი.მე ასე ვიცი

ხო მეც ვეძებდი და ახლა წავიკითხე ვიკიპედიაში ის რაც დაწერე.ზუსტად მაგ პერიოდში იყვნენ ჩვენი თავდამსხმელები მაგარ ფორმაში.

იმედია ამ ფორმაციის იუნაიტედს და მის შეტევასაც დაეტყობა მისი ხელი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top