თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2019, 23:44
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1976,
კომენტარები: 8
ვინ იქნება "ბრაიტონთან"?
ვინ დაესწრო ვარჯიშს.
ვინ იქნება
ოლე გუნარ სოლსკიაერს შაბათისთვის ფართო არჩევანი ექნება. "ბრაიტონთან" მატჩისთვის მინიმუმ ერთი ფეხბურთელი დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ერიკ ბაიის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, თუმცა "ბრაიტონთან" თამაშის უფლება უკვე ექნება. სამივე მატჩში ცენტრალურ მცველებად ფილ ჯონსი და ვიქტორ ლინდელოფი იდგნენ. მათ დავიდ დე ხეასთან ერთად კარის მშრალად შენარჩუნება მოახერხეს. რაც შეეხება მარკოს როხოს, ის ტრავმის გამო ჯერ კიდევ არ არის მზად სათამაშოდ.

გარდა ამისა, "იუნაიტედს", შესაძლოა, ალექსის სანჩესი დაუბრუნდეს. ჩილელმა ვარჯიშები ოთხშაბათს დილას გააგრძელა.

ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა ახალგაზრდა მეკარემ, პერეირამ. შეგახსენებთ, რომ აკადემიელი არენდიდან ახლახანს დაბრუნდა.

კრის სმოლინგი, ნემანია მატიჩი და პოლ პოგბა ვარჯიშს არ ესწრებოდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი შაბათისთვის მზად არ იქნებიან.

ვარჯიშს დაესწრო "იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი გიუსეფ როსიც, თუმცა როგორც ოლე გუნარმა აღნიშნა, იტალიელი გუნდში შემდეგი მსურველის გამოჩენამდე რჩება.

სოლსკიაერი პრესკონფერენციას პარასკევს გამართავს, სადაც ფეხბურთელების მზაობაზე დეტალურად ისაუბრებს.

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
17 იანვარი 2019 00:10
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
გამიხარდა როსის რომ ავარჯიშებენ, ეგრე უნდა აბა რაა! აქ გახდა ფეხბურთელი და კიდევ უწყობენ ხელს თან ამხელა გუნდი, არადა ტიპმა მგონი რეკორდი დაამყარა იმდენ გუნდში იყო )))
0
№2
ავტორი: makaveli
17 იანვარი 2019 00:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
გიუზეფი არააა ჯუზეპე როსია )))
0
№3
ავტორი: shotkin
17 იანვარი 2019 08:15
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბაილიც დაბრუნდა ძაან მევასება კაი ბიჭია და იმედია ცოტა დახვეწავენ და იდეალური მცველი იქნება, ცოტა კაჯობები ახასიათებს ხოლმეუაზროდ))) და ეს უნდა გამოასწოროს
0
№4
ავტორი: ikeoni
17 იანვარი 2019 09:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Savaraudod 4-0 movugebt:))❤️
1
№5
ავტორი: dzia_David
17 იანვარი 2019 10:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ერიკ ბაის და ლინდელოფის დუეტს ველოდები ბრაიტონთან.
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
17 იანვარი 2019 10:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვალენსიას ტრავმა აქვს თუ ისე არ ათამაშებენ, ტოტენჰემთან განაცხადშიც არ იყო.
0
№7
ავტორი: stepno
17 იანვარი 2019 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმედია იმ წითელი ბარათის გამო სკამს არ ახეხინებენ ბაილს :დდ ლინდელოფი და ბაილი მინდა მაგრად მე პირადად რა
0
№8
ავტორი: The Special One
17 იანვარი 2019 16:59
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ლინდელოფი-ბაილი კი კაია ცენტრში მარა,ამ ბაილის ქაჯობები რო არ ახასიათებდეს კარგი იქნებოდა,როდის დაგღუპავს კაცმა არ იცის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top