თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2019, 17:20
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1653,
კომენტარები: 10
"ახალმა მწრთვნელმა "იუნაიტედის" ტრადიციებს პატივი უნდა სცეს"
გარი ნევილი ახალი მწრთვნელის შესახებ.
გარი ნევილმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალ მწრთვნელზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კლუბის ახალმა მეთაურმა "იუნაიტედის" ძველ ტრადიციებს პატივი უნდა სცეს და შემტევი ტაქტიკა შეინარჩუნოს.

სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ სამი მწრთვნელი დაითხოვა: დევიდ მოიესი, ლუის ვან გაალი და ჟოზე მოურინიო. მათი წასვლის მიზეზი დაცვითი სტილის თამაში გახლდათ.

გულშემატკივრები შეწუხებულნი იყვნენ "იუნაიტედის" თამაშის ახალი სტილით და "ოლდ ტრაფორდზე" ძალიან ხშირად მღეროდნენ შემდეგ ჩანტს: "attack, attack, attack" ("შეტევა, შეტევა, შეტევა").

ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. "იუნაიტედმა" ექვს მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა. როგორც უკვე ცნობილია, ხელმძღვანელობა ზაფხულში ახალ მწრთვნელს დანიშნავს. ნევილს მიაჩნია, რომ ვინც არ უნდა დაინიშნოს, ყველამ პატივი უნდა სცეს კლუბსი ტრადციიებს და "იუნაიტედს" შემტევი ფეხბურთი ათამაშოს.

"არავის აღარ უნდა მიეცეს უფლება, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ თავისი საკუთარი ფილოსოფიით იხელმძღვანელოს. ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია."

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფილოსოფია ძალიან ღრმა და აზრიანია. ეს სწორედ ისეთივე მომენტია, როგორიც "ბარსელონას" ან "აიაქსის" შემთხვევაში."

"მანჩესტერ იუნაიტედში" სწრაფ, შემტევ ფეხბურთს თამაშობ. მოგყავს ახალი ფეხბურთელები, აკადემიელებს დიდ ყურადღებას აქცევ და მათში რწმენას ნერგავ და აი, სწორედ ასე იგებ მატჩებს."

"ოლე გუნარის მაგალითზე შეგიძლიათ იხილოთ ნამდვილი "მანჩესტერ იუნაიტედი". მათი ყურება უკვე მსიამოვნებს, ვერთობი, მომწონს და სტადიონზე დაბრუნების სურვილი მიპყრობს."

"უემბლიზე" ერთი საოცარი კონტრ-შეტევა განახორციელეს. თავადაც გაოცებული დავრჩი. ამდენი წლის შემდეგ ჩემი თვალებით ვხედავდი როგორ მოძრაობდნენ "წითლები" მთელს სტადიონზე. ერთი საჯარიმოდან მეორე საჯარიმოში გადასაადგილებლად სამი წამი ყოფნიდათ. ძალიან სწრაფები იყვნენ და ლამაზი ფეხბურთიც გამოუვიდათ," - დაასრულა ნევილმა.


წყარო: Goal.com
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
16 იანვარი 2019 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ყველგან 6 თამაში რატო წერია ?? 7 არ მოიგო? ერთი გასაგებია თასის თამაში იყო მაგრამ ეგ არ ითვლება თუ როგორ გავიგო?
0
№2
ავტორი: tedore
16 იანვარი 2019 18:17
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
6 მოიგო რაც მოვიდა ოლე 5 პრემიერლიგაში და ერთი რედინგთან თასზე. კარდიფი, ჰადერსფილდი, ბორმუთი, ნიუკასლი, რედინგი და ტოტენჰემი
1
№3
ავტორი: LASHQARA
16 იანვარი 2019 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფილოსოფია ძალიან ღრმა და აზრიანია. ეს სწორედ ისეთივე მომენტია, როგორიც "ბარსელონას" ან "აიაქსის" შემთხვევაში." ეგრეა ნამდვილად, love იმ ჩლუნგს არ შესდიოდა ხეპრე თავში am
0
№4
ავტორი: ikeoni
16 იანვარი 2019 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: makaveli
ყველგან 6 თამაში რატო წერია ?? 7 არ მოიგო? ერთი გასაგებია თასის თამაში იყო მაგრამ ეგ არ ითვლება თუ როგორ გავიგო?

5 chempionatsshi da 1 tasze dzma :))
0
№5
ავტორი: kobinio
16 იანვარი 2019 20:03
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
არ დასკდნენ შურით იბიომატ...ჯერ არსად არ მიდის ეს კაცი და უკვე მოიხვნეს გამზდელი.საკრიტიკებელი ვე4არ ნახა და აქედან შეუტია.გმფუ ასეთ უნიჭო მძღნერებს ვერ ვიტან.
0
№6
ავტორი: Svanchester
16 იანვარი 2019 21:34
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
გარი ნევილმა სწორად ისაუბრა, ხაზი უნდა გაესვას ისეთ ჭორებს რო თითქოს სიმეონე უნდათ, ან სვარკა ალეგრი, ან თუნდაც საუთგეითი, არ სჭირდება გუნდს მსგავსი ტიპის მწვრთნელები, ეყოფა რა შეცდომაც დაუშვა ხელმძღვანელობამ მოურინიოს გუბდში მოყვანით. დატოვონ სოლსკიაერი არავინ გვჭირდება საერთოდ.
0
№7
ავტორი: makaveli
16 იანვარი 2019 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: ikeoni
ციტატა: makaveli
ყველგან 6 თამაში რატო წერია ?? 7 არ მოიგო? ერთი გასაგებია თასის თამაში იყო მაგრამ ეგ არ ითვლება თუ როგორ გავიგო?

5 chempionatsshi da 1 tasze dzma :))

ხოო ცუდად მახსოვდა იმიტო რო მაშინ გამოდის რო ბასბის რეკორდი არ მოუხსნია, იმიტო რო ბასბის ჩემპიონატში ქონდა 5 მოგება ზედიზედ და გამოდის რო ოლემ გაიმეორა და არა გააუმჯობესა
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
16 იანვარი 2019 23:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შედეგი თუ დადო დატოვებენ ასე მგონია
0
№9
ავტორი: Phil Jones
17 იანვარი 2019 00:13
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეხლა ბოლო დღის ჭორებზე ლამის გული გამიჩერდა რა საუთგეიტი ხო არ გაგიჟდნენ ესენი )))))))
0
№10
ავტორი: stepno
17 იანვარი 2019 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოკლედ ვერ გავიგე ოლეს დატოვების უფლება ააქვთ? მაგრამ რო არ ქონდეთ ოლე ხო არ იტყოდა რო დარჩენა მინდაო და 6 თვის მერეც დიდი სიამოვნებით დავრჩებიო ეს ჩემი სახლიაო ხო იყო ეგეი თემა მახსოოვს??
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top