თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2019, 21:18
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1946,
კომენტარები: 4
"ისინი გაცილებით მეტი ენერგიით არიან"
მბაპე და კავანი "იუნაიტედთან" გასამართი მატჩის შესახებ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩემპიონთა ლიგის" შემდეგ ეტაპზე "პსჟს" დაუპირისპირდება. ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ "წითლებს" იმედები გაუჩნდათ. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" ექვსი მატჩიდან ექვსივე მოიგო და "პრემიერ ლიგაშიც" ოთხეულამდე სხვაობა საგრძნობლად შეამცირეს.

მბაპეს განცხადებით, "იუნაიტედი" ძველებურ ფორმაში ჩადგა და ახლა ეს ძალიან ძლიერი გუნდია.

"ვფიქრობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. "ჩემპიონთა ლიგაზე" არცერთი გუნდის წინააღმდეგ თამაში არ მიმაჩნია მარტივად. ჩვენ ყველანაირად ვეცდებთ, რომ კარგი მატჩი ვაჩვენოთ და საუკეთესო თამაშით წარვდგეთ მეტოქის წინაშე."

"იუნაიტედთან" გასამართ მატჩზე მბაპეს თანაგუნდელმაც, ედინსონ კავანმაც, ისაუბრა. მისი განცხადებით, "წითლებში" სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო.

"ვფიქრობ, მოურინიოს წასვლის შემდეგ "იუნაიტედში" ახალი ენერგია მოვიდა. ისინი უფრო ხშირად იგებენ და მათი მატჩებიც ბევრად უფრო დამაჯერებელია."

"ჩვენ ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ და არა სხვა გუნდებზე. ჩვენს შესაძლებლობებსა და შეცდომებზ უნდა ვიფიქროთ და მაქსიმალურად მოვემზადოთ შემდეგი მატჩისთვის."

"ყველამ ვიცით, რომ მათ რთული პერიოდის გავლა მოუწიათ. ვფიქრობ, მწრთვნელის მოსვლამ მათში ბევრი რამ შეცვალა და სულ სხვა ენერგიით თამაშობენ და უკეთეს შედეგებსაც აჩვენებენ."

"მეტი მოტივაციით არიან და ეს ბუნებრივია. ახლა უკეთ მოვემზადებით მათთან გასამართი მატჩისთვის."



წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
15 იანვარი 2019 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
Manchestertan psj Ra mosataviaa marto sir alexs fergiusonis stendit unda mogigot tqve b....:)))
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
15 იანვარი 2019 22:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აშკარა ფავირიტი იყო პესეჟე კენჭისყრისას, თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, გაცილებით მეტი შანსი აქვს იუნაიტედს, ვიდრე ერთი თვის წინ ქონდა.
0
№3
ავტორი: dzia_David
16 იანვარი 2019 01:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ძალიან მაგარი ინდივიდუალისტები, მაგრამ არა გუნდურად. ნებისმიერმა კარგად ორგანიზებულმა, შეკრულმა და ტაქტიკურად კარგად დამუშავებულმა გუნდმა შეიძლება გადახაროს შეიხ აბდულა ;დ
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
16 იანვარი 2019 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ექსტაზები სასტავს და მეტი დოპინგი და ჯოსნსი და ლინდელოფი გახდება ვიდიჩი და ფერდინანდი .. ლუკაკუ და რეში კი ვანპერსი და რონალდო და ეგ არის .... მაგრა მოამზედებს ეჭვიც არ მეპარება ოლესი გაღუნავენ პესეჟეს საკუთარ სტადიონზე.. ეჰჰჰ ნეტა ბაბუს ერა ყოფილიყო მარტივი გზით გაცდებოდნენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top