თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2019, 20:45
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1627,
კომენტარები: 3
დე ხეამ რეკორდი დაამყარა
ესპანელის საუკეთესო მაჩვენებელი.
დე ხეამ რეკორდი დაამყარა
პრემიერ ლიგის 22 - ე ტურში, ოთხეულის საგზურისთვის მებრძოლი "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "უემბლიზე" მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში რეკორდი დააფიქსირა "წითელი ეშმაკების" ესპანელმა კიპერმა დავიდ დე ხეამ. კერძოდ, დე ხეამ ლონდონელების წინააღმდეგ 11 - სეივი შეასრულა. მსგავსი მაჩვენებელი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში არცერთ მეკარეს არ დაუფიქსირებია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა ესპანელს სპაიდერმენიც უწოდა.

22 ტურის შემდეგ, სოლსკიაერის გუნდი 41 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს. ოთხეულთან სხვაობა კი 6 ქულას შეადგენს.



წყარო: euro-football
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
15 იანვარი 2019 20:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხო ბევრი მაგარი მატჩი ჩაუტარებია, თუმცა წინა სეზონში არსენალთან და ახლა ტოტენჰემთან გაუვალი იყო რასაც ქვია.
0
№2
ავტორი: ikeoni
15 იანვარი 2019 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Saocari mekare gvyavs ❤️
1
№3
ავტორი: dzia_David
16 იანვარი 2019 02:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ამ კაცისთვის აქვს გუნდს ჯერ მარტო მოსაგები ტიტულები.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top