თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2019, 18:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1835,
კომენტარები: 8
ლინეკერი: "იუნაიტედის" კარებში სპაიდერმენი იდგა"
გარი დავიდ დე ხეას აქებს.
ლინეკერი:
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი გარი ლინეკერი, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და დავიდ დე ხეაზე საუბრობს.

მისი თქმით, პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ტოტენჰემს" წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება შეეძლო, თუმცა სოლსკიაერის გუნდის კარებს სპაიდერმენი იცავდა.

"მნიშვენლოვანი გამარჯვება "მანჩესტერ იუნაიტედისათვის". ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ მათი თამაშები მრავლისმეტყველია. "ტოტენჰემმა" მეორე ტაიმში შესანიშნავი თამაში აჩვენა, საბოლოო ჯამში მათ გამარჯვების მიღწევა შეეძლოთ, თუმცა მოწინააღმდეგის კარებს სპაიდერმენი იცავდა". - წერს ლინეკერი საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მაურისიო პოჩეტინოს გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში, "წითელი ეშმაკების" კარის დარაჯმა დავიდ დე ხეამ 11 სეივი განახორციელა და კარის მშრალად შენახვა შეძლო. სოლსკიაერის გუნდმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

წყარო: eurosport
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
15 იანვარი 2019 18:39
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ილეს კონტრაქტში რაც მოლდესთან დაიდო,წერია რომ ის 6 თვის მერე აუცილებლად უნდა დაბრუნდეს მოილდეში და გააგრძელოს სამწვრთნელო საქმიანობა. ხომ არ ნიშნავს ეს რომ,შედეგის მიუხედავად მაინც გაუშვებენ და სხვა მწვრთნელს დანიშნავენ??? რას ფიქრობთ? სიმიონე ან საუთგეიტი არ მოათრიონ ოღონდ .
0
№2
ავტორი: 100%Red
15 იანვარი 2019 18:59
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
[quote=ALEXFERGUSON]
კი ეგრე წერია მარა თუ გადაწყდა რო ოლე უნდა დარჩეს მაშინ რაღაც თანხა უნდა გადაუხადონ მოლდეს, ზუსტად რამდენი არ ვიცი
პუსუ სიმეონე არ ვიცი, საუთგეიტი 100% ჭორია
1
№3
ავტორი: makaveli
15 იანვარი 2019 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
[quote=100%Red][quote=ALEXFERGUSON]
კი ეგრე წერია მარა თუ გადაწყდა რო ოლე უნდა დარჩეს მაშინ რაღაც თანხა უნდა გადაუხადონ მოლდეს, ზუსტად რამდენი არ ვიცი
პუსუ სიმეონე არ ვიცი, საუთგეიტი 100% ჭორია[/quote]
9მილიონს გადაუხდიან მიოლდეს თუ დატოვებენ ოლეს
0
№4
ავტორი: kobinio
15 იანვარი 2019 19:25
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ნელ ნელა შურის მანქანა ამოქმედდა,პოლ ონსი დღეს წერს ის რაც სოლსკიაერმა გააკეთა მეც ვიზავდიო. ანუ ამითიმის თქმა მინდა რომ ყველაფერი კარგადაა და ოლე სწორ გზაზეა. მე უფრო კინის გამოხტომას ველოდი ან ნევილის მარა შევცდი,შავკანიანმა ძმამ გვიღალატა :))
0
№5
ავტორი: ikeoni
15 იანვარი 2019 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
ციტატა: kobinio
ნელ ნელა შურის მანქანა ამოქმედდა,პოლ ონსი დღეს წერს ის რაც სოლსკიაერმა გააკეთა მეც ვიზავდიო. ანუ ამითიმის თქმა მინდა რომ ყველაფერი კარგადაა და ოლე სწორ გზაზეა. მე უფრო კინის გამოხტომას ველოდი ან ნევილის მარა შევცდი,შავკანიანმა ძმამ გვიღალატა :))

Magis trakis tamashma ukve damgala:))
0
№6
ავტორი: tedore
15 იანვარი 2019 20:30
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
მოურინიომ ვერ ქნა ვერაფერი და ინსი ვინ ჩემი შამბალაა?! )))
0
№7
ავტორი: Lalana
15 იანვარი 2019 20:34
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2342
ციტატა: tedore
მოურინიომ ვერ ქნა ვერაფერი და ინსი ვინ ჩემი შამბალაა?! )))

შამბალა რომ არის მაგიტომაც პრუტუნებს მაგდენს.შორიდან ყველა ბრუსლი და ჯეკი ჩანია,მაგრამ საქმეში რას წარმოადგენენ მაგას ვერ დავწერ,ცენზურის პონტში

№8
ავტორი: SANDROGRIGA
15 იანვარი 2019 20:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
უნდა დაუდონ ახალი კონტრაქტი დე ხეას!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top