თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2019, 20:36
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1498,
კომენტარები: 5
"დე ხეა თავდაჯერებულობას გვმატებს"
ჯესი ლინგარდი მატჩის შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი ჯესი ლინგარდი დავიდ დე ხეას თამაშით მოხიბლულია. მისი განცხადებით, ესპანელი მეკარე თანაგუნდელებს თავდაჯერებულობას მატებს.

"ის ბრწყინვალე იყო - მაგრამ ეს მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა. მაშინ, როცა "ტოტენჰემი" გვიტევდა და ძალიან ბევრი მომენტი შექმნა, დავიდმა გადაგვარჩინა. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ რა შეუძლია მას. დიდ მატჩებზე კი ყველა ხედავს ესპანელის შესაძლებლობებს. მისი რამდენიმე სეივის შემდეგ ისღა დაგრჩენია, რომ დადგე და თქვა: "ღმერთო, ჩემო".

"ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, საუკეთესო თუ არა. ასეთი მეკარს ყოლა დამატებით თავდაჯერებულობას გმატებს."

"საერთო ჯამში, ძალიან კარგი მატჩი იყო და დიდი სიამოვნება მივიღე. დუბაიში მთელი კვირა ვემზადებოდით. იქ დასასვენებლად არ ჩავსულვართ. ტაქტიკურად ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, განსაკუთრებით პირველი ნახევარი."

"ჩვენ ძალიან ორგანიზებულები ვართ. გვინდა, რომ შევუტიოთ და რაც შეიძლება წინ წავიდეთ. სხვა გუნდებს ჩვენთან თამაშის ეშინიათ. ჩვენ ყოველდღიურად ვპროგრესირებთ და ასე უნდა განვაგრძოთ."

"დუბაიში ჩატარებული სავარჯიშო სესიების დროს სოლსკიაერმა რეშფორდი ინდივიდუალჯრად მოამზადა. ის მას დიდი მატჩებისა და გამარჯვების გოლის გასატანად ამზადებდა."

"უემბლიზე" გამარჯვება ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" ოთხეულს საგრძნობლად მიუახლოვდა.

"ჩვენ მომავალში ყურება უნდა გამვაგრძოთ. შემდეგი მატჩი "ბრაიტონის" წინააღმდეგ გვაქვს და სამი ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვნახოთ, სად ვიქნებით სეზონის ბოლომდე."


წყარო: ManUtd.com
სხვა
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 იანვარი 2019 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Sad viqnebit da Mesame adgilze..Es sezonis dawyebamde cudi Iyo magram exla sauketeso Iqneba sitvaciidan gamomdinare
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
14 იანვარი 2019 23:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბრაიტონთანაც ჰაერივით საჭიროა 3 ქულა
0
№3
ავტორი: Vaskaa
15 იანვარი 2019 08:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ბრაიტონი
ბარნლი
ლესტერი
ფულემი
და მერე ლივერპული
უმაგრესი კალენდარი გვაქვს.
0
№4
15 იანვარი 2019 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 312
ციტატა: Vaskaa
ბრაიტონი
ბარნლი
ლესტერი
ფულემი
და მერე ლივერპული
უმაგრესი კალენდარი გვაქვს.

ესეც კიდევ 15 ქულა უდანაკარგოდ

კიდევ კარგი რეალმა კურტუა იყიდა, დაგვეხსნებიან ერთხელ და სამუდამოდ. პსჟ-ში კი არ წავა ჩვენი დათუნია.
0
№5
ავტორი: Svanchester
15 იანვარი 2019 12:13
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
რეშის პროგრესი მახარებს განსაკუთრებულად. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სოლსკიაერი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მარკუსს. მოურინიოს წასვლის შემდეგ აშკარაა რო ყველამ იპოვა თავისი თავი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top