თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2019, 13:59
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1698,
კომენტარები: 10
"ის, უბრალოდ, დაუჯერებელია"
დავიდ დე ხეას ვრცელი ინტერვიუ და ფეხბურთელები ნომერ პირველი მეკარის შესახებ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გმირი, დავიდ დე ხეა, აცხადებს, რომ გუშინდელი გამარჯვება მხოლოდ დავიდის დამსახურება არ არის და დაცვამ ამ ყველაფერში დიდი წვლილი შეიტანა.

დავიდ დე ხეა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მან ხმათა 91% მიიღო. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ესპანელმა მსოფლიო კლასის დონის სეივები გააკეთა და გუნდს, ფაქტობრივად, სამი ქულა მარტომ მოუტანა.

მფრინავმა ესპანელმა საერთო ჯამში 11 სეივი განახორციელა. ამით მან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რადგან აქამდე "პრემიერ ლიგის" ერთ მატჩში არცერთ მეკარეს არ განუხორციელებია ამდენი სეივი.

"ჩვენ უბრალოდ უნდა მოგვეგო. პირველ ტაიმს კარგად ვაკონტროლებდით, ხოლო მეორე ნახევარში დიდი წნეხის ქვეშ მოგვიწია ყოფნა. მათ ბევრი შანსები ჰქონდათ, თუმცა ჩვენ, როგორც გუნდმა, ძალიან კარგად მოვახერხეთ თავის დაცვა და, შესაბამისად, სამი ქულაც მოვიპოვეთ."

"პირველი ორი სეივის შემდეგ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. რამდენიმე მათგანი არც კი მახსოვს, ასე რომ ვერც კი გეტყვით, რომელი იყო ჩემთვის საუკეთესო სეივი. აუცილებელი იყო კარის მშრალად შენახვა, ასე რომ ყველა სეივი მნიშვნელოვანი იყო. ეს ყველასთვის რთული მატჩი იყო. კარგად ვუტევდით, ბევრი მომენტი შევქმენით - ეს არის "იუნაიტედი".

"ვიქტორ ლინდელოფმა და ფილ ჯონსმა უმაღლეს დონეზე ითამაშეს. მხოლოდ მათ არა, მთლიანმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენ ეს დონე უნდა შევინარჩუნოთ და რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ. აუცილებელია, რომ ოთხეულისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ."

"ძალიან ლამაზი გოლი გავიტანეთ, თუმცა მეორე ნახევარში დიდი წნეხის ქვეშ მოგვაქციეს. "ტოტენჰემი" ძალიან კარგი გუნდია და შესაბამისადაც ითამაშეს. ბევრი მომენტი შექმნეს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად დავიცავით თავი. მიმაჩნია, რომ სამ ქულას ვიმსახურებდით და შედეგით ძალაინ ბედნიერები ვართ ყველა."

"ჩვენ დუბაიში ბევრი ვიმუშავეთ. შეტევებზე, სწრაფ გადაცემებზე, ყველაფერზე ვივარჯიშეთ. საერთო ჯამში, ფანტასტიკური გოლი გამოვიდა. დუბაიში დასასვენებლად ნამდვილად არ ვყოფილვართ. ძალიან, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რაც ჩვენ შეგვეტყო. დღეს ბრწყინვალენი ვიყავით."

"ძალიან მნიშვნელოვანია კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვის და საერთოდ ყველასთვის, რომ ოთხეულში მოვხვდეთ და "ჩემპიონთა ლიგაზე" ვითამაშოთ. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და კარგია, როცა გუნდი ასე თამაშობს. ოლეს კლუბში ბედნიერება მოაქვს. ფეხბურთელები კარგად თამაშობენ, გუნდი გაძლიერებულია. ვიცით, როგორ უნდა ვაკონტროლოთ თამაში, როგორ შევინარჩუნოთ გუნდი, როგორ შევქმნათ მომენტები და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია. ეს არის ნამდვილი "მანჩესტერ იუნაიტედი".

დე ხეას თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მის თანაგუნდელებს. ყველა ფეხბურთელი და მენეჯერიც კი მატჩზე საუბრობდნენ.

მარკუს რეშფორდი: "დღევანდელი დღე გოლებზე არ იყო, დღევანდელი დღე მეკარეზე იყო, რომელმაც უბრალოდ საოცრებები ჩაიდინა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უკან დავიდი დგას. ახლაც გაოცებული ვარ. როცა დე ხეა გიდგას უკან, ეს თავდაჯერებას გმატებს."

ანდერ ერერა: "როდესაც გოლი გაგაქვს მეტი თავდაჯერებითა და რწმენით თამაშობ. მე-60 წუთამდე თავისუფლად შეგვეძლო მეორე გოლის გატანაც, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ. შემდგომ უკვე ყველაფერი დავიდზე იყო. ის ნომერ პირველია. ასეთი არასდროს არაფერი მინახავს. დაუჯერებელი იყო. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ დე ხეას მატჩით სიამოვნება მივიღოთ."

ჯესი ლინგარდი: "დავიდი ბრწყინვალე იყო. თუმცა ეს მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა. ის თავის სიმაღლეზე რჩებოდა და ყველაფერს აკონტროლებდა. მისი სეივები ბევრი გოლის ტოლფასი იყო."

ოლე გუნარ სოლსკიაერი: "დავიდი ფანტასტიკური იყო. როდესაც 11 სეივს აკეთებ ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ორმა სეივმა გაოგნებული დამტოვა, დანარჩენი დე ხეასგან მოსალოდნელი იყო. ის მსოფლიოში ნომერ პირველია, ეს ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ. ორი ბურთი ახლაც არ ვიცი როგორ აიღო. ის უბრალოდ ყოველთვის სწორ დროს სწორ ადგილასაა. არცერთი მომენტი არ ეპარება, ყოველთვის მოძრაობს. ხანდახან მისი სეივები მარტივი გვეჩვენება, მაგრამ ვერ ვიაზრებთ, რომ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან, უბრალოდ, იცის როდის რა პოზიციაზე უნდა იდგეს."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: qamari
14 იანვარი 2019 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
დე ხეა არის უკვე მანიუს ისტორია ,შმეიხელისდა ვანდე საარის პატივის და მიუხედავად ,მას ეკუთნის ,და მიიღებს ახლო მომავალში მორიგ დამსახურებულ პრემიერ ლიგის და ჩემპიონ ლიგის ტიტულს
0
№2
ავტორი: The Special One
14 იანვარი 2019 14:24
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
იმსახურებს ეს კაცი რაიმე დიდ ტიტულს,იმედია წელს ჩემპიონთა ლიგას გავეთამაშებით love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№3
ავტორი: SANDROGRIGA
14 იანვარი 2019 14:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კედელივით იყო, მართლა winked დაადო ბოქლომი და თქვა რო არ აპირებდა გოლის გაშვებას
0
№4
ავტორი: LASHQARA
14 იანვარი 2019 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
N1 love am
0
№5
ავტორი: levionok
14 იანვარი 2019 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ჩემთვის ეს ბიჭი ნომერ პირველა და არ გახდება მეორე არასდროს თუ სიტიში არ წავა(შმეიხელივი)!
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
14 იანვარი 2019 16:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ალბათ ყველაზე კარგი რამ რაც ბაბუსგან დარჩა გუნდს ეს დეხეაა.მე არ ვიცი ის რასაც სს კაცი აკეთებს უბრალოდ წარმოუდგენელია.3ჯერ მაინც ისეთი ამოიღო აშკარა გოლი რო მეგონა.ნომერ პორველია და ტყუილად ნურც ექნება ვინმეს პრეტენზია
0
№7
ავტორი: ikeoni
14 იანვარი 2019 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რათქმა უნდა საუკეთესოა ამაზე დავა არ უნდა იყოს❤️
0
№8
ავტორი: GGMU69
14 იანვარი 2019 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
მერე გამოხნაურდება ვიღაცა და იტყვის ბეკერი ჯობიაო შტეგენი ჯობიაო ლორისი ჯობიაო კურტუა ჯობიაო ბებიაჩემი ჯობიაო
0
№9
ავტორი: რეალისტი
14 იანვარი 2019 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
წლის თამაში დადო გუშინ მასტმა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№10
ავტორი: stepno
15 იანვარი 2019 02:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არასოდეს მეგონა დეხეას ნაირ მეკარეს თუ ვნახავდი საოცრება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top