თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2012, 21:59
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2662,
კომენტარები: 25
მსოფლიოში ურთულესი პროფესია
არ ააქვს მნიშვნელობა რას ლაპარაკობს ხალხი,
როდესაც წავალ ჩემს შემცვლელის ძებნას არ დავიწყებ
მსოფლიოში ურთულესი პროფესია
თქვენ ალბათ ფიქრობთ,რომ ეს სათაური შეერთებული შტატების პრეზიდენტს ეკუთვნის,რომელიც ფაქტიურად მთელ მსოფლიოს ფლობს? ან, შეიძლება ეკუთვნის "იუვენტუსის" სპორტულ დირეკტორს,რომელიც დიდი რაოდენობით თანხას პოულობს,იმისათვის რომ კარგი ფეხბურთელები იყიდოს და შემადგენლობა გააძლიეროს.არა!მსოფლიოში ურთულესი პროფესიაა-იყო სერ ალექს ფერგიუსონი,ან კიდევ რთული იყო მისი მემკვიდრე.ყველამ იცით,რომ უკვე 25 წელიწადი გავიდა რაც სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედს" უდგას სათავეში.ალბათ ყველა დამეთანხმება,რომ ეს არც თუ ისე პატარა ციფრია.რა თქმა უნდა იყვნენ ისეთი მწვრთნელებიც,რომლებსაც გუნდში 40 წელიწადზე მეტი გაუტარებიათ,მაგრამ ისინი დღეს ამ ციფრების გამო ახსოვთ.სერ ალექსი სხვანაირია.როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მწვრთნელზე,პირველ რიგში ვამაყობთ იმით,თუ რა რამდენს მიაღწია მან გუნდთან ერთად.ბევრი ჩვენთაგანი,ყველა თუ არა,ხანდახან ამბობს,რომ ალექს ფერგიუსონმა ცუდი შემადგენლობა გამოიყვანა,ზოგი კი იმ დონემდე მიდის,რომ გუნდს და სერ ალექს შეურაწყოფას აყენებს და იმაზეც არ ფიქრობს,რომ ფერგიუსონს თამაშის წინა დღეს საერთოდ არ უძინია.იმუშავო მწვრთნელად 70 წლამდე ეს უკვე დიდი მიღწევაა,დანარჩენზე არაფერს ვამბობ.ზოგი ცხოვრებას ვერ ასწრებს იმდენს,რამდენიც სერ ალექსმა "იუნაიტედში" გაატარა.წარმოიდგინეთ რამდენია-25 წელიწადი.25 წლის უკან ჰარი რედნაპი 39 წლის ამბიციური მწვრთნელი იყო,რომელიც ამდენ ვისკის არ სვამდა.25 წლის უკან მანჩინი 21 წლის იყო და იმ ასაკში არც იცოდა,თუ რა იყო ფეხბურთი.ადამიანი,რომელიც არაფრით არარის სერ ალექსზე ნაკლები-არსენ ვენგერი 25 წლის უკან საფრანგეთის მეორე დივიზიონში ვარდებოდა "ნანსისთან"ერთად.25 წლის უკან ანდრეს ვილაშ ბოაში 9 წლის იყო და სკოლაში სწავლობდა.25 წლის უკან პოლიტიკურ რუკაზე აღნიშნული იყო "სსსრ"- და "იუგოსლავია",მაგრამ არ იყო გერმანია,ხალხი გებულობდა თუ რა იყო კომპიუტერული ვირუსი,ნევთის ფასი ერთ ბარელზე 10 დოლარს უდრიდა და მსოფლიოში კიდევ მიმდინარებოდა ომი ავღანეთში,ომი ირანსა და ერაყს შორის.და ამ ყველაფრის შემდეგ ვინ არ არის დარწმუნებული იმაში,რომ სერ ალექსი თვით ეპოქაა?!

მსოფლიოში ურთულესი პროფესია


რთულია იყო სერ ალექს ფერგიუსონი,მაგრამ უფრო დიდ პრობლემებს წააწყდება მისი შემცვლელი,რომელიც შოტლანდიელის წასვლის შემდეგ მოვა.ნებისმიერს აქვს ნანახი,როდესაც შოტლანდიელი გვირაბიდან გამოდის და მთელი სტადიონი მას ტაშს უკრავს და ავიწყდებათ,ის რომ მის უკან მოდიან:რუნი,ვიდიჩი და გიგზი.წარმოუდგენელია ვინმემ სხვამ,ფეხზე დააყენოს 80 ათასი გულშემატკივარი.ჩნდება კითხვა,ვინ იქნება სერ ალექსის შემცვლელი?გაუძლებს თუ არა ის გულშემტკივრების სტვენასა და შეურაწყოფას?ვინც არ უნდა იყოს ის ადამიანი,მას მოუწევს ამ ყველაფრის გავლა."იუნაიტედს" სჭირდება გამოცდილი ადამიანი,რომელმაც იცის რა არის გამარჯვება.პირველი კანდიდატი ჟოზე მაურინიოა,გენიალური მწვრთნელი დადებითი და ამავ დროულად უარყოფითი საქციელით.მთელი 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული,რომ ნახევარმა ვინც ეს გვარი წაიკითხა სიძულვილისაგან სახეს ხელი ააფარა,მეორე ნახევარს კი სიხარულისაგან სახე გაუნათდა.მე პირადად მოწონს პორტუგალიელი,მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს,იმისა რომ ის "წითლებს" ჩაუდგეს სათავეში.არის მეორე ვარინტიც, პეპე გვარდიოლა.როი კინი,რომელიც პრაკტიკას გადის, გარი ნევილი, სულშერმა კი უკვე თავისი ასაკისათვის ძალიან ბევრს მიაღწია.სკოულზი?მწვრთვნელობის ნაცვლად,მას ურჩევნია სადმე "ლანკარშირში" ან "იორკშირში" თავსხმა წვიმაში 10 წლის ბიჭს აკვირდებოდეს,ვიდრე დაუდგეს ესეთ გუნდს სათავეში,როგორიც "მანჩესტერია" და 24 საათი ყურადღების ცენტრში იყოს.დაგვრჩა გიგზი.მე პირადად არანაირი წარმოდგენა არ მაქვს,თუ როგორი მწვრთნელი შეიძლება მისგან დადგეს.აი,მაგალითად კინი-ძველი სკოლის ტიპიური წარმომადგენელია,ასევე რაღაცით გავს ფერგისაც-ყვირილი,გინება და როდესაც საჭირო იქნება ნებისმიერს მიუჩენს თავის ადგილს.სულშერი-თანამედროვე მწვრთნელი-ფსიქოლოგია,რომელიც კარგად იჭერს კავშირს ნებისმიერ ფეხბურთელთან.რაც შეეხება რაიანს(ძალიან მინდა ვთქვა სერ რაიან),მაგრამ არ შემიძლია.ყველაფრის მიუხედავად მისი მიღწევები არანაირად არ ჩამოუვარდება სერ ალექსის მიღწევებს.

"ცხოვრების მთავარი ასპეკტი მუშაობაა და მე ამის ყველანაირი უფლება მაქვს.შეიძლება ვინმეს უსაქმურობა უყვარდეს,მე კი მინდა გავაგრძელო იმის კეთება,რასაც აქამდე ვაკეთებდი."


სპეციალურად RedArmy.Ge-სთვის, თარგმნა ლაშა ქარდავამ
სტატიები
25 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
15 ოქტომბერი 2012 22:06
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
და ამ ყველაფრის შემდეგ ვინ არ არის დარწმუნებული იმაში,რომ სერ ალექსი თვით ეპოქაა?!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: Ví Ví
15 ოქტომბერი 2012 22:06
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ფერგი ყველას მირჩევნიხარ <3 და ვიდა შენ ძაან მაგარი ხარ რა სტატიებში ვერ შეგედრება ვერავინ ;)
0
№3
ავტორი: VaRdo
15 ოქტომბერი 2012 22:06
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ლაშ!

ისე ფერგიუსონზე ძაან ბევრი სიახლე იდება wink დაასვენეთ ეს კაცი ცოტა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: R.v.Persie
15 ოქტომბერი 2012 22:07
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ViDa,
ბარსელონას და რეალის ფანები, რომლებისთვისაც ჯოზე და გვარდიოლა არიან ეპოქები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№5
ავტორი: Ví Ví
15 ოქტომბერი 2012 22:07
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
VaRdo,
:D :D :D :D :D :D
0
№6
ავტორი: GeorgeBest
15 ოქტომბერი 2012 22:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სურათი მაგარია! cerealguy
0
№7
ავტორი: Ví Ví
15 ოქტომბერი 2012 22:08
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
R.v.Persie,
კარგი რა ამ კაცს რომელი შეედრება ტო 25 წელი მიკვდა კლუბს ეს არის ერთგულ კაცი
0
№8
ავტორი: UTD-Rule
15 ოქტომბერი 2012 22:08
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ლაშა !! love

VaRdo,
+1 lol2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: R.v.Persie
15 ოქტომბერი 2012 22:09
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ციტატა: ViVi
25 წელი მიკვდა კლუბს ეს არის ერთგულ კაცი

ისინი ასე ფიქრობენ. ჩემთვის ფერგი ერთადერთია, ის მანამ არ წავა სანამ თამაშიდან მკვდარს არ გაიტანენ troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№10
ავტორი: Ganso
15 ოქტომბერი 2012 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ღოჩაღ! შეიძლება უადგილო კითხვაა, მაგრამ მაინტერესებს აი სრულიად ამ საიტში რამდენი ლარი გაისროლეთ.. ყველაფრიანად! მეც მინდა ამდაგვარი საიტი არა მანჩესტერზე ოღონდ wink

ფერგის რაც შეეხება ასეთები 10000 ში ერთხელ..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top