თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2019, 15:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1655,
კომენტარები: 7
"ჩემი მოსვლით სანჩესისთვის ახალი ერა იწყება"
ოლე გუნარი სანჩესის ფორმის პიკის ნახვას გვპირდება.
ოლე გუნარ სოლსკიაერს სწამს, რომ მისი მოსვლის შემდეგ ალექსის სანჩესისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. გულშემატკივარი ჩილელის ფორმის პიკს სულ მალე იხილავს.

"იუნაიტედის" 7 ნომერს 14 მატჩის გამოტოვება მოუწია ბარძაყის ტრავმის გამო. დეკემბერში კი ვერცერთი თამაში ვერ ჩაატარა.

დაბრუნებიდან ჩილელმა უკვე ორი ასისტი მიითვალა და "ნიუკასლსა" და "რედინგთან" გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა.

იმედია, ფორვარდი დღევანდელი მატჩისთვის მზად იქნება. "უემბლიზე" მას საოცარი შედეგი აქვს - 8 გოლი 8 მატჩში.

ხუთშაბათის პრესკონფერენციაზე ოლე გუნარმა ალექსის სანჩესის შესახებ ისაუბრა.

"მას საკუთარი თავისთვის თავადვე აქვს წაყენებული მაღალი სტანდარტები. როდესაც ასე რთული ეტაპის გავლა გიწევს და პლიუს რამდენიმე მატჩის გამოტოვება, რთულია, რომ შენს თავში რწმენა და თავდაჯერებულობა ისევ აღმოაჩინო. "

"ასე რომ, მე მასთან ბევრი ვისაუბრე პირადად. მისთვის ეს ახალი დასაწყისია. ჩემი და მაიკის მოსვლის შემდეგ მის კარიერაში ახალი ერა იწყება. ვიმედოვნებ, რომ მისგან საუკეთესოს ვიხილავთ, რადგან ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია."

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემები გვქონდა. ტრავმიდან გამომდინარე მას არ ჰქონია შანსები იმისა, რომ დაემტკიცებინა თუ რა შეუძლია. ჯერ კიდევ ბევრი დრო დასჭირდება სრულად გამოსაჯანმრთელებლად და საკუთარი შესაძლებლობების ხალხისთვის საჩვენებლად. შემდგომ ყველა ერთად ვიხილავთ თუ რა შეუძლია ალექსისს."



წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
13 იანვარი 2019 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ეხლა გვჭირდები შეჩემა რა დროს ტრამვა იყო. იმედია ლიგისთვის ფორმაში იქნება და შეძლებს 90 წუთამდე თამაშს
0
№2
ავტორი: LASHQARA
13 იანვარი 2019 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
შენ პირს შაქარი ოლეეგააა lol love am
0
№3
ავტორი: Svanchester
13 იანვარი 2019 15:48
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
სოლსკიაერის მოსვლით მთელი გუნდისთვის დაიწყო ახალი ერა
0
№4
ავტორი: ikeoni
13 იანვარი 2019 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Magari imedi maqvs oles xelshi bevrs miaxwevs gundi ❤️
1
№5
ავტორი: რეალისტი
13 იანვარი 2019 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
აუ რაღა ეხლა დაემართა ამ უპატრონოს ტრავმა როცა გვჭირდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№6
ავტორი: SANDROGRIGA
13 იანვარი 2019 18:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მართლა რა ცუდ დროს მიიღო ტრავმა
0
№7
ავტორი: wiking
14 იანვარი 2019 08:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
სულ რომ მოაშორონ არა??
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top