თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2019, 22:23
ავტორი: The Special One,
ნანახია: 1947,
კომენტარები: 10
იორკი ყოფილ თანაგუნდელზე საუბრობს
ლეგენდარული მანჩესტერელი სოლსკიაერს აქებს.
იორკი ყოფილ თანაგუნდელზე საუბრობს
1999 წელს ტრებლის გამარჯვებული გუნდიდან ოლე გუნარი ბოლო იქნებოდა იმ სიაში, რომელიც სათავეში "წითელ ეშმაკებს" ჩაუდგებოდა.

სოლსკიაერის გოლით "იუნაიტედმა" შეძლო და მატჩის ბოლო წუთებზე "ბაიერნს" მეორე და გადამწყვეტი გოლი გაუტანა, რითაც გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

დიდი დროის შემდეგ კი ის "იუნაიტედში" ჟოზეს არეულის დასალაგებლად ჩამოვიდა ,ახლა უკვე მწვრთნელის როლში, რასაც მოჰყვა მისი ძალიან კარგი დებიუტი და ზედიზედ 5 მოგებული მატჩით.

იორკი The Sun-თან საუბრისას აცხადებს:"თუ 1999 წელს მეტყოდით, მიმოიხედე გასახდელში და ამოირჩიე ადამიანი, რომელიც მომავალში "იუნაიტედის" მწვრთნელი გახდება, ამ სიაში ოლე ბოლო ადგილს დაიკავებდა. ის ძალიან წყნარი იყო."

"ვფიქრობდი, რომ როდესაც ის რეზერვებში და აკადემიის ბიჭებთან მუშაობდა, მხოლოდ მომავალ თაობას მოამზადებდა, მაგრამ რაც მან შეძლო, ეს გასაოცარია, ამას ვერ უარყოფ."

იორკმა ასევე დაამატა:"იუნაიტედი" განსაკუთრებული გუნდია, მსოფლიოში საუკეთესო, შენ არ შეგიძლია უბრალოდ დაივიწყო ის, თუ რა გზით შექმნეს მათ ეს ყველაფერი, ოლე კი სწორედ ამ გზას უბრუნდება"

"მან გუნდს კვლავ დაუბრუნა კავშირი, კავშირი რომელიც არასდროს უნდა დაიკარგოს"

"ახლა ვუყურებ მათ თამაშებს და ეს ყველაფერი იმას მახსენებთ, თუ როგორ ვთამაშობდით ჩვენ, ფეხბურთელები კვლავ იღებენ ამით სიამოვნებას"


"თუ ოლე ასე გააგრძელებს და ტიტულს მოიგებს, ის უნდა დარჩეს გუნდში,რატომაც არა?"-დაასრულა "იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
12 იანვარი 2019 22:46
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სანჩესი არ წაუყვანიათ ლონდონში :((((
0
№2
ავტორი: Malboro463
12 იანვარი 2019 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: shotkin
სანჩესი არ წაუყვანიათ ლონდონში :((((

ვერ გვითხატი კარგი ამბავი :/
ანუ რა გამოდის მარცხნივ ენტონი იქნება და ჯესიკა მარჯვნივ? რომელუ სავარაუდოთ სკამიდან დაიწყებს
0
№3
ავტორი: რეალისტი
12 იანვარი 2019 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: Malboro463
ციტატა: shotkin
სანჩესი არ წაუყვანიათ ლონდონში :((((

ვერ გვითხატი კარგი ამბავი :/
ანუ რა გამოდის მარცხნივ ენტონი იქნება და ჯესიკა მარჯვნივ? რომელუ სავარაუდოთ სკამიდან დაიწყებს

დააა.. რატო არწაიყვანეს? ტრავმა ჰქონდა თუ? დუაბიში მოიწია რამე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№4
ავტორი: Dato kutaisi
12 იანვარი 2019 23:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
სანჩესის არწაყვანა არამგონია კარგი ამბავი იყოს.ასეთ თამაშებში ასეთი კალიბრის თუნდაც ზამენაზე რომ გიზის იცი რომ გაძლიერება შეგიძლია.ალბათ რამე დაემართა და მიტო არ წაიყვანეს სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.უმაღლესი კლასი აქვს აი ფანტასტიური ბურთის ფლობა და დრიბლინგი.აუ ლინგარდის ფაფხურის ყურება მე პირადად ძაან ნერვებს მიშლის.ბაზარი არაა იხარჯება მაგრამ უტვინო ფეხბურთელია ძაან
0
№5
ავტორი: kobinio
13 იანვარი 2019 00:04
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: რეალისტი
ციტატა: Malboro463
ციტატა: shotkin
სანჩესი არ წაუყვანიათ ლონდონში :((((

ვერ გვითხატი კარგი ამბავი :/
ანუ რა გამოდის მარცხნივ ენტონი იქნება და ჯესიკა მარჯვნივ? რომელუ სავარაუდოთ სკამიდან დაიწყებს

დააა.. რატო არწაიყვანეს? ტრავმა ჰქონდა თუ? დუაბიში მოიწია რამე

ბოლო თამაშზე შეცვლა თავად ითხოვა უიგანთან,ბარძაყისუკანა კუნთზე იკიდებდა ხელს ალბათ გაუმიზეზდა.
0
№6
ავტორი: რეალისტი
13 იანვარი 2019 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: kobinio
ციტატა: რეალისტი
ციტატა: Malboro463
ციტატა: shotkin
სანჩესი არ წაუყვანიათ ლონდონში :((((

ვერ გვითხატი კარგი ამბავი :/
ანუ რა გამოდის მარცხნივ ენტონი იქნება და ჯესიკა მარჯვნივ? რომელუ სავარაუდოთ სკამიდან დაიწყებს

დააა.. რატო არწაიყვანეს? ტრავმა ჰქონდა თუ? დუაბიში მოიწია რამე

ბოლო თამაშზე შეცვლა თავად ითხოვა უიგანთან,ბარძაყისუკანა კუნთზე იკიდებდა ხელს ალბათ გაუმიზეზდა.

მადლობა კობა ძმა, გაიხარე!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№7
ავტორი: ikeoni
13 იანვარი 2019 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სანჩესის გამოკლება ნაღათ არ გვაწყობდა რაა:(((
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
13 იანვარი 2019 00:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დიდი შანსია რო დატოვონ ოლე, თუ დადებით შედეგს დადებს.
0
№9
13 იანვარი 2019 12:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 313
უბდა დატოვონ, უფრო სწორედ- კონტრაქტი უნდა გაუგრძელონ, მიოლდეც თავისავით წვეტიანი ჰყავდა.
0
№10
ავტორი: red alex
13 იანვარი 2019 12:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ამ კაცმა შეძლო ფერგის წასვლის შემდეგ ისევ დავრეგისტრირებულიყავი ამ საიტზე და ჩემი უსაზღვრო სიმპათია გამომეხატა მის მიმართ!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top