თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2019, 18:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2053,
კომენტარები: 7
როდის დაამარცხა "იუნაიტედმა" "ტოტენჰემი" პირველად?
გუნდები "უემბლიზე" მეოთხედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
როდის დაამარცხა
"მანჩესტერ იუნაიტედი" 13 იანვარს "ტოტენჰემს" უკვე 191-ჯერ დაუპირისპირდება. თუმცა ეს მხოლოდ მეოთხე შემთხვევა იქნება, როცა კლუბები მატჩს "უემბლიზე" გამართავენ.

ნაციონალურ სტადიაონზე ბოლო სამი შეხვედრიდან ორი ჩატარდა, როცა "წითლები" მასპინძლებმა 2-0 ანგარიშით დაამარცხეს.

პირველად, დაახლოებით 10 წლის წინ, სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები "უემბლის" "ტოტენჰემთან" სათამაშოდ 2009 წელს ეწვივნენ "ლიგის თასის" მატჩის სათამაშოდ.

120 წუთის განმავლობაში გოლის გატანა ვერცერთმა მხრემ ვერ მოახერხა. პენალტების სერიაში ბენ ფოსტერმა ჯეიმ ო'ჰარის პენალტი აიღო და ამის შემდეგ ანდერსონმა გამარჯვების გოლი გაიტანა და, შესაბამისად, "იუნაიტედი" შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"იუნაიტედის" თერთმეტეული იმ დღეს ახალგაზრდებითა და უკვე გამოცდილი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ჯონ ოში, რიო ფერდინანდი, პატრის ევრა, რონალდუ, პოლ სქოულზი, ნანი და კარლოს ტევეზი ძირითად გუნდში თამაშობდნენ. მათ ახალგაზრდებიდან ჯონი ევანსი, დარონ გიბსონი და დენი უელბეკი შეუერთდათ.

შანსი მიეცა ფოსტერსაც, რადგან სერ ალექს ფერგიუსონმა ედვინ ვან დერ სარის დასვენება გადაწყვტია. მან მწრთნელს იმედები არ გაუცრუა, პენალტი აიღო და შესაბამისად მატჩის გმირის ტიტულიც კი მიიწერა. მანამდე კი აარონ ლენონის დარტყმულზე საოცარი რეაგირება მოახდინა და კარგი სეივიც გააკეთა.

რაიან გიგზმა, ტევეზმა, რონალდუმ და ანდერსონმა პენალტების სერიაში გოლების გატანა მოახერხეს, თუმცა "ტოტენჰემიდან" მხოლოდ ვედრან კორლუკმა შეძლო ბურთის ბადეში მოთავსება.

"წითლებისთვის" ეს 2008-2009 წლის სეზონში უკვე მესამე ტიტული იყო. შეგახსენებთ, რომ მათ ამ წლებში ოთხი ტიტული მოიგეს. "იუნაიტედისთვის" ეს წელი წარმატებული გამოდგა, რადგან "წითლები" "ჩემპიონთა ლიგის" ტიტულის აღმართვასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, ფინალში "ბარსელონამ" 2-0 ანგარიშით დაამარცხა.


წყარო: ManUtd.com
სხვა
7 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
11 იანვარი 2019 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ყველაზე უტრაკო გუნდია ტოტენჰემი არსენალის ბულკი. ამასთან რომ წაგებ მმიშვნელოვან თამაშს მიხვდი რო მაგარი ტ რაკშია გუნდი
ფრეც წაფების ტოლფასია ამათტან
1
№2
ავტორი: ikeoni
11 იანვარი 2019 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magari oriania zeg magarii gaxeven bichebi ❤️
1
№3
ავტორი: stepno
11 იანვარი 2019 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მამლები ვერ წარმოიდგენენ რა ელით :))) ნამდვილი მანჩესტერი ძველი მანჩესტერი გამოვა მოედანზე კვირას და დარწმუნებული ვარ ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემენ ტოტენჰემს და გაიმარჯვებენ კიდეც
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
11 იანვარი 2019 21:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დიდი იმედი მაქვს მოვიგებთ ამ თამაშს
1
№5
ავტორი: Svanchester
12 იანვარი 2019 01:11
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ტოტენჰემი არ არის ის გუნდი რომელსაც აქვს ის მენტალიტეტი რომ იუნაიტედისნაირ გიგანტ გუნდებს ფსიქოლოგიური წნეხი შესთავაზოს, სასიამოვნო იქნება ამათი ლეგენდობის მოტრფიალე პოჩეტინოს ამოყირავება. მე თუ მკითხავ ამ გუნდს ოთხეულში არაფერი ესაქმება
1
№6
ავტორი: LASHQARA
12 იანვარი 2019 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეს თამაში უკვე ნანახი მაქ ძველ ტელევიზორში და 1-2 მოვიგეთ lol love am
0
№7
ავტორი: რეალისტი
12 იანვარი 2019 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: Svani
ტოტენჰემი არ არის ის გუნდი რომელსაც აქვს ის მენტალიტეტი რომ იუნაიტედისნაირ გიგანტ გუნდებს ფსიქოლოგიური წნეხი შესთავაზოს, სასიამოვნო იქნება ამათი ლეგენდობის მოტრფიალე პოჩეტინოს ამოყირავება. მე თუ მკითხავ ამ გუნდს ოთხეულში არაფერი ესაქმება

ტოტენჰემს არააქვს ისეთი დიდი მდიდარი ისტორია, ტრადიციები როგორც მანჩესტერს,ბარსელონასა, და რეალს აქვთ არც არასოდეს იყო ცნობილი კარგი თამაშით, ევროსარბიელზეც დიდად ვერ იჩანდა თავს, და ვერ დებდა სახარბიელო შედეგს. მაგრამ უნდა ითქვას რომ ეს ბოლო 4 წელია ამ გუნდს შედეგი დაეტყო, და ძალიან უსაფუძვლო იქნება (როგორც შენ ახსენე ბრატ) თქვა რომ ეს გუნდი ოთხეულს არ იმსახურებსო. ეს ჩემი აზრია ძმაო, დანარჩენში შემოგევლოს ჩემი თავი! <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top