თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2019, 18:01
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1802,
კომენტარები: 9
"მისი შესაძლებლობები ამოუწურავია"
ემილიო ალვარესი დავიდ დე ხეას შესახებ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეთა მწრთვნელი ემილიო ალვარესი აცხადებს, რომ დავიდ დე ხეას ჯერ კიდევ ბევრის მიღწევა შეუძლია. შესაძლოა, მსოფლიოში ნომერ პირველ მეკარედ უკვე აღიარეს, თუმცა ესპანელის შესაძლებლობები ამით არ ამოწურულა და მას გაცილებით მეტი შეუძლია. ემილიომ დანარჩენ მეკარეებზეც ისაუბრა.

"დავიდს, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი სათამაშო დრო ეძლევა, მაგრამ სამივე მათგანი ძალიან კარგად თამაშობს. დავიდის შემთხვევაში ყოველთვის ვფიქრობთ, როგორ შეიძლება, რომ უფრო და უფრო გაუმჯობესდეს. სიმართლე რომ გითხრათ, არ მგონია, რომ დავიდი ოდესმე შეწყვეტს განვითარებას. დამიჯერეთ, მომავალში უფრო და უფრო უკეთესი გახდება!"

დავიდ დე ხეა ძალიან ბევრს ვარჯიშობს მოედანზე და მოედანს გარეთაც. მასთან ერთად ბევრს მუშაობენ სერხიო რომეროცა და ლი გრანტიც. ისინი მუდმივად ცდილობენ ერთმანეთზე უკეთესები გახდნენ.

"ისინი მუდმივად ცდილობენ, რომ ერთმანეთზე უკეთესები გახდნენ, მაგრამ მათი ურთიერთობა უბრალოდ ბრწყინვალეა. ამით ძალიან ვამაყობ და ვბედნიერდები. მათ გუნდთანაც საოცარი ურთიერთობა აქვთ, რითაც ძალიან ვამაყობ. ვფიქრობ, რომ ეს სამეული მთელ გუნდში შესანიშნავ განწყობას ქმნის."

რომეროს ახლახანს მიეცა დრო თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად. შეგახსენებთ, რომ სერხიომ "რედინგის" წინააღმდეგ ითამაშა, სადაც "იუნაიტედმა" კარი მშრალად შეინახა. არგენტინელი კი რამდენიმე კარგი სეივით გამოირჩეოდა.

გრანტი "იუნაიტედს" ამ ზაფხულს შეუერთდა და "წითლები" მისი შთამბეჭდავი მოძრაობებით რამდენიმეჯერ გააოცა.

"სიმართლე რომ გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ გრანტი მხოლოდ ჩვენგან სწავლობს. ის ძალიან, ძალიან სასიამოვნო ადამიანია. ჩვენ მისგან ბევრს ვსწავლობთ, რადგან ის ძალიან კარგი მეკარეა, ძალიან ძალიან კარგი პროფესიონალი და როგორც ადამიანი უბრალოდ საოცარია. დაუჯერებელია მისი ურთიერთობა დანარჩენ ფეხბურთელებთან. ძალიან გაგვიმართლა, რომ ის გვყავს."

"სამივე მეკარეს საოცარი შესაძლებლობები აქვთ და მსურს, რომ მსოფლიოში სამივე საუკეთესო იყოს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ასეთ მეკარეებთან მუშაობა,"- დაასრულა ემილიომ.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: giorgiginturi
11 იანვარი 2019 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
მართალია ეს კაცი, უბრალოდ სამივე თავისი წევრია და ტეხავს ღიად თქვას რომ დევიდის ნაირი არცერთი არააო
0
№2
ავტორი: man21utd
11 იანვარი 2019 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
არადა რეალურად რო შეხედო სამივე ძალიან კარგი მეკარეა რაც მე მათ თამაშებს ვუყურე არცერთისგან იუნაიტედში არ მინახია უხეში შეცდომა
0
№3
ავტორი: ikeoni
11 იანვარი 2019 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ise martla magari mekareebi gvyavs da dexeaze exla xo laparaki zedmetia ubralod nomer 1 mekarea❤️
0
№4
ავტორი: holandieli mfrinavi
11 იანვარი 2019 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
პრემიერლიგის რომელი გუნდი ეტყოდა უარს რომეროს პირველ მეკარეობაზე?

თან მეცოდება ეგ ოხერი სკამზე და თან მეიმედება
0
№5
ავტორი: stepno
11 იანვარი 2019 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მართალიაა რასაც უყურებ არანაირი დაძაბულობა არ ჩანს ერთმანეთში და მაგრად ასწორებს რაა
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
11 იანვარი 2019 21:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნამდვილად ძლიერი მეკარეები ყავს გუნდს
0
№7
ავტორი: giorgi_mg
12 იანვარი 2019 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რა დრო დაგვიდგა 3 უმაგრესი მეკარე გვყავს, არადა დრო იყო ბარტეზი გვყავდა მთავარ მეკარედ ))))
0
№8
ავტორი: Svanchester
12 იანვარი 2019 01:08
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
დე ხეა უდავოდ ნომერ პირველია. რომერო დე ხეას ფონზე არ ჩანს თორემ ნამდვილად დაიმკვიდრებდა თავს ნებისმიერ პრემიერ ლიგურ გრანდში, თუმცა ალბათ უფრო ხელფასის ამბავია მისი აქ ყოფნა, აი გრანტი კი უბრალოდ საიმედო მესამე მეკარე.
0
№9
ავტორი: რეალისტი
12 იანვარი 2019 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
იმ შმეიხელის რაც იყო თავის დროზე, იმას არცერთი ჯობია და მანჩესტერის ისტორიაში N1 იქნება შემდეგ მოდიან დეხეა და ვანდ დე სარი ორივე უძლიერესი მეკარე მაგრამ, მე შმეიხელს არცერთი მირჩევნია. ჩემი ბებერი ლომი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top