თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2019, 11:47
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1756,
კომენტარები: 9
"ტაქტიკის შეცვლას არ ვაპირებ"
ოლე გუნარი "ტოტენჰემთან" მატჩის წინ.
ოლე გუნარ სოლსკიაერი დაჟინებით აცხადებს, რომ "იუნაიტედის" ბოლოდროინდელი შემტევი სტილი "ტოტენჰემთან" მატჩისთვის არ შეიცვლება. ნორვეგიელი არ მიიჩნევს, რომ ეს "იუნაიტედის" პირველი გამოცდაა მისი მოსვლის შემდეგ.

"წითლები" მეექვსე წარმატებული თამაშისა და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. მატჩი "უემბლის" სტადიონზე შედგება. "ტოტენჰემი" ლიგაში მესამე ადგილს იკავებს. ბოლო რვა თამაშიდან შვიდ მატჩში გამარჯვება მოიპოვა, ბოლო სამ მატჩში კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ამ დროის განმავლობაში "იუნაიტედმა" "კარდიფი", "ჰადერსფილდი", "ბორნმუთი", "ნიუკასლი" და "რედინგი" დაამარცხა. ოლეს მოსვლის შემდეგ კი "წითლებმა" საერთო ჯამში 16 გოლის გატანა მოახერხეს.

ნორვეგიელმა აღიარა, რომ მატჩის წინ აუცილებლად უნდა მოემზადო იმისთვის, რაშიც მოწინააღმდეგე მხარე ძლიერია, თუმცა მიუხედავად ოპონენტისა ამასთანავე განაცხადა, რომ მისი შემტევი ტაქტიკის შეცვლას არ აპირებს.

"ყოველთვის გიწევს შენს მოწინააღმდეგესთან ადაპტირება. ყველამ ვიცით ლიგის საუკეთესო გინდები და, რა თქმა უნდა, მათ ძლიერ მხარეებზე უნდა მოვახდინოთ რეაგირდება. მაგრამ მე ისე გავიზარდე, რომ ჩემს მთავარ ტაქტიკად შეტევა რჩება. ვფიქრობ, ეს ჩვენი ერთ-ერთი ძალაა - წინ წასვლა, შეტევა... როგორც გუნდი, ასე ვთამაშობდით მთელი ისტორიის განმავლობაში, ეს არის "იუნაიტედის" გზა."

"შესაძლოა, "ტოტენჰემთან" იმდენი მომენტი არ გვქონდეს, როგორც სხვა თამაშებში. ასე რომ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. ზუსტად უნდა ვიცოდეთ როდის შევეხოთ ბურთს, როდის წავიდეთ შეტევაში. მთელი სტადიონი უნდა გამოვიყენოთ და ავითვისოთ."

ჩვენ გამოცდები უკვე გავიარეთ.

სოლსკიაერმა მოსვლის შემდეგ "პრემიერ ლიგაში" ოთხი მატჩი ჩაატარა. მართალია ოთხივე თამაში "იუნაიტედის" გამარჯვენით დასრულდა, თუმცა ყველა მათგანი ლიგის ბოლოში მყოფი კლუბების წინააღმდეგ ჩატარდა. მიუხედავად ამისა, ოლეს სჯერა, რომ კვირის მატჩი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მისი პირველი გამოცდა არ იქნება.

"არა - ჩვენ გამოცდები უკვე გავიარეთ. "ნიუკასლთან" გასვლაზე თამაში უკვე გამოცდაა. პირველი მატჩიც გამოცდა იყო. პირველი სახლში ჩატარებული მატჩი - როგორი რეაქცია ექნებოდა გულშემატკივრებს ჩვენს თამაშზე - ესეც გამოცდა გახლდათ."

"გამოცდებს ყოველ მატჩში ვაბარებთ, ეს ეჭვგარეშეა. თუმცა, ეს მატჩი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინაამდეგ იმართება და თუ ჩვენ მათთან მიახლოება გვსურს კარგი მატჩი უნდა ვაჩვენოთ და კარგი შედეგიც დავდოთ."

კეინი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია.

"ტოტენჰემში" "პრემიერ ლიგის" ბომბარდირი ჰარი კეინი თამაშობს. მის სახელზე 14 გოლია.

როგორც ყოფილი ფორვარდი, ოლე მიიჩნევს, რომ კეინი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, თუმცა სოლსკიაერს თავადაც ფლობს იარაღებს შემტევ ხაზშში.

"ჰარი ნამდვილად არ არის ცუდი ფეხბურთელი, თქვენ როგორ ფიქრობთ? ის ფანტასტიკური შემსრულებელია - ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. თუმცა არ დაივიწყოთ ჩემი შეტევის ხაზი. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათთან მუშაობა მომიწია."

"კეინი უმაღლესი კლასის პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, რომ მის თანაგუნდელებსა და მწრთვნელს გაცილებით მეტი რამის თქმა შეუძლიათ, ვიდრე - მე. თუმცა გარედან რასაც ვხედავ არის ის, რომ ის ფანტასტიკური შემსრულებელია, თითქმის არასდროს უშვებს მომენტს ხელიდან. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, რათა ჩვენთან შანსები არ ჰქონდეს".


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
11 იანვარი 2019 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Yvelaze Cota ar wavagebt da dalshe vnaxavt Ra moxdeba unda movigot Uechveli ❤️
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
11 იანვარი 2019 12:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თამაშის მსვლელობისას გამოჩნდება ყველაფერი...
0
№3
ავტორი: dzia_David
11 იანვარი 2019 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მატჩი გველოდება წინ. ვესტ ჰემთან გასვლაზე არსენალი ან ჩელსი რომელიმე კიდევ დაკარგავს ქულებს მგონია. ნუ თუ გაგვაბედნიერეს და მოვიგეთ ხო ტოტენჰემთანაც 7 ქულას ვიტოვებთ. + ამას 24 ში ლივერპულამდე ბრაიტონი, ბარნლი, ლესტერი და ფულემი. პსჟმდე გუნდის კიდევ დასალაგებლად და მოსამზადებლად არაა ეს 4 თამაში ცუდი. აი პსჟსთან როგორ ვიჭიდავებთ და რა შედეგი დაიდება ვნახოთ 13 ში და მშვენიერი შესვენებაა მერე ლივერპულამდე. პირველი წრის მერე აბაროტია ასაღები :D
0
№4
ავტორი: The Special One
11 იანვარი 2019 16:30
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ეს თამაში კარგი იქნება გუნდის ხასიათის გასაუმჯობესებლად,ამის მერე კიდევ ზედიზედ ადვილი თამაშები მოდის და არ არის ქულების დაკარგვის დრო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: stepno
11 იანვარი 2019 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესე დიდი ხანია მანჩესტერის თამაშს არ დავლოდებივარ. ფერგის წასვლის მერე თითქმის ყველა ძლიერ გუნდთან მოედანზე ჩვენ ვიყავით აშკარად მე-2 გუნდი მიუხედავად იმისა რომ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ. ყველა გუნდი ჩვენზე მეტ მომენტს ქმნიდა და თითქმის თუ არ გამოვყოფთ 2-3 თამაშს ყველა თამაში აუცაიდერები გამოვჩნდით. ეს იყო საშინელი წლებიი რასაც მე უყურებდიი,მოურინიოს დროს კომენტარის გაკეთებაც არ ღირს ყველამ კარგად იცის რა ხდებოდა ლივერპულთან თამაშს მოვიყვან მაგალითად მარტოო. მოკლედ ერთი სული მაქ რომ ძლიერი გუნდი დავჩაგროთ რაც ადრე ხდებოდა ხოლმე,ერთი სული მაქ ტოტენჰემს მოუგოთ და ხმა მაღლა დავიყვიროთ რომ ეეს მანჩესტერ იუნაიტედიაა!!!!!!
0
№6
ავტორი: OzBeTa
12 იანვარი 2019 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ციტატა: stepno
ესე დიდი ხანია მანჩესტერის თამაშს არ დავლოდებივარ. ფერგის წასვლის მერე თითქმის ყველა ძლიერ გუნდთან მოედანზე ჩვენ ვიყავით აშკარად მე-2 გუნდი მიუხედავად იმისა რომ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ. ყველა გუნდი ჩვენზე მეტ მომენტს ქმნიდა და თითქმის თუ არ გამოვყოფთ 2-3 თამაშს ყველა თამაში აუცაიდერები გამოვჩნდით. ეს იყო საშინელი წლებიი რასაც მე უყურებდიი,მოურინიოს დროს კომენტარის გაკეთებაც არ ღირს ყველამ კარგად იცის რა ხდებოდა ლივერპულთან თამაშს მოვიყვან მაგალითად მარტოო. მოკლედ ერთი სული მაქ რომ ძლიერი გუნდი დავჩაგროთ რაც ადრე ხდებოდა ხოლმე,ერთი სული მაქ ტოტენჰემს მოუგოთ და ხმა მაღლა დავიყვიროთ რომ ეეს მანჩესტერ იუნაიტედიაა!!!!!!

ტოტენჰემითაც არ გადაწყდება მთლად, რადგან არაა ის გრანდი ჯერ. სი ლუზერებს, სიტის და ჩელსს რო მოვუგებთ მერე. ვაღიაროთ დაბრუნება ასპარესზზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№7
ავტორი: Svanchester
12 იანვარი 2019 00:48
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
მართალია სოლსკიაერი. არ არის ეს გამოცდა, როგორ შეიძლება ტოტენჰემთან თამაშს იუნაიტედისთვის გამოცდა ერქვას. გამოცდა ჩატარდა უკვე 5 მატჩში. მაგრად არ მაინტერესებს ქვედა ადგილოსნები იყვნენ თუ სათავეში მყოფები. ამ კაცმა დაგვიბრუნა იუნაიტედი და ტოტენჰემსაც ერთ ჩვეულებრივ მატჩს შევთავაზებთ არაჩვეულებრივი ანგარიშით და სახლში წამოღებული სამი ქულით. ვისაც გამოცდად მიგაჩნიათ ეს თამაში თქვენიც მესმის რა მხრივ.
0
№8
ავტორი: M.Rashford
12 იანვარი 2019 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
რა თქმა უნდა, მანჩესტერმა უნდა ითამაშოს თავისი თამაში, შემტევით სტილს და ატქტიკურ დაცვას არ უღალატებს გუნდი
0
№9
ავტორი: რეალისტი
12 იანვარი 2019 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
აბა შენიცი ოლე!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top