თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2019, 18:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1535,
კომენტარები: 4
თავი 16: არ არსებობს სახლზე უკეთესი ადგილი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
თავი 16: არ არსებობს სახლზე უკეთესი ადგილი
სერ ბობი ჩარლტონისგან მიღებული ზედმეტსახელის - "ოცნების თეატრის" - მქონე "ოლდ ტრაფორდი" საქვეყნოდ ცნობილი ადგილი ფეხბურთის მოყვარულთათვის, რომლებიც მას უკვე 105 წელია იცნობენ.

"ნორდ როუდისა" და "ბენქ სთრითის" არასახარბიელო პირობების გადატანის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" სახელოვანმა არქიტექტორმა, არჩიბალდ ლეიტჩმა უზრუნველყო. შოტლანდიელმა დააპროექტა სტადიონი, რომელიც უფრო მეტად შეეფერებოდა კლუბს, რომელსაც ახალი ფინანსური გავლენა სავსე ამბიცია ჰქონდა. 1910 წლის თებერვალში "ოლდ ტრაფორდი" გულშემატკივრებისთვის გაიხსნა და ამას მაშინვე მოჰყვა კარგი გამოხმაურებები.

"ყველაზე ლამაზი, ყველაზე განიერი, ყველაზე დაუვიწყარი სტადიონი, რაც კი ოდესმე მინახავს. საფეხბურთო მოედანი, რომლის მსგავსიც არ არსებობს დედამიწაზე", - აღნიშნავდა თავის დროზე გაზეთი Sporting Chronicle, ჟურნალმა Empire კი დაამატა: "ოლდ ტრაფორდი" - კლასიკური სპორტული არენაა და ეს სახელწოდება მხოლოდ მანჩესტერთან როდი ასოცირდება."

"ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" პირველი სეზონი ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით დასრულდა, მაგრამ მომდევნო წლებმა არაფრისმომცემად ცოტა ტიტული შემატა მათ მონაგარს, თავად სტადიონი კი მეორე მსოფლიო ომის დროს ავიაიერიშების შედეგად ძლიერ დაზიანდა.

"მანჩესტერ სიტის" სტადიონი "მეინ როუდი" "იუნაიტედის" დროებით სამკვიდრო გახდა, როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფეხბურთო მატჩები განახლდა, "ოლდ ტრაფორდის" რემონტი კი კოსმეტიკური რემონტის ფარგლებს გასცდა. მეტ ბასბი ევროპის საუკეთესო სტადიონზე ოცნებობდა და "ოლდ ტრაფორდზე" დაამონტაჟეს პროჟერქტორები და ვიპ-ლოჟები. თავდაპირველად სტადიონი 30 ათას მაყურებელს იტევდა, "ოცნების თეატრზე" ადგილების რაოდენობა მინიმუმ 44 ათასს აღწევდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" წარმატებებმა სტადიონის ტევადობის ზრდა გამოიწვია.

მორიგი განახლება და "ოლდ ტრაფორდის" ტევადობა 75 ათას მაყურებლამდე ავიდა: "მანჩესტერ იუნაიტედის" სახლი - ყველაზე დიდი და ბრიტანული ფეხბურთის საკლუბო სტადიონებს შორის ყველაზე მაღალფარდოვანი, რომელიც კონკურენტების არენებს პრესტიჟულობითა და მასშტაბით აჭარბებდა. "ოლდ ტრაფორდი" არ იყო მხოლოდ სტადიონი, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" საშინაო მატჩებს ატარებდა. ეს არენა სანაკრებო მატჩებს, ჩემპიონთა ლიგის ფინალებს, ინგლისის თასის ფინალსაც მასპინძლობდა და სპორტის სხვა სახეობების ღონისძიებებიც ტარდებოდა.

ერთხელ სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა: "ოლდ ტრაფორდი" - ყველაზე ლამაზი სტადიონია, რომელიც მუდამ ინარჩუნებს თავის ჯადოსნურ ატმოსფეროს. ის, რასაც ახლა წარმაოდგენს, არის სურათი, რომელიც ქვეცნობიერად წარმომედგინა კლუბში ჩემი მუშაობის დროს. მთელი ამ წლების განმავლობაში სტადიონი ძალიან შეიცვალა. გასაოცარი ატმოსფეროა, რადგან გულშემატკივარი მოედნის კიდესთან ძალიან ახლოს იმყოფება. უსასრულოდ ამაყი ვარ იმის გამო, რომ "ოლდ ტრაფორდი" - განსაკუთრებული სტადიონია".

"წითელი ეშმაკების" ყველა გულშემატკივრისთვის "ოლდ ტრაფორდზე" მოხვედრა კიდევ ერთი დასტურია ძველი გამოთქმისა: არ არსებობს სახლზე უკეთესი ადგილი
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 იანვარი 2019 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11412
Imedia rodesme movxdebi am stadionze❤️
0
№2
ავტორი: Svanchester
12 იანვარი 2019 20:40
  • სიახლეები: 2761
  • კომენტარები: 3857
ოცნებების თეატრი _ ამით ყველაფერი ნათქვამია
0
№3
ავტორი: რეალისტი
13 იანვარი 2019 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: Svani
ოცნებების თეატრი _ ამით ყველაფერი ნათქვამია

100% დამასწარი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 იანვარი 2019 00:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სახელი მართლა შესანიშნავი აქვს, ცოტა კიდე თუ შეავლებენ ხელს კარგი იქნება :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top