თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2019, 15:36
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1585,
კომენტარები: 7
პოგბა მოურინიოს წასვლის შემდეგ ბედნიერად გრძნობს თავს
პოლ პოგბას ინტერვიუ სოლსკიაერის "იუნაიტედის" შესახებ.
პოგბა მოურინიოს წასვლის შემდეგ ბედნიერად გრძნობს თავს
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა "იუნაიტედში" არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ მან ფეხბურთით სიამოვნების მიღება დაიწყო. ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ, ფრანგმა ოთხი გოლის გატანა მოახერხა და რამდენიმე ასისტიც მიითვალა.

"ახლანდელ სიტუაციაში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ნოემბრამდე ბევრს არ ვთამაშობდი, მოედანზე დაბრუნება, ამდენი სათამაშო დრო და ბიჭებთან ერთად ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება ძალიან კარგია."

პოგბამ ბოლო ფორმიდან გამომდინარე, დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიგო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრანგმა ოთხი გოლის გატანა მოახერხა. ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რომელ გოლს გამოარჩევდა ამ ოთხი გოლიდან, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:

"ალბათ, "ბორნმუთთან" თავით გატანილი გოლი. სწორი დრო შევარჩიეთ, ანდერ ერერამაც კარგად გადაჭრა და საერთო ჯამში ლამაზი გოლი გამოვიდა."

პოგბამ "ნიუკასლთან" ჩატარებულ მატჩში ტრავმა მიიღო და, შესაბამისად, "ინგლისის თასის" თამაშის გამოტოვება მოუწია. თუმცა ფრანგს ერთი სული აქვს როდის დაბრუნდება და "იუნაიტედს" ზედიზედ მეექვსე გამარჯვებას მოუტანს.

"ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ, ასე რომ გამარჯვება ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს,"-დაამატა პოგბამ.

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ "პრემიერ ლიგა" ძალიან რთული ჩემპიონატია და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი თამაში გვაქვს წინ, თუმცა ეს ხუთი თამაში თავდაჯერებულობას გვმატებს."

"ფსიქოლოგიურად გაძლიერებულები და მზად ვართ. მთელი სეზონის განმავლობაში გვინდა, რომ იგივე ვაკეთოთ და ასე განვაგრძოთ თამაში."

"იუნაიტედი" "პრემიერ ლიგაში" კვლავ მეექვსე ადგილზე იმყოფება, თუმცა უკვე ოთხეულისგან უკვე მხოლოდ 6 ქულა აშორებს.


წყარო: Goal.com
სხვა
7 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
10 იანვარი 2019 15:45
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
დავაი გადაღუნეთ ტოტენხემიი )
პ.ს. პსჟმ ვისთან წააგო?))
0
№2
ავტორი: glory28
10 იანვარი 2019 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: 100%Red
დავაი გადაღუნეთ ტოტენხემიი )
პ.ს. პსჟმ ვისთან წააგო?))

მონპელიასთან თასის თამაში იყოოო
0
№3
ავტორი: Svanchester
10 იანვარი 2019 17:16
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
პოგბა უფრო და უფრო უკეთესი გახდება
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
10 იანვარი 2019 17:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მინიმუმ ასე რო გააგრძელოს ძაან დიდი ძალაა
0
№5
ავტორი: stepno
10 იანვარი 2019 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
amas kide sheudzlia momateba
0
№6
ავტორი: ikeoni
10 იანვარი 2019 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi pol sheni imedi gvaq mtavari figura xar gundshi dexeastan ertad ❤️
0
№7
ავტორი: რეალისტი
10 იანვარი 2019 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ტოტენჰემთან გამოჩნდება ამის კლასი :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top