თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2019, 23:40
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1986,
კომენტარები: 17
"გუნდში უთანხმოება აუცილებელია"
სოლსკიაერი ფეხბურთელების შესახებ.
"იუნაიტედის" ფეხბურთელები სოლსკიაერის მეთვალყურეობის ქვეშ უფრო გუნდურები და ბედნიერები არიან ვიდრე მოურინიოსთან. პორტუგალიელი მუდმივად აკრიტიკებდა თავის ფეხბურთელებს და პოგბასთანაც ხშირი კონფლიქტით გამოირჩეოდა. მათ შორის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ პოგბას ძმამ "იუნაიტედის" წარუმატებლობა მთლიანად მოურინიოს დააბრალა.

მართალია, ფეხბურთელები ბევრად უფრო ბედნიერები ჩანან, თუმცა სოლსკიაერის განცხადებით გუნდში უთანხმოება იმის ნიშანია, რომ ფეხბურთელებს კლუბის სიტუაცია ანაღვლებთ.

"მე უკვე შევამჩნიე რომ ფეხბურთელები ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ. ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევს ირგვლივ, რაც ყველა კლუბისთვის აუცილებელია."

"არა არის საჭირო, რომ საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მთავარია გუნდში ეს ატმოსფერო სუფევდეს."

"ფეხბურთელებს შორის ერთი-ორჯერ კონფლიქტი სუფევდა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, აქ ტრაგედია არაფერია."

"თუ ვარჯიშები მცირედი კონფლიქტით დასრულდება, არ მადარდებს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ისინი გამარჯვებისთვის არიან დაბადებულები და მათ გაუმჯობესება სურთ."

"თუ ვარჯიშებზე დამარცხებასა და შეცდომებს შევეგუებით, იგივე მოხდება თამაშებზეც."

"რაც შეეხება დუბაიში წამოსვლას, აქ ორი მთავარი მიზანი მქონდა - ამინდი და ბიჭების ერთად ყოფნა. აქ ისინი ვარჯიშის შემდეგ თავიანთ ცოლებსა და ბავშვებთან ვერ გარბიან. ძალიან ბევრი დრო გვაქვს ვიდეო ანალიზისა და ტაქტიკების შესამუშავებლად."

ასეა თუ ისე, სოლსკიაერის მეთოდები აქამდე ამართლებს, რადგან მისი წყალობით "იუნაიტედმა" ბოლო ხუთ მატჩში გამარჯვება მოიპოვა. ახლა კი "წითლები" "ტოტენჰემთან" სტუმრობისთვის ემზადებიან.


წყარო: Goal.com
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Svani
9 იანვარი 2019 23:48
  • სიახლეები: 1398
  • კომენტარები: 2791
სრული სიმართლეა. ზოგჯერ საჭიროა კამათიც უთანხმოებაც ყოველთვის ყველაფერი მომღიმარი სახეებით ვერ გაკეთდება. მარტივი თეზისი კი ერთია: ჭეშმარიტებას აზრთა სხვადასხვაობის ჯახი წარმოშობს, იმარჯვებს საუკეთესო!!!
0
№2
ავტორი: რეალისტი
9 იანვარი 2019 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ყოველთვის მომწონს ოლეს ინტერვიუები, მართლაც ძალიან მაგარი ადამიანია საუბარზეც ეტყობა.აი ესეთი ვინმე სჭირდებოდა მანჩესტერს, გაუხანგრძლივონ ამ კაცს და არანაირი პოჩეტინო, ზიდანი და ა.შ ამაზე კარგი შედეგი შეიძლება ვერცერთმა დადოს, იცის ამ კაცმა მანიუ და მე მჯერა რო მიაღწევს თავის მიზნებს!
6
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№3
ავტორი: ikeoni
10 იანვარი 2019 00:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7862
Debilebivit xoar uqneven aba tavs ertmanets:))) tumca zomiereba ar unda daikargos tore Ki vnaxet ra shedegic moaqvs:(( ole unda darches yvela pontshi❤️
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
10 იანვარი 2019 00:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7954
არსებობს რაღაც ხაზი, რომლის იქითაც არცერთ ფეხბურთელს არ ექნება გადასცლის უფლება, თუმცა საფეხბურთო უთანხმოება უფრო გააძლიერებს გუნდს და უკეთესი ვარიანტის მოძებნაში დაეხმარება უკვე თამაშის მსვლელობისას.
2
№5
ავტორი: nika1983
10 იანვარი 2019 08:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ფერგიმ მანჩესტერი სასის სამხედრო ბაზაზე აიყვანა მთებში და იქ ავარჯიშა , ამათ რა უჭირთ დუბაის 75* სასტუ მროში :)
1
№6
10 იანვარი 2019 09:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ძალიან კარგი მიდგომა აქვს ოლეს .
1
№7
ავტორი: LASHQARA
10 იანვარი 2019 10:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1569
ფაქტია რომ გუნდი გუნდს დაემსგავსა და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს love am
1
№8
ავტორი: ALEXFERGUSON
10 იანვარი 2019 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 872
სოც ქსელში გავრცელდა პოგბას მიმართვა ფინალის წინ. შეგიძლიათ ნახოთ. საკმაოდ საინტერესო და ემოციური მიმართვაა https://www.facebook.com/leadersportge/videos/365465044246044/
2
№9
ავტორი: bziki
10 იანვარი 2019 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1473
ტოტენჰემს მაგრა მჯერა რო გადაუვლის ,ბევრი მიზეზია მაგის,ტოტეს საკადრო პრობლემები აქ სონიც არ ეყოლებათ მგონი,სართოდ არაფერი გუნდი არაა საშვალო დონეა პოჩეტინოს უნდა ულოკოს ლევმა რო ამ დონეზე ათამაშებს,ერთი კეინია იმასაც ბაილი დაუდგება ეგ მაინც იცის ერთი-ერთზე თამაში.
აქეთ კიდე ყველა ჯანზეა დასვენებულები და გაღიმებულები:D:D
სანჩესი დაიწყებს როგორც ჩანს მარსიალის მაგივრად.სანჩესი-რეში-ლინგარდი ტყავს გააძრობენ პრესინგში.
0
№10
10 იანვარი 2019 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ისე სასტავ რას ფიქრობთ 1-2 ფეხბურთელი რომ დავიმატოთ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ლიგის მაქსიმუმი რა იქნება ერთი სული მაქვს როდის მოვა ჯერ ტოტენჰემთან მატჩი და მერე ლიგაც რო გადავხნათ ისფულის მონები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

12 დეკემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი
ალკმაარი
ევროპა ლიგა
14 დეკემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ევერტონი
პრემიერ ლიგა
21 დეკემბერი 2019, 19:00
უოტფორდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ალკმაარი12 დეკემბერი
ევერტონი14 დეკემბერი
უოტფორდი21 დეკემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

7 დეკემბერი 2019, 21:30
სიტი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
4 დეკემბერი 2019, 23:30
იუნაიტედი2
ტოტენჰემი1
პრემიერ ლიგა
1 დეკემბერი 2019, 20:30
იუნაიტედი2
ასტონ ვილა2
პრემიერ ლიგა
სიტი7 დეკემბერი
ტოტენჰემი4 დეკემბერი
ასტონ ვილა1 დეკემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top