თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2019, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1742,
კომენტარები: 6
თავი 15: უელსელი ჯადოქარი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
თავი 15: უელსელი ჯადოქარი
მოთამაშე, მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, ყველაზე ერთგული ფეხბურთელი, ლეგენდა - "მანჩესტერ იუნაიტედში" მხოლოდ რაიან გიგზი დაიკვეხნის ასეთი სინონიმებით.

1991 წლის მარტში "ევერტონთან" "იუნაიტედის" საშინაო მატჩში დენის ირვინი რომ შეცვალა, ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, როგორი გავლენის მოხდენა შეეძლო კარდფიში დაბადებულ და სოლფორდში გაზრდილ გიგზს 23 წლის განმავლობაში როგორც ფეხბურთელს და შემდეგაც, როგორც სამწვრთნელო შტაბის წევრს.

"წითელი ეშმაკების" რიგებში გიგზმა თავისი კარიერა ბრიტანული ფეხბურთის ერთ-ერთი პერსპექტიული მომავლის მქონე ფეხბურთელის სტატუსით დაიწყო. ბავშვობიდან "იუნაიტედს" ქომაგობდა, მაგრამ მოზარდობისას "მანჩესტერ სიტიში" უთამაშია. სერ ალექს ფერგიუსონი პირადად ეწვია რაიანს სახლში, რათა დარწმუნებულიყო, რომ ახალგაზრდა ნიჭი "იუნაიტედს" ხელიდან არ დაუსხლტებოდა, როცა კონკურენტებთან გააფორმა კონტრაქტი. აღმოჩნდა, რომ შოტლანდიელის ეს გადაწყვეტილება საბედისწერო იყო.

სისწრაფე, ტექნიკა და სიმშვიდე - გიგზის თამაშის ფუნდამენტი იყო და სწორედ ეს უნარები აშინებდა მოწინააღმდეგის მცველებსა და აღაფრთოვანებდა "იუნაიტედის" გულშემატკივრებს თანაბარზომიერად. რაიანი კვირიდან კვირამდე დარბოდა მარცხენა ფლანგზე, ქმნიდა გოლეს და თავადაც იტანდა. დიდებულ ჯორჯ ბესტთან შედარება მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ უელსელმა ვინგერმა თავისი ადგილი დაიკავა საფეხბურთო ისტორიაში.

თავად გიგზი აღიარებს: "გამიმართლა, რომ ასეთ გუნდში მოვხვდი, რომელსაც კლუბის ისტორიაში ასეთი წარმატებული ეპოქა ჰქონდა". ნიჭმა და თანადროულობამ შეუწყო ხელი გიგზს ისეთი დიდებული კარიერის გაკეთებაში, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა საქმისადმი ერთგულება, დაუღალავი შრომა, სიყვარული ფეხბურთისა და კლუბისადმი, რაც შესამჩნევი იყო ყველასთვის, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში აკვირდებოდა უელსელს.

სწორედ ამ უნარების ხარჯზე მოიგო გიგზმა ყველა შესაძლო საფეხბურთო ჯილდო: 2 ჩემპიონთა ლიგა, 13 პრემიერ ლიგა, 4 ინგლისის თასი, 3 ლიგის თასი, 1 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, 1 კონტინენტთაშორისი თასი, 1 UEFA-ს სუპერ თასი და 9 ინგლისის სუპერთასი. ამასთან, რაიანმა არაერთი დაუვიყვარი მომენტი შექმნა, რაც კლუბის ისტორიაში შევიდა, როგორიც არის, მაგალითად, 1999 წლის ინგლისის თასის ნახევარფინალში "არსენალის" კარში გატანილი გოლი. ეს ბურთი - საფეხბურთო გენიის დასტურია. საბოლოოდ კი "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პირველი და ერთადერთი ტრებლი გაიფორმა.

დღესდღეისობით 43 წლის რაიანი სხვაგვარად იცვამს. მან იმუშავა ლუი ვან გალის სამწვრთნელო შტაბში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. დროებით ხელმძღვანელობდა გუნდს 2013/14 წლების სეზონში დევიდ მოიესის წასვლის შემდეგ, ამჟამად კი უელსის ნაკრებს თავკაცობს.

"ახლაც ისევე გავცემ ყველაფერს, როგორც ფეხბურთელის კარიერის დროს", - მოგვითხრობს რაიანი. "ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირადაა. უნდა ვიფიქრო როგორ მწვრთნელმა და არა, როგორც ფეხბურთელმა. ფეხბურთელი რომ ვიყავი, მინდოდა, უქმე დღეების შეჯამებისას საუკეთესო ვყოფილიყავი, ახლა კი ყოველდღე საუკეთესო ვარჯიშების ჩატარება მსურს. მინდა, რომ არა მარტო ისიამოვნონ პროცესით, არამედ ახალ დონესაც მიაღწიონ. ფეხბურთელობიდან მწვრთნელობამდე მისასვლელმა გზამ იდეალურად ჩაიარა. ვინ იცის, რა მელოდება მომავალში? მაგრამ რაც არ უნდა ვაკეთო, ვინც არ უნდა გავხდე, მსურს, საუკეთესო ვიყო, როგორც ადრეულ წლებში."

რა თანამდებობაც არ უნდა დაიჭიროს გიგზმა, ცოტა ვინმე თუ დაეჭვდება მის წარმატებაში.

სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
11 იანვარი 2019 22:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რთულია იყო როგორც სტაბილური, ისე საოცარი ფეხბურთელი. გიგზი კი ორივე ერთად იყო, ცოტა თუ დაიკვეხნის ასეთი საკლუბო კარიერით :))
1
№2
ავტორი: Svanchester
12 იანვარი 2019 01:16
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
პირადი ცხოვრება მისი საქმეა. მოედანზე კი ის უბრალოდ შეუდარებელი იყო. პირადად რაც არ მინახია იმას ვერ დავიჯერებ.
1
№3
ავტორი: ikeoni
12 იანვარი 2019 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: Svani
პირადი ცხოვრება მისი საქმეა. მოედანზე კი ის უბრალოდ შეუდარებელი იყო. პირადად რაც არ მინახია იმას ვერ დავიჯერებ.

Ratoa washlili Chemi komentari ? Ras ver daijereb chemo dzmao tviton aqvs natqvami asjer da sajarod mouxada Bodishi tavis dzmas:)) aravize naklebad ar miyvars rogor motamashe tore mand Ro magari miqaruli aqvs rat unda laparaki
0
№4
ავტორი: LASHQARA
12 იანვარი 2019 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მაგარი ფეხბურთელი იყო ძალიან, ორი აზრი არაა am
0
№5
ავტორი: Svanchester
12 იანვარი 2019 13:22
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: ikeoni
ციტატა: Svani
პირადი ცხოვრება მისი საქმეა. მოედანზე კი ის უბრალოდ შეუდარებელი იყო. პირადად რაც არ მინახია იმას ვერ დავიჯერებ.

Ratoa washlili Chemi komentari ? Ras ver daijereb chemo dzmao tviton aqvs natqvami asjer da sajarod mouxada Bodishi tavis dzmas:)) aravize naklebad ar miyvars rogor motamashe tore mand Ro magari miqaruli aqvs rat unda laparaki

შენ კომენტარში უცენზურო სიტყვა იყო მუხბე და მაგიტო წავშალე. პირადად თუ თქვა ეს სხვა საქმეა. მაგრამ მე გიგზს მხოლოდ საფეხბურთო ხედვებით ვაფასებ დანარჩენი პირადად არც მე ვისურვებდი ამ კაცის იუნაიტედის მწვრთნელად ხილვას, იმ მენტალიტეტის გამო რაც იმის მერე შეიქმნა.
0
№6
ავტორი: რეალისტი
12 იანვარი 2019 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
უელსელი ჯადოქარი love
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top