თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2019, 19:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1751,
კომენტარები: 7
თავი 14: მეშვიდე ცაზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
თავი 14: მეშვიდე ცაზე
სპორტში მაისურზე წარწერილი ზოგიერთი ციფრი დიდებულების სინონიმი ხდება. ზოგიერთი ნომერი, მაგალითად, მაიკლ ჯორდანის 23 და უეინ გრეტცკის 99, ხმარებიდან გადადის, როცა მათი მფლობელი კარიერას არულებს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" "შვიდიანი" ერთი ვარსკვლავიდან მეორეს გადაეცემა და უფრო მნიშვნელოვნად იქცევა გუნდის ისტორიაში.

შვიდიანის პიონერები, ფეხბურთის ჯადოქრები ბილი მერედითი და ჯორჯ ბესტი პუბლიკას შვიდნომრიანი მაისურით აოცებდნენ (თუმცა, სიმართლე ითქვას, ჩრდილო ირლანდიელი უფრო ხშირად 11 ნომერს ირგებდა), მაგრამ მხოლოდ 1981 წელს ბრაიან რობსონის გამოჩენის შემდეგ შეიძინა "შვიდიანმა" თავისთავადი სიცოცხლე.

სანამ მაისურზე ნომრის დაწერას ზემოთ დაიწყებდნენ, რობსონმა 7 თავად აირჩია და ამ ციფრს დაუმატა წონა, რომელიც გუნდის კაპიტნის სტატუსით "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში საოცარი კარიერის განმავლობაში შექმნა. მამაცი, ტექნიკური, გონებამახვილი და მეტოქისადმი უმოწყარო რობსონი ამ ნომერს 1993/94 წლების სეზონში ატარებდა, როცა პრემიერ ლიგაში გაჩნდა ფეხბურთელებისთვის ერთი კონკრეტული ნომრის მიმაგრების სისტემა.

როცა რობსონის კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა, "შვიდიანის" პირველი ხშირი მომხმარებელი ერიკ კანტონა გახდა, რომელმაც წინა წელს მიაშურა "ოლდ ტრაფორდს". "იუნაიტედში" ახალი აღმაფრთოვანებელი ეპოქა დაიწყო. ფრანგს ეს მაისური ბრაიან რობსონივით არ ეცვა: საყელო აწეული, გამოწეული მკერდით და მოწინააღმდეგ დატერორება შეტევაში და არა ცენტრში.

საფეხბურთო ოსტატობის კანტონასგან შესწავლის შემდეგ დევიდ ბექჰემი გახდა "იუნაიტედის" პირველი აღზრდილი ფეხბურთელი, რომელმაც "შვიდიანი" მოირგო; ინგლისელმა 1997 წელს ფეხბურთიდან მეფე ერიკის წასვლის შემდეგ ეულად დარჩენილი ტახტი დაიკავა. ცნობილი ადამიანის ზღაპრული ცხოვრების მოყვარულმა ბექჰემმა კლუბის შვიდ ნომერს თავისი ეშხი შემატა, ამავდროულად კი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის განუყოფელი ნაწილი გახდა.

შეამჩნია რა, როგორ აყვავდა სრულიად ახალგაზრდა დევიდი კანტონას შემდეგ "შვიდიანის" მიღებით, ფერგიუსონმა გადაწყვიტა, შემდეგ გამოეყენებინა "შვიდიანის" მზარდი გავლენა, როცა ბექჰემი 2003 წელს "რეალში" გადავიდა: მაისური უშრეტ ნიჭს ერგო, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ ერქვა.

ლისაბონის "სპორტინგიდან" გადასვლის შემდეგ პორტუგალიელმა 28 ნომერი მოითხოვა, რასაც ნაკრებში ირგებდა, მაგრამ მას ბექჰემის მემკვიდრეობა შესთავაზეს, რაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დაეხმარა.

2009 წელს კლუბის დატოვებისას კრიშტიანულ შესანიშნავად იცოდა, თუ რას ნიშნავდა შვიდი ნომერი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის. როცა მისი თანაგუნდელი მადრიდის "რეალიდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადავიდა, კრიშტიანუმ ანხელ დი მარიას თავისი ცოდნა გაუზიარა. "ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო შვიდი ნომერი", - განაცხადა ანხელმა კონტრაქტის გაფორმებისას. "კრიშტიანუ ყველაფერს მომიყვა და მითხრა, რას ნიშნავს".
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
10 იანვარი 2019 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Martla jadosnuri ricxvia maniustvis magram ronaldos wyevla dgemde mogvyveba da imedia moxsnis sanchesi am jados:)))
0
№2
ავტორი: რეალისტი
10 იანვარი 2019 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
სანჩესი ვერ ამართლებს ჯერ-ჯერობით ამ 7 ნომრიან მაისურს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№3
ავტორი: SANDROGRIGA
10 იანვარი 2019 21:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცოტა ფასი დაეკარგა ბოლო პრრიოდში შვიდიანს...
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
10 იანვარი 2019 21:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
7იანს რა დაფვირთვაც აქვს აი მაგიური და მისტიური,მაგის გამმართლებელი ამ მაბჩესტერში ნაღდად არაა.
ვაიმე როდის მივა ტოტესთან თამაში სული ამომდის პირში რა.გამადიდებელი ლუპით უნდა დავაკვირდე ყველა ფეხბურთელს რა აი ძაან მაინტერესებს რას იზამს ზოგადად ოლე და მერე გუნდი.ასე იმიტომ ვამბობ რომ ამ თამაშის წაგება ან ვერ მოგება არაფერს არ გადაწყვეტს გუნდისთვის და ტრაგედია არ იქნება.მინდა ოლემ აჩვენოს თავისი ტალანტი,იმიტომ რომ ზუსტად მისი სიჭკვიანის ჩვენება ამ ფამაშში იქნება იმის იმედის მომცემი რომ სწორ გზაზე ვართ და წინა მოგებები ფეხბჰრთელების მონდომების და მოწინააღმდეგის სისუსტის შედეგი არაა.მირჩევნია წავაგოთ და მწვრთნელი გამოჩნდეს ღირსეულად რომ ეს იმედი გააჩინოს.
მესმის რომ სუსტებთან ჰნდა აგროვო ქულები თუ ჩემპიონობა გინდა მაგრამ ტოპებთან თამაშებში ის ჩანს თუ რაოდენ ბევრზე გაქვს პრეტენზია და ლიგაზე რაზე შეიძლება გქონდეს პრეტენზია.მხოლოდ მერვედფინალის გუ მეტის.მოკლედ მიდი ოლე მიკუზე ერთი პოჩეტინო და მოუმთავრე ლაპარაკი მენეჯმენტს რომ მაგან უნდა შეგცვალოს
1
№5
ავტორი: men1me
10 იანვარი 2019 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
მერე იყო ოუენი-7 ვალენსია-7 დი მარია-7 დეპაი-7,ეხლა სანჩესი-7 და ყველანაირად ცდილობენ ხალხს ნომერი "7" შეაზიზღონ....არადა როგორ მახსოვს პირველად მანიუს მაისური რომ მიყიდეს პირველი რაც ვქენი შემოვატრიალე და მონუსხული ვუყურებდი დიდ თეთრ შვიდიანს...1 კვირა ლოგინშიც კი მაგ მაისურით ვწვებოდი....ეჰ შვიდიანი....
0
№6
ავტორი: Svanchester
11 იანვარი 2019 00:02
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
სანჩესი იმ დონეს ვერასდროს ვერ მიაღწევს,აქ რო ვთქვათ აი თუნდაც კრიშტიანუ ღირსეულად შეცვალაო, ეს ფანტასტიკაა და მეტი არაფერი.
0
№7
ავტორი: Smoke - N
11 იანვარი 2019 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
Sanchostvis ar unda miecat 7ni jobda vakanturi yofiliyo is ar imsaxurebs am nomris tarebas es ubralod chemi azria.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top