თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2019, 20:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1587,
კომენტარები: 4
თავი 13: წმინდა სამება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
თავი 13: წმინდა სამება
ისეთი ჯილდოს დაწესების შემდეგ, როგორიც ოქროს ბურთია, ინგლისურ მოედნებზე მოასპარეზე მხოლოდ 6 ფეხბურთელს გადაეცა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. მათგან სამი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთი შემადგენლობის წევრი იყო გუნდის ოქროს ათწლეულის განმავლობაში.

1963 წლიდან 1973 წლამდე ჯორჯ ბესტი, ბობი ჩარლტონი და დენის ლოუ მთელი კონტინენტის მასშტაბით მეტოქის დაცვას შიშის ზარს სცემდნენ, აჩვენებდნენ რა უდიდეს საფეხბურთო ნიჭს, რომელმაც სამივე მათგანს ზედმეტსახელი - "იუნაიტედის" სამება" და "ოლდ ტრაფორდის" წინ ქანდაკება არგუნა.

სამეული მეტ ბასბის გუნდში უმალვე არ გამოჩენილა. პირველი იყო ჩარლტონი, რომლის დებიუტიც მიუნხენის კატასტროფამდე 18 თვით ადრე შედგა. ტრაგედიის შემდეგ ბობიმ უმთავრესი როლი ითამაშა "წითელი ეშმაკების" აღდგენაში.

"ტორინოში" წარუმატებლად ასპარეზობის შემდეგ 1962 წელს შოტლანდიელი ლოუს შეძენა კარგი გადაწყვეტილება იყო: სადებიუტო სეზონში დენისმა 29 გოლი გაიტანა, რითაც დასაბამი დაუდო "იუნაიტედში" თავის ბრწყინვალე კარიერას. მანჩესტერელთა რიგებში ასპარეზობის მეორე სეზონში ლოუმ 42 მატჩში 46 გოლი გაიტანა და ეს რეკორდი დღემდე არავის დაუმხია.

იმ დროს შოტლანდიელს შეტევაში კომპანიონობას უწევდა ამოუცნობი, გასაოცარი ახალგაზრდა. ჯორჯ ბესტი, ქარიზმატული, მაგრამ ზედმეტად ტექნიკური მოზარდი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, სიფრთხილით შეიყვანეს პირველი გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ მისმა საფეხბურთო ოსტატობამ მალევე დაავიწყა ყველას სიფრთხილის შესახებ და სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა.

"მათ შორის მაშინვე შეიმჩნეოდა წარმოუდგენელი ურთიერთგაგება", - მოგვითხრობს პატ კრერანდი, რომელიც ნახევარდაცვიდან აკვირდებოდა სამეულის თამაშს. "დიდებულმა ფეხბურთელებმა იციან, როგორ უნდა ითამაშონ ერთად. რაოდენ რთული შეხვედრაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის თან გვდევდა თავდაჯერებულობა: ბობის, ღმერთმა იცის, საიდან შეეძლო დარტყმა. დენისი არაფრისგან ქმნიდა სახიფათო მომენტს, ჯორჯი კი სასწაულებს სჩადიოდა. ჯორჯი უბრალოდ ჯორჯი იყო: თავისი ამპლუის გამორჩეული წარმომადგენელი. გულშემატკივარი სტადიონს ავსებდა, რომ მათთვის თვალი ედევნებინა."

ბესტმა, ჩარლტონმა და ლოუმ ჯამში 1632 მატჩი ჩაატარეს და 665 გოლი გაიტანეს. ევროპასა და ინგლისში გამეფებული სამეული ასახავდა წარმატებას, რომელიც თვალისმომჭრელი იყო. ისინი შეიცავდნენ სხვადასხვა სახის ნიჭსა და უნარებს, რაც კლუბს გაცოცხლებასა და მაღალ საფეხურზე ასვლაში დაეხმარა. მას შემდეგ მათი თამაში რჩება იმ ყველაფრის ასახვად, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედი" წარმოადგენს.
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
9 იანვარი 2019 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Legendebi❤️
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
9 იანვარი 2019 23:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მარტო ამ ძეგლს რო შეხედო უკვე ჩანს რამხელა ისტორია აქვს კლუბს!
0
№3
ავტორი: რეალისტი
9 იანვარი 2019 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
სათაური აკვდება სტატიას!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№4
ავტორი: Svanchester
9 იანვარი 2019 23:43
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
საფეხბურთო სამყაროში ოქროს ასოებით ჩაწერილი გვარები.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top