თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2019, 13:17
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1539,
კომენტარები: 7
"იუნაიტედის" შემდეგი მეტოქე ცნობილია
ვინ დაუპირისპირდება "იუნაიტედს" შემდეგ ეტაპზე "ინგლისის თასზე".
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგი მეტოქე "ინგლისის თასზე" "არსენალი" იქნება. თამაშის დღე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის თვის ბოლოს, 25 და 28 იანვრის შუალედში შედგება. მატჩს "არსენალი" უმასპინძლებს "ემირეითზე".

ჩემპიონატის ყველაზე წარმატებული გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2015 წელს დაუპირისპირდნენ, როცა ყოფილმა "წითელმა ეშმაკმა" დენი უელბეკმა "იუნაიტედის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა და მასპინძელი "ოლდ ტრაფორდზე" 2-1 ანგარიშით დაამარცხა. გასვლითი თამაში "არსენალის" წინააღმდეგ "ინგლისის თასზე" ბოლოს 1988 წელს ჩატარდა, სადაც ბრაიან ბაკლეარმა პენალტის გატანა ვერ შეძლო. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მატჩი კი 1999 წლის მატჩი გახლდათ, რომელიც "წითლების" გამარჯვებით დასრულდა რაიან გიგზის ბრწყინვალე გოლის წყალობით და "იუნაიტედი", შედეგად, ფინალში გავიდა.

მატჩი "პრემიერ ლიგის" მატჩებს შორის მოექცევა. ფედერაცია ეცდება, რომ ორივე გუნდს თანაბარი დრო ჰქონდეს დასასვენებლად და ძალების აღსადგენად.

"იუნაიტედი" "ინგლისის თასის" მეოთხე ეტაპზე "რედინგის" დამარცხების წყალობით გავიდა, სადაც გოლის გატანა ხუან მატამ და რომელუ ლუკაკუმ მოახერხეს. ამ თამაშამდე "იუნაიტედის" ამჟამინდელმა მწრთვნელმა ჩემპიონატის მოგების სურვილი გამოთქვა.

კენჭისყრის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ სრულად:

"სუონსი" - "გილინგემი"
"ვიმბლდონი" - "ვესტ ჰემი"
"შრუსბერ თაუნი"/"სტოკ სიტი" - "ვულვზი"
"მილვოლი" - "ევერტონი"
"ბრაიტონი" - "ვესტ ბრომვიჩი"
"ბრისტოლ სიტი" - "ბოლტონი"
"ეკრინგტონ სტენლი" - "დერბი" / "საუთჰემპტონი"
"დონკასტერი" - "ოლდჰემი"
"ჩელსი" - "შეფილდი"/"ლუტონი"
"ნიუკასლი"/"ბლექბერნი" - "უოტფორდი"
"მიდლსბრო" - "ნიუპორტ ქანთრი"
"მანჩესტერ სიტი" - "ბარნლი"
"ბარნეტი" - "ბრენტფორდი"
"პორტმუთი" - "ქპრ"
"არსენალი" - "იუნაიტედი"
"კრისტალ პალასი" - "ტოტენჰემი"


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
8 იანვარი 2019 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
მოვიგებთ
0
№2
ავტორი: ikeoni
8 იანვარი 2019 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Ohoo saintereso tamashi gvelodeba chven bulkebtan
0
№3
ავტორი: რეალისტი
8 იანვარი 2019 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ყველას ადვილი შეხვდა, ჩვენ კიდე ამ საწყის ეტაპზე არსენალიო. არაუშავს მაინც მაგრად მეკიდა ეს თასი ოთხეულში შესვლას მივაწვეთ რაც მთავარია.

პს. მოაყარეთ რა სტატიები ცოტა გამოცოცხლდეს საიტი
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№4
ავტორი: Svanchester
8 იანვარი 2019 15:07
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
არაუშავს, ჯობია მიწურულს არ გაგვიხდეს გრანდებთან საჭიდაო, მთავარი მიზანი ოთხეულია. არ მინდა მომავალ წელს ევროპა ლიგის ყურება
0
№5
ავტორი: MAnUtd7
8 იანვარი 2019 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
არ ინერვიულოთ წითლებო და თავდაცვაზე ნუ გადადიხართ, ოთხეულია მთავარი მიზანი, ეს თასი მაინც მეკიდა და ასე შემდეგ!!! არსენალს მოვუგებთ და ამ შემართებით იყავით!!! თან ის ასწორებს რომ მათსავე მოედანზე მივაფარჩაკებთ!!! ეს მანჩესტერ იუნაიტედია
0
№6
ავტორი: stepno
8 იანვარი 2019 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუ ნეტა სულ არ ვიყოთ ამ თასზე რაა:)) ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ეხლა ეს თასიი ლიგაზე ვართ და 4 ეულიში უნდა მოვხვდეთ აუცილებლად ისედაც მიყოლებიტ გვიწევს თამაშებიი და ეს თასი ზედმეტი პრობლემაა იმედია მე-2 სასტავს დააყენებს
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
8 იანვარი 2019 22:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ ეტაპზე ბევრად სუსტი მეტოქე შეიძლებოდა, თუმცა მაინც მოსაგებია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top