ხუან მატას ბლოგი.
მოგესალმებით ყველას,
2019 წლის პირველ ბლოგს დუბაიდან ვწერ. "რედინგის" დამარცხების შემდეგ აეროპორტისკენ გავემართეთ და დუბაიში გამოვემგზავრეთ. კვირის უმეტეს ნაწილს სავარჯიშო კომპლექსში ვატარებთ.
ორ კვირაში ხუთი მატჩი ჩავატარეთ და ეს პატარა "შესვენება" აუცილებელიც კი იყო. ერთად ბევრ დროს ვატარებთ, გუნდს ვაშენებთ და შემდეგი თამაშებისთვის ძალებს ვიღდგენთ.
ასევე, როგორც ექიმები იტყვიან, მზე D ვიტამინის გამომუშავებაში ეხმარება ორგანიზმს, რაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
ყველაზე მეტად თავდაჯერებას გამარჯვება გმატებს. ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ, რითაც დიდ სიამოვნებას ვიღებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა მოგებების სერია რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და ამ მოგზაურობაში გულშემატკივარიც დიდხანს გავიყოლოთ.
"რედინგთან" ჩატარებული თამაში არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" შექმნილი გარემო, როგორც ყოველთვის, დასამახსოვრებელია, თანაც "ინგლისის თასის" შემდეგ ეტაპზე გავედით, რაც ძალიან კარგია.
გეხვევით,
ხუანი.
წყარო:
ManUtd.com