თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2019, 10:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1783,
კომენტარები: 9
"იუნაიტედი" "ლივერპულს" შეეცილება
"წითლების" სამიზნე პორტუგალიაშიც მოიძებნა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულსა" და მადრიდის "რეალს" ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, ედერ მილიტაოს ტრანსფერში შეეცილება.

"პორტუს" ვარსკვლავს კონტრაქტის გამოსასყიდ, რომელიც მხოლოდ წინა წელს გააფორმა, თანხად 42.5 მლნ. ფუნტი აქვს მითითებული.

20 წლის ედერი პორტუგალიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობდა მიმდინარე სეზონში და მას "ლივერპულის" სკაუტები აკვირდებოდნენ.

"იუნაიტედს" ედერის შეძენა ჯერ კიდევ მშობლიურ კლუბში ასპარეზობისას შეეძლო, როცა "საო პაოლოს" მცველი მხოლოდ 3 მლნ. ფუნტად იყო შეფასებული, მაგრამ ჟოზე მოურინიო ზაფხულში მისი სამსახურით არ დაინტერესდა.

მაშინ სამსახურის დაწყების ნებართვის აღება იქნებოდა საჭირო, მაგრამ ედერმა უკვე ჩაატარა ბრაზილიის ნაკრებში თავისი მატჩი და ეს აღარ წარმოადგენს პრობლემას.

მიუხედავად იმისა, რომ ედერის კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი, "პორტუს" ხელმძღვანელობას სურს, ახალი პირობები შესთავაზოს, რათა გამოსასყიდმა თანხამ იმატოს.

დაცვა "იუნაიტედის" დიდ პრობლემას წარმაოდგენს და სიტუაცია ვერც ოლე გუნარ სოლსკიაერის დროს გამოსწორდა.

წყარო: the sun
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: რეალისტი
7 იანვარი 2019 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ღირს გამოსყიდვა ახალგაზრდაა და ნიჭიერი, მარჯვენა მცველის პრობლემა მოგვარდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№2
ავტორი: PaLoMo
7 იანვარი 2019 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
დალოტს რაღას უშვრებიან?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: bziki
7 იანვარი 2019 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
დალოტი კი პატარაა და შეილება გამოგვადგეს მარა მაგაზე დაყრდნობა და მაგის იმედად მარჯვენა მცველის დაკიდება არ გამოვა
ან ლივერს რა სირად უნდა კლაინი საერთოდ გაანათხოვრეს
ორივე ფლანგის მცველი მოსაყვანია, იანგია საუკეთესო ორივე კრაიზე:D კომედიაა აბა რა არი
0
№4
ავტორი: ikeoni
7 იანვარი 2019 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Amat magari shig aqvt Raambaviaa amxela fuli ragac unda moimoqmedon tore ukve martla sasaciloa vigac *** bavshvi 42 milioni :))
0
№5
ავტორი: mishiko1
7 იანვარი 2019 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ჩვენ მარცხენა მცველიც გვჭირდება
0
№6
ავტორი: gela-manchesteri 20
7 იანვარი 2019 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
კაი მცველები გვინდა უეჭველი
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
7 იანვარი 2019 16:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დალოც იგივე ასაკისაა და თუ მოყავთ მაშინ ცოტა მაღალი დონის უნდა მოიყვანონ, ამ დალოს უნდა მიეცეს შანსი.
0
№8
ავტორი: sandroo
7 იანვარი 2019 19:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
დალოტისც პორტუდან მოვიყვანეთ წინა წელს :D
მე მაგალითად მაგრად მევასება ეგ ბიჭი თუ დააკვირდებით რაღაც მომეტებში ძაან კლასნად თამაშობს ხოლმე
0
№9
ავტორი: Svanchester
7 იანვარი 2019 23:56
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ამ,სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველის გარდა არავის ველი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top