თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2019, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1824,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი" "რომასთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს
დაცვის ცენტრის გაძლიერება გუნდის უმთავრესი მიზანია.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კოსტას მანოლასის კონტრაქტის გამოსასყიდად 32 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებს.

ოლე გუნარ სოლსკიაერი დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და "რომას" ცენტრალური მცველი მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა სერია A-ში მოასპარეზე სხვა მცველებთან ერთად.

იტალიური გაზეთების ცნობით, პრემიერ ლიგის კლუბი უკვე შეხვდა "რომას" წარმომადგენლებს ბერძენი ვარსკვლავის ტრანსფერის თაობაზე მოსალაპარაკებლად.

"იუნაიტედს" კონტრაქტის გამოსყიდვის ოპციის ამოქმედება სურს, თუმცა ის ძალაში მხოლოდ მომდევნო ზაფხულს შევა.

მანოლასმა გასული წლის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას უკვე აღნიშნა, რომ "წითლების" რიგებში თამაშით დაინტერესებულია: "ბუნებრივია, რომ გსურს ისეთი დიდი კლუბების შემადგენლობაში თამაში, როგორიც "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედი", "პარი სენ-ჟერმენი" და "ბაიერნი" არიან.

ვფიქრობ, გარკვეული ცვლილების შეტანას შევძლებ, სადაც არ უნდა წავიდე, თუნდაც "ბარსელონაში", თუმცა მათთან არასდროს მისაუბრია ამის შესახებ".


"რომას" მოლოდინით, მანოლას კლუბში სეზონის დასრულებამდე დარჩება, თუმცა "სამპდორიას" ფეხბურთელის, იოახიმ ანდერსენის სახით მისი შემცვლელი უკვე იპოვეს.


წყარო: metro
ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
7 იანვარი 2019 12:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
tu klibali ara es mainc moiyvanon
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: რეალისტი
7 იანვარი 2019 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
კულიბალი და ეს იქნება სასწაული დუეტი, მარა გამორიცხულია ესენი ერთად მოიყვანონ ალბათ კულიბალის ალტერნატივაა მანოლასი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№3
ავტორი: bziki
7 იანვარი 2019 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
იქით ალდერვეირელდმა გაახანგრძლივა მარა გამოსასყიდი 25 მილიონი უწერია,აქეთ მანოლასი 32 ად,
კულიბალის ყიდვაც თავისუფლად შიძლება,იქით კიდე მაგუაერია
ზამთარშივე ერთი ცენტრი უნდა იყიდონ წესით და ზაფხულშიც ერთი დაამატონ,ჯონსი-როხო გაყიდონ
0
№4
ავტორი: gaga1987
7 იანვარი 2019 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
შკრინიარს მირჩევნია ბევრად.
0
№5
ავტორი: ikeoni
7 იანვარი 2019 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
DZaan swrafiaa Es da gamogvadgeba magrad
0
№6
ავტორი: gela-manchesteri 20
7 იანვარი 2019 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
კაი იქნება
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
7 იანვარი 2019 16:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მე პირადად კულიბალი მინდა
0
№8
ავტორი: dybbuk
7 იანვარი 2019 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ეს არ არის ის მცველი რომელზეც მე პირადად ვიტყოდი რომ ყიდვის შემთხვევაში დაალაგებს დაცვაში თამაშს, აი კულიბალი ბევრმა ახსენა აქ და ნამდვილად სერიოზული შენაძენი იქნება, მაგრამ ახალი გახანგრძლივებული აქვს 2022მდე თუ არ ვცდები და ნაკლებად რეალური მგონია ეგ ტრანსფერი
0
№9
ავტორი: stepno
7 იანვარი 2019 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
imedia ert magali donis mcvels mainc viyidit
0
№10
ავტორი: Svanchester
7 იანვარი 2019 23:58
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ნუ კულიბალისთან შედარებით სატრანსფერო ფასი არ არის კოლოსალური
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top