თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2019, 20:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1752,
კომენტარები: 10
თავი 12: ბოსი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
თავი 12: ბოსი
2012/13 წლების სეზონი არა მარტო სარეკორდო მე-20 ტიტულით დაამახსოვრდა "იუნაიტედის" გულშემატკივარს, არამედ ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელთან განშორებითაც.

2013 წლის 8 მაისს, მანჩესტერში გატარებული 26 სეზონის განმავლობაში მოპოვებული 28-ე ტიტულიდან 2 კვირაში სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა სამწვრთნელო საქმიანობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია: "ეს შესაბამისი დროა". დღე, რომლისაც "იუნაიტედის" ყველა ქომაგს ეშინოდა, მაინც დადგა, მაგრამ გლოვის დრო არ იყო. ამის მაგივრად აუცილებელი იყო შეუდარებელი წარმატების მქონე მწვრთნელთან განშორებისთვის მომზადება. წასვლის შესახებ გაცხადებიდან 4 დღის შემდეგ "ოლდ ტრაფორდს" "სუონსი" ეწვია. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. რიო ფერდინანდმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ბოსის უკანასკნელ საშინაო შეხვედრაში, რომლის შემდეგაც მწვრთნელმა ბოლომდე სავსე სტადიონზე ხალხს მიმართა, ჩვეული შედეგი დააფიქსირა.

"მადლობას ვუხდი "მანჩესტერ იუნაიტედს", არა მარტო დირექტორებს, არა მარტო სამედიცინო შტაბს, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა თუ გულშემატკივრებს... არამედ თქვენ ყველას. თქვენ ჩემი ცხოვრების ყველაზე საოცარი გამოცდილება ხართ", მიმართა ფერგიუსონმა "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილ პუბლიკას. "ძალიან გამიმართლა. რომ დავუფიქრდე ბოლო წუთებზე გატანილ გოლებს, ქამბექებს, წაგებებსაც კი - ჩვენი დიდებული კლუბის ნაწილი იყო. თითოეული ჩვენგანისთვის დაუჯერებელი გამოცდილება იყო და ამის გამო თითოეული თქვენგანის მადლობელი ვარ".

სიტყვები "ფერგიუსონის თეთრ-წითელი არმია" და "ყველას გვიყვარს ალექს ფერგიუსონი" ოცნების თეატრის მიდამოებში დაირხა: გულშემატკივართა ემოციური დამშვიდობება ადამიანთან, რომელმაც ასე შეცვალა მათი კლუბი. თითქოს შეუძლებელი იყო სერ მეტ ბასბის შედეგების გამეორება, მაგრამ ფერგიუსონმა საკუთარი თავის ძიებაში მყოფი გუნდი ჩაიბარა და ის არა მარტო დიდებული გახადა, არამედ ახალ სიმაღლეზე აყვანაც შეძლო.

გასაოცარი ადამიანი და მწვრთნელი, დიდებული ტაქტიკოსი, გამარჯვებისთვის დაბადებული. მან "იუნაიტედი" ინგლისის მთავარ ძალად, ტიტულების მაგნიტად და უბადლო სპორტულ ორგანიზაციად აქცია. თავისი ფეხბურთელებისთვის ფერგიუსონი მუდამ საუკეთესოდ დარჩება.

"ის მოიცავს ყველაფერს, რის პოვნაც მწვრთნელში გწადია", - ამბობდა გარი ნევილი. "მოედანზე გამოსული ყველა ფეხბურთელი ამავდროულად განასახიერებს მის ხასიათს, საქმისადმი მიდგომას. გაზონზე ყოველ ჯერზე მისი 11 ვერსია ჩნდება. ის შთაგონებაა."

ამ შთაგონებამ მატერიალური ასახვაც ჰპოვა - "ოლდ ტრაფორდის" მახლობლად აღმართული ქანდაკება. 2011 წელს, როცა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნის 25 წლის იუბილე აღინიშნებოდა, შოტლანდიელის ბრინჯაოს ქანდაკება ჩრდილოეთ ტრიბუნის მახლობლად დაიდგა, რომელსაც თავის მხრივ დიდი მწვრთნელის სახელი ეწოდა.

მაგრამ გარკვეულწილად ესეც არ არის საკმარისი. ძეგლი და სიტყვები თითქმის აღწევენ მიზანს, მაგრამ ისინიც კი ვერ ასახავენ სრულად სერ ალექს ფერგიუსონის გავლენას "მანჩესტერ იუნაიტედზე". ამის შეგრძნების საუკეთესო გზა გრძნობის სამუდამოდ გულში, გონებასა და ბედნიერ მოგონებებში ასახვაა, რაც დაკავშირებული იქნება კლუბთან, რომელსაც უდიდესი საფეხბურთო მწვრთნელი ედგა სათავეში.
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: რეალისტი
8 იანვარი 2019 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
კარგი სტატიაა შევაქებ ავტორს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№2
ავტორი: ikeoni
8 იანვარი 2019 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Madloba avtors madloba aseti istoriis gaxsenebistvis.. fergiii ❤️
0
№3
ავტორი: Svanchester
8 იანვარი 2019 23:02
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
სიტყვით აღუწერელია ის ღვაწლი რაც ფერგის მიუძღვის ამ უდიდესი კლუბის ისტორიაში.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
8 იანვარი 2019 23:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბოლო სეზონი განსაკუთრებით ემოციური იყო :)
0
№5
ავტორი: Smoke - N
9 იანვარი 2019 01:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
Madlobt avtoro aseti statistvis hi2
0
№6
ავტორი: Lalana
9 იანვარი 2019 03:18
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ერთადერთი რაზეც გული მწყდება ეს არის 2009-2011 წლის ფინალები.ძაან მაგარი იქნებოდა ერთ-ერთი მაინც რომ მოგვეგო,მითუმეტეს 2011ში ასე უშანსოდ არ უნდა წაეგო მანჩესტერს,მაგრამ არაუშავს,ყველაფერი წინ არის და იმედია ისევ დავბრუნდებით ჩვენ ადფილას სადაც საჭიროა და კიდევ არაერთ ფინალს ვითამაშებთ.
0
№7
ავტორი: kobinio
9 იანვარი 2019 08:57
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Lalana
ერთადერთი რაზეც გული მწყდება ეს არის 2009-2011 წლის ფინალები.ძაან მაგარი იქნებოდა ერთ-ერთი მაინც რომ მოგვეგო,მითუმეტეს 2011ში ასე უშანსოდ არ უნდა წაეგო მანჩესტერს,მაგრამ არაუშავს,ყველაფერი წინ არის და იმედია ისევ დავბრუნდებით ჩვენ ადფილას სადაც საჭიროა და კიდევ არაერთ ფინალს ვითამაშებთ.

მანჩესტერზე ყველაზე მეტად მწყდება გული თურქმა ნაბიზარმა მსაჯმა რო გაგვიჩალიჩა და ნანი გაგვოგდო.მერვედფინალურო მატჩი რეალი იუნაიტედი. იმ წელს ლოგას ვერავინ მოგვიგებდა რომ არა *****ი-->ცენზურა მსაჯი.ამიტომაა ვიდეორეფერი კარგი რომ ასეთ სიმულიანტ სირებს მოე4ებათ ბოლო.ის ჩვენი წელი იყო...
0
№8
ავტორი: mishiko1
9 იანვარი 2019 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ფერგი არა მარტო მანიუს არამედ მსიფლიოს ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო მწვრთნელია.
0
№9
ავტორი: Lalana
9 იანვარი 2019 12:56
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: kobinio
ციტატა: Lalana
ერთადერთი რაზეც გული მწყდება ეს არის 2009-2011 წლის ფინალები.ძაან მაგარი იქნებოდა ერთ-ერთი მაინც რომ მოგვეგო,მითუმეტეს 2011ში ასე უშანსოდ არ უნდა წაეგო მანჩესტერს,მაგრამ არაუშავს,ყველაფერი წინ არის და იმედია ისევ დავბრუნდებით ჩვენ ადფილას სადაც საჭიროა და კიდევ არაერთ ფინალს ვითამაშებთ.

მანჩესტერზე ყველაზე მეტად მწყდება გული თურქმა ნაბიზარმა მსაჯმა რო გაგვიჩალიჩა და ნანი გაგვოგდო.მერვედფინალურო მატჩი რეალი იუნაიტედი. იმ წელს ლოგას ვერავინ მოგვიგებდა რომ არა <!--filter:*****ი-->ცენზურა-->ცენზურა<!--/filter--> მსაჯი.ამიტომაა ვიდეორეფერი კარგი რომ ასეთ სიმულიანტ სირებს მოე4ებათ ბოლო.ის ჩვენი წელი იყო...

ეგ სულ გადამავიწყდა.არა და მაგ თამაში თავიდან ბოლომდე ვდომინირებდით.თან მარტო ნანის გაძევების მომენტი არ იყო შეცდომა,კარგად არ მახსოვს მაგრამ როგორც მახსოვს რეალის კარში პენალტიც უნდა დანიშნულიყო მაგრამ მსაჯმა ისე იმსაჯა სიტყვებიც ზედმეტია მაგის აღსაწერად.
0
№10
ავტორი: kobinio
14 იანვარი 2019 14:32
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Lalana
ციტატა: kobinio
ციტატა: Lalana
ერთადერთი რაზეც გული მწყდება ეს არის 2009-2011 წლის ფინალები.ძაან მაგარი იქნებოდა ერთ-ერთი მაინც რომ მოგვეგო,მითუმეტეს 2011ში ასე უშანსოდ არ უნდა წაეგო მანჩესტერს,მაგრამ არაუშავს,ყველაფერი წინ არის და იმედია ისევ დავბრუნდებით ჩვენ ადფილას სადაც საჭიროა და კიდევ არაერთ ფინალს ვითამაშებთ.

მანჩესტერზე ყველაზე მეტად მწყდება გული თურქმა ნაბიზარმა მსაჯმა რო გაგვიჩალიჩა და ნანი გაგვოგდო.მერვედფინალურო მატჩი რეალი იუნაიტედი. იმ წელს ლოგას ვერავინ მოგვიგებდა რომ არა <!--filter:<!--filter:*****ი-->ცენზურა-->ცენზურა<!--/filter-->-->ცენზურა<!--/filter--> მსაჯი.ამიტომაა ვიდეორეფერი კარგი რომ ასეთ სიმულიანტ სირებს მოე4ებათ ბოლო.ის ჩვენი წელი იყო...

ეგ სულ გადამავიწყდა.არა და მაგ თამაში თავიდან ბოლომდე ვდომინირებდით.თან მარტო ნანის გაძევების მომენტი არ იყო შეცდომა,კარგად არ მახსოვს მაგრამ როგორც მახსოვს რეალის კარში პენალტიც უნდა დანიშნულიყო მაგრამ მსაჯმა ისე იმსაჯა სიტყვებიც ზედმეტია მაგის აღსაწერად.

კი მაგ დღეს მსაჯმა რომ იტყვიან დედა მაიტკნა და ცენზურა მისცა რეალს.ისევე როგორც შემდეგ წლებში მიუხენი ჩატოვეს.მაგრამ ვიდეო გამეორება ასეთ ნიუანსებ აღმოფხვრის,სულ ვერა მარა ასე აშკარადაც ვეღარ მიემხრობიან გუნდებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top