თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2019, 19:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1678,
კომენტარები: 5
თავი 11: უბრალოდ საუკეთესოები
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია.
თავი 11: უბრალოდ საუკეთესოები
მთელი მსოფლიოს დაპყრობა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ უფრო დიდი სიხარული მოაქვს მშობლიურ მიწაზე ბატონობას.

2008 წლის მაისის წარმატებამ „იუნაიტედის“ დეკემბრის წარმატება გამოიწვია: გუნდმა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო 2 სეზონში გუნდი ზედიზედ ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პეპ გვარდიოლას შესანიშნავი „ბარსელონა“ გადაულახავ ბარიერად იქცა.

მშობლიურ ინგლისში კი ყველაფერი სხვაგავარად იყო. 2009 წლის ჩემპიონობის მოპოვებით „იუნაიტედი“ „ლივერპულს“ გაუთანაბრდა ტიტულების რაოდენობით: მე-18 თასი. 2010 წელს „ჩელსის“ ჩემპიონობამ მხოლოდ გადაავადა გარდაუვალი და უკვე მომდევნო სეზონში „წითლები ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდად იქცნენ.

პირველი 7 თვის განმავლობაში დაუმარცხებელმა „იუნაიტედმა“ მე-19 ტიტული გაიფორმა 2011 წელს, რომლისკენ მიმავალ გზაზეც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა კარლო ანჩელოტის „ჩელსიზე“.

„ლურჯები“ დამარცხდნენ, მაგრამ გაჩნდა ახალი მტერი, რომელიც მეზობლად სახლობდა. ახალი მფლობელის ხარჯზე გაძლიერებულმა „მანჩესტერ სიტიმ“ 2011 წელს ინგლისის თასის მოგებისკენ მიმავალ გზაზე „იუნაიტედი“ დაამარცხა და პრემიერ ლიგის მოგებაზე განაცხადა პრეტენზია.

„იუნაიტედს“ თვალწარმტაცი საჩემპიონო რბოლა ელოდა. სეზონის მიწურულს რამდენიმე მარცხის შემდეგ „სიტის“ საშუალება მიეცა, სეზონის ბოლო მატჩის ბოლო წუთზე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოეპოვებინა. ბევრი კლუბი გულხელდაკრეფილი დაჯდებოდა და მშვიდად მიადევნებდა თვალს, თუ როგორ იგდებდა ხელთ ქალაქსა და ქვეყანაში ძალაუფლებას მეზობელი გუნდი, მაგრამ „იუნაიტედმა“ სათანადოდ უპასუხა.

რობინ ვან პერსის ტრანსფერი იღბლიანი გამოდგა და 2012/13 წლების სეზონში „იუნაიტედის“ სწრაფ ტემპს ვერავინ აუწყო ფეხი. ჰოლანდიელის ჰეთ-ტრიკი „ასტონ ვილასთან“ მატჩში და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით გუნდმა მორიგი ტიტული მოიპოვა.

უფრო მეტიც, მთელი წლის განმავლობაში გაწეულმა შესანიშნავმა სამუშაომ „წითელი ეშმაკები“ ქვეყნის 20-გზის ჩემპიონები გახადა. 13 ჩემპიონობა 21 წელიწადში - მანჩესტერელებმა ყველას აჯობეს, დომინირებდნენ ინგლისურ ფეხბურთში და განასახიერებდნენ სიდიადის მაგალითს.
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
7 იანვარი 2019 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Is tamashi kide ver mominelebia sad moiges chempionati am bozebma tvalebs ver vujerebdi ufro sworad yurebs:))) restoranshi viyavi da mamachems vurekavdi yvela 5 wutshi da 90 wutze agebso da gansxvavebuli ro davlie 5 wutshi damireka moigeso:)))
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
7 იანვარი 2019 23:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმ დროინდელ ბარსელონას ვერცერთი გუნდი ვერ მოუგებდა, უძლიერესი კლუბი იყო!
0
№3
ავტორი: Svanchester
7 იანვარი 2019 23:46
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ვან პერსის ეკუთვნოდა ის ტიტული რაც ჩვენთან ერთად მოიგო. მაგრად მევასებოდა ეგ ფეხბურთელი და ჩვენთან რო გადმოვიდა ხო საერთოდ.
0
№4
ავტორი: რეალისტი
8 იანვარი 2019 08:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ლივერპულს თუ 18 ტიტული ქონდა ნაღდად არ ვიცოდი, არადა 1989 წლის მერე არ მოუგიათ ამ საცოდავებს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№5
ავტორი: makaveli
8 იანვარი 2019 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: ikeoni
Is tamashi kide ver mominelebia sad moiges chempionati am bozebma tvalebs ver vujerebdi ufro sworad yurebs:))) restoranshi viyavi da mamachems vurekavdi yvela 5 wutshi da 90 wutze agebso da gansxvavebuli ro davlie 5 wutshi damireka moigeso:)))

eg tamashi xo piki iyo saertod magram me is tamashi ver mominelebia realtan nani ro gaagdes srokze vikavi radioshi vusmendi pexburtis dros televizorebs gvitishavdnen da komentatorma ro tqva citeli baratio iseti shegrdzneba mqonda titqos sroki damimatestqo ))) mteli game ar damedzina magaze nerviulobit im turqi shaqiris dedas ro shemovevlet chven
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top