თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2019, 04:36
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1650,
კომენტარები: 3
მატა: "უკეთესად თამაში შეგვიძლია"
ხუან მატა მატჩის შემდგომ.
მატა:
ხუან მატამ პენალტის დახმარებით "იუნაიტედი" დააწინაურა. თუმცა პენალტის დადებამდე მსაჯმა ინციდენტი ვიდეო მსაჯთან გადაამოწმა, რითაც მატა უკმაყოფილო დარჩა.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პენალტის გატანა, თამაში უფრო გაიხსნა. ახლა კი ორი ბურთის სხვაობით გავიმარჯვეთ და შემდეგ ეტაპზეც გავედით."

"ერთადერთი, რაც უარყოფითი გახლდათ ეს არის დრო, რომელიც მსაჯს გადაწყვეტილების მისაღებად დასჭირდა. ძალიან გაიწელა ეს პროცესი. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ეს ყველაფერი უფრო სწრაფად მოხდება. მე წინააღმდეგი არ ვარ ვიდეო მსაჯის არსებობის, როცა ამას საჭიროება მოითხოვს, თუმცა გაწელილი დრო უარყოფითი ნიშანია. მატჩი მაქსიმალურად სამართლიანად უნდა ჩატარდეს და ვფიქრობ, ვიდეო მსაჯი ამ ყველაფერში გვეხმარება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში დაჩქარდება."

მატამ "რედინგზეც" ისაუბრა. ესპანელის განცხადებით, ისინი საშიშ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ, თუმცა "იუნაიტედმა" მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება, რაც ძალიან კარგია.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მატჩის ბოლომდე ანგარიში შეგვენარჩუნებინა, თუმცა "რედინგმა" საქმე გაგვირთულა. ძალიან კარგად ითამაშეს. ისინი მოვიდნენ "ოლდ ტრაფორდზე" ახალი მენეჯერით და ამ ყველაფრის ფონზე საოცარი მატჩი ჩაატარეს. მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იყო და მომავალშ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ."

"ვფიქრობ, უკეთ უნდა გვეთამაშა, თუმცა ჩვენ ნელ-ნელა ვვითარდებით. ეს არ არის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, თუმცა მატჩებს მაინც ვიგებთ, რაც კარგის ნიშანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგებების სერია და ეს ატმოსფერო შევინარჩუნოთ. ჩვენ ვგრძნობთ, რომ მაშინაც კი როცა კარგად ვერ ვთამაშობთ მატჩებს ვიგებთ და თან მშრალადაც ვინახავთ კარს. მიხარია, რომ სერხიო რომერომ ეს შეძლო. საერთო ჯამში, ბედნიერები ვართ."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
6 იანვარი 2019 09:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Imdeni cvlileba Iyo mosalodneli cota sheutamashebeli tamashi
0
№2
ავტორი: რეალისტი
6 იანვარი 2019 09:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
საბოლოოდ არგამოვიდა ისეთი თამაში როგორსაც ველოდებოდით, ფეხბურთელების შეუთანხმებლობის ბრალი იყო ჩემი აზრით რო მეტი ანგარიშით ვერ მოვიგეთ, არცაა გასაკვირი მე-2 გუნდიით გამოვიდა ესე ვთქვათ თითქმის ოლე, ლუკაკუ მოსაშორებელია უნდა მიყვეს პერეირა,დარმიანი. მოსაყვანია ერთი ტოპ-კლასის მცველი (სასუველია კულიბალი) მარჯვენა ვინგერი და ფორვარდი. აი ეს პოზიციები შევავსოთ კარგი იგროკებით და მართლა ძაან მაგარი გუნდი შეიკვრება!
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№3
ავტორი: SANDROGRIGA
6 იანვარი 2019 13:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცოტა გაუჭირდა გუნდს, შეთამაშება აკლიათ, მოსალოდნელიც იყოს და დაიხვეწება იმედი მაქ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top